ბოლივუდი 2006 - ინდური კინოჰიტების ვარსკვლავთცვენა
ინდური კინოს ფესტივალის "ბოლივუდი - 2006"-ს დაწყებამდე, რომელიც ტრადიციულად კ/თ ახმეტელში ტარდება, ფესტივალის ორგანიზატორები მაყურებელს, ინდური კინოს მოყვარულთ პირდებიან უამრავ სიურპრიზებს. ამის შესახებ დაწვრილებით საუბრობს, ფესტივალის დირექტორი დავით ბეჟიტაშვილი.
-ჩვენი ფესტივალი დაფუძნდა 2004 წელს და ჩვეულებრივ ტარდება ივლისსა და აგვისტოში, მაგრამ წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ცოტათი გადავუხვიოთ მიღებულ სტანდარტებს და გადავიტანეთ ის შემოდგომაზე.
-რა არის ამის მიზეზი?
-საქმე იმაშია, რომ ზაფხულში ჩვენ ვერ ჩავრთავდით პროგრამაში იმ ბოლივუდურ ჰიტებს რომელთა პრემიერებიც დღესდღეობით იმართება მსოფლიო კინოთეატრებში.
თავად ინდურ კინემატოგრაფში ხდება საკმაოდ საინტერესო პროცესები, და ბედნიერი ვარ რომ ამის მოწმე გავხდი, მე დავესწარი ინდური ოსკარების დაჯილდოების ცერემოანიალს და ვნახე რა გარღვევები მოხდა ამ ქვეყნის კინოინდუსტრიაში.
-მოდით დავუბრუნდეთ ფესტივალს. რით აპირებთ გააკვირვოთ მაყურებელი?
-მიმდინარე ფესტივალის პროგრამას შეიძლება დავარქვათ ყველაზე გრანდიოზული ამ ღონისძიების არსებობის განმავლობაში. ის ფაქტიურად შედგება ბლოკბასტერებისაგან.
-მოგვიყვებით დაწვრილებით?
-რათქმაუნდა. ავიღოთ თუნდაც "გაზაფხულის ფერები", რომელშიც მთავარ როლს ამირ კჰანი, ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ძვირადღირებული (მისი ჰონორარი აღემატება შაჰრუჰ კჰანისა და ამიტაბჰ ბაჩანის ჰონორარს) მსახიობი ასრულებს. ის იშვიათად იღებს ფილმებში, 4-5 წელიწადში ერთხელ, მაგრამ მისი ყოველი ფილმი იქცევა გაქირავების ლიდერად. აქვე ავღნიშნავ, რომ პირველად ინდური კინოს ისტორიაში ფილმი "ერთხელ ინდოეთში" გახდა "ოსკარის" პრიზიორი და მასში მთავარ როლს სწორედ ამირ კჰანი თამაშობდა.
ახლა კი ჩვენთან 7 სექტემბერს ფესტივალის "ბოლივუდი - 2006" გახსნა მოხდება სწორედ ამირ კჰანის ფილმით "დამსხვრეული ოცნებები" (ეს არის ახალი მელოდრამა ფილმების "ლეგენდა სიყვარულზე", "მე და შენ", "სალამ, ნამასტე" შემქნელებისაგან).
ფილმში ასევე მონაწილეობს კაჯოლი, რომელიც გათხოვების შემდეგ წავიდა კინოდან. ასე რომ "დამსხვრეული ოცნებები" მისი ტრიუმფალური დაბრუნებაა ეკრანზე.
კიდევ ერთი ბლოკბასტერი "პიარი და მოჰანი" იქნება პროგრამაში. ესაა რომანტიული კომედია, ორ მეგობარზე, რომელთაგან ერთი ბრმაა, მეორე კი ყრუ. ფილმში თამაშობენ ვივეკ ობეროი, ფარდინ კჰანი და ჰემა მალინის ქალიშვილი, იშა დეოლი.
უყურადღებოდ არც აკშაი კუმარის თაყვანისმცემლებს ვტოვებთ. ფესტივალის პროგრამაში ჩართულია ახალი ჰიტი მისი მონაწილეობით "ნუ მაიძულებ შეყვარებას".
შემდეგი სურათი არის 2003 წლის საუკეთესო ფილმის "შენ მარტო არ ხარ" გაგრძელება. ამ ფილმით ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ეკრანზე ბრუნდება რიტიკ როშანი. ეს ფილმი ინდურ კინემატოგრაფის ისტორიაში ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური სურათია სპეცეფექტების მხრივ.
ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი კი იქნება ფილმი, რომლის მიმართაც ყველაზე დიდი იყო მოლოდინი ამ წელს და რომლითაც დაიხურება ფესტივალი 11 ოქტომბერს (ამიტაბჰ ბაჩანის დაბადების დღეს) - "არასოდეს მითხრა მშვიდობით". მთავარ როლებს ფილმში თამაშობენ: ამიტაბჰ ბაჩანი, შაჰრუჰ კჰანი, პრიტი ზინტა, აბიშეკ ბაჩანი და არჯუნ რამპალი. ეს ინდური კინემატოგრაფის ყველაზე ძვირი პროექტია, მისი ბიუჯეტი 15 მლნ დოლარს შეადგენს. (მანამდე ლიდერი იყო "დევდასი" - 10 მლნ დოლარი).
-რომელიმე ვარსკვლავის მოწვევას ხომ არ აპირებთ?
-არ გავამხელ ჯერ საიდუმლოს, ვიტყვი მხოლოდ, რომ იგეგმება ინდოელი კინემატოგრაფისტების ჩამოსვლა, რომლებიც აპირებენ აქ ფილმის გადაღებას. არ არის გამორიცხული რომ ისინი გამოჩნდებიან ჩვენებებზე და მაყურებელს ექნება საშუალება მათთან კონტაქტის.
ბუნებრივია კინოფესტივალის ფარგლებში კ/თ ახმეტელის სცენაზე განახლებული შემადგენლობით და პროგრამით გამოვა ანსამბლი "სიტარა".
და ყველაზე მთავარი სიურპრიზი - ადამიანი, რომელიც დაესწრება ფესტივალის ყველა ფილმს, მიიღებს მონაწილეობას გათამაშებაში და მიიღებს შანს მოიგოს ყველაზე ძვირფასი პრიზი ინდოეთის საელჩოსგან. ასე რომ მაყურებელს ელოდება ბევრი სასიამოვნო მოულოდნელობა.

Комментариев нет:
Отправить комментарий