ქართული მხატვრული ფილმი "დარჩი ჩემთან" წარდგენილი იქნება ტრუსკავეცკის სატელევიზიო ფილმების III –ე საერთაშორისო ფესტივალზე
"კარონა კარპატ" (Корона Карпат), რომელიც 2012 წლის ოქტომბერში გაიმართება.
წელს ფესტივალი მესამედ ტარდება და ამ სამი წლის განმავლობაში მის პროგრამაში წარდგენილი იყო 100–ზე მეტი ფილმი 30 ქვეყნიდან.
ფესტივალს სტუმრობდა მსოფლიო კინემატოგრაფიის მრავალი ცნობილი წარმომადგენელი.
ფესტივალის პროგრამაში იმართებოდა შემოქმედებითი შეხვედრები, პრესკონფერენციები, პრეზენტაციები.
სპეციალისტების აზრით ფესტივალი მაღალ პროფესიულ და ორგანიზაციულ დონეზე ტარდება.
წელს პირველად ამ ფესტივალზე წარდგენილი იქნება ქართული ფილმი – "დარჩი ჩემთან".
ფილმის პროდიუსერია დათო ბეჟიტაშვილი, რეჟისორი – ზაზა ურუშაძე. ფილმში მთავარ როლებს ლელა წურწუმია და პაატა ინაური თამაშობენ.
ფილმის პროდიუსერის აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა მიიღებს თუ არა ფილმი რაიმე პრიზს, მაინც სასიამოვნოა როცა ფილმს მაღალი დონის კინოფესტივალზე აჩვენებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий