david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

среда, 26 октября 2011 г.

ფილმი "დარჩი ჩემთან" ჯერ კიდევ გადის კინოთეატრებში!

ფილმის "დარჩი ჩემთან" და არა მხოლოდ ამ ფილმის შესახებ იმედის დილის ეთერში ფილმის პროდიუსერი, დათო ბეჟიტაშვილი საუბრობს.

ნახეთ სიუჟეტი

воскресенье, 2 октября 2011 г.

"ილუზიონი რეალ ტვ–ზე" – დათო ბეჟიტაშვილთან ერთად – 33 გადაცემა


გადაცემა 33-ე
გადაცემის სტუმარი: ირინა დემეტრაძე

 
ნახეთ გადაცემა



გადაცემა 31-ე

გადაცემის სტუმარი: ნოდარ ქუთათელაძე

 ნახეთ გადაცემა

 

 გადაცემა 30-ე

გადაცემის სტუმარი: თინათინ კორძაძე

ნახეთ გადაცემა

გადაცემა 29 - ე

გადაცემის სტუმარი: გიგა კობალაძე

ნახეთ გადაცემა



myvideo-ზე შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო
ორი გადაცემის (27 და 28) დადება ვერ მოვახერხეთ


გადაცემა 26 - ე

გადაცემის სტუმარი: ვახო ჩაჩანიძე

ნახეთ გადაცემა


გადაცემა 25-ე

გადაცემის სტუმარი: დუტა სხირტლაძე

ნახეთ გადაცემა


გადაცემა 24-ე

გადაცემის სტუმარი: კინორეჟისორი: გიორგი ოვაშვილი

 ნახეთ გადაცემა



გადაცემა 23-ე

გადაცემის სტუმარი: ავთო ვარსიმაშვილი
ნახეთ გადაცემა

გადაცემა 22-ე

 გადაცემის სტუმარი: ზაალ ჩიქობავა

 ნახეთ გადაცემა



გადაცემა 21 -ე

 გადაცემის სტუმარი: კინორეჟისორი, ქეთი მაჭავარიანი

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეოცე!

გადაცემის სტუმარი: მსახიობი, კახა მიქიაშვილი

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეცხრამეტე

გადაცემის სტუმარი: ოთარ მიქელაძე

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეთვრამეტე
გადაცემის სტუმარი: ტელეწამყვანი, დონარა კინწურაშვილი

ნახეთ გადაცემა

გადაცემა მეჩვიდმეტე

გადაცემის სტუმარი: ნინო ანჯაფარიძე

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეთექვსმეტე

გადაცემის სტუმარი: კინომცოდნე, მანანა სურაძე

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეთხუთმეტე

გადაცემის სტუმარი: რეჟისორი გია კაჭარავა

ნახეთ გადაცემა



გადაცემა მეთოთხმეტე

გადაცემის სტუმარი: მუსიკოსი ირმა სოხაძე

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეცამეტე


გადაცემის სტუმარი: კინოკრიტიკოსი, პაატა იაკობაშვილი


ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეთორმეტეგადაცემის სტუმარი: კინომცოდნე, ლია კალანდარიშვილი

ნახეთ გადაცემა

გადაცემა მეთერთმეტე

გადაცემის სტუმარი: კინომცოდნე, ლიკა ციხისელი

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეათე

გადაცემის სტუმარი: კინომცოდნე, ნანა თუთბერიძე

ნახეთ გადაცემა

გადაცემა მეცხრე

გადაცემის სტუმარი: კრიტიკოსი, დავით ბუხრიკიძე

ნახეთ გადაცემა

გადაცემა მერვე

გადაცემის სტუმარი – ფსიქოლოგი, გია ჯაჯანიძე

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეშვიდე

გადაცემის სტუმარი – თეატრმცოდნე, ნიკა წულუკიძე

ნახეთ გადაცემა

გადაცემა მეექვსე

გადაცემის სტუმარი – კინომცოდნე, მანანა ლეკბორაშვილი

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეხუთე

გადაცემის სტუმარი: კინომცოდნე, არჩილ შუბაშვილი

ნახეთ გადაცემა

გადაცემა მეოთხე


გადაცემის სტუმარი: კინომცოდნე, ზვიად დოლიძე

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მესამე
გადაცემის სტუმარი: ინდოლოგი, ნიკო კენჭოშვილი

ნახეთ გადაცემა


გადაცემა მეორე

გადაცემის სტუმარი: ბ–ნი გოგი დოლიძე


ნახეთ გადაცემა




გადაცემა პირველი

გადაცემის სტუმარი: ქ–ნი ჟანეტა არჩვაძე


ნახეთ გადაცემა




пятница, 30 сентября 2011 г.

"დარჩი ჩემთან" – ფილმის პრემიერა და მაყურებელთა შთაბეჭდილებები

29 სექტემბერს, კინოთეატრ “რუსთაველში” ახალი ქართული ფილმის „დარჩი ჩემთან“ დახურული ჩვენება გაიმართა. ზაზა ურუშაძის მელოდრამის გამოსვლას ქართული პუბლიკა ჯერ კიდევ ზაფხულში ელოდა, მაგრამ ფილმის დასრულება მხოლოდ სასექტემბროდ მოხერხდა.
გადაღებები ამ წლის ზაფხულში სულ რაღაც 33 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. თამარ ბართაიას სცენარის მიხედვით გადაღებულ სურათში მთავარ როლს მომღერალი ლელა წურწუმია ასრულებს, დებიუტანტია მისი კინოპარტნიორი პაატა ინაური, რომელსაც სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში პირველად ერგო როლი.

როგორც უკვე ცნობილია, ფილმი კაბარეს მომღერალი ქალისა და ახალგაზრდა ბიჭის წინააღმდეგობებით სავსე სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს სევდიანი დასასრულით. დაძლევს თუ არა წყვილი ამ წინააღმდეგობებსა და რამდენად სევდიანი აღმოჩნდება მართლაც ფილმის ფინალი, ქართველ მაყურებელს შეუძლია დღეიდან თავად გაარკვიოს საქართველოს კინოთეატრებში.
რეჟისორი, რომლისთვისაც „დარჩი ჩემთან“ პირველი მელოდრამატული ნამუშევარია, ფილმს სამაყურებლოს უწოდებს და თვლის, რომ მაყურებელი აუცილებლად დაინტერესდება, რადგან სურათი ემოციურობასთან ერთად მაღალპროფესიონალურად შესრულებულიცაა.
ფილმის პროდიუსერის დავით ბეჟიტაშვილის აზრით, განსაკუთრებით დიდ თანაგრძნობას ფილმის მთავარი გმირი ქართველ ქალბატონებს შორის გამოიწვევს.
თავად ზაზა ურუშაძე ფილმს ერთგვარ ექსპერიმენტად თვლის, რომელშიც ინტერესდება, შეძლებდა თუ არა თუნდაც ბანალური მელოდრამატული ისტორიისგან პროფესიონალურად შესრულებული და წარმატებული სამაყურებლო ფილმის შექმნას.
მაყურებელზე ორიენტირებულობის მიუხედავად, სურათს უკვე ამზადებენ საფესტივალო ცხოვრებისთვის.
ფილმის პროდიუსერის დავით ბეჟიტაშვილის თქმით, „დარჩი ჩემთან“ აუცილებლად გაიგზავნება დუბაის 41-ე საერთაშორისო ფესტივალზე. თუ ზაზა ურუშაძის წინა ფილმის, „სამი სახლის“ წარმატებებს გავითვალისწინებთ, ახალი მელოდრამის საფესტივალო მოლოდინები საკმაოდ დიდია.

ნახეთ სიუჟეტები


вторник, 20 сентября 2011 г.

ლელა წურწუმია: გარანტი იმისა, რომ ფილმი იქნება ძალიან კარგი და სასიამოვნო საყურებელი არის ის გუნდი, რომელმაც იმუშავა ამ ფილმზე

რუსთავი 2 –ს ეთერში, გადაცემაში "შუადღე", ლელა წურწუმია საუბრობს
ახალი ქართული მელოდრამის "დარჩი ჩემთან..." შესახებ.
ფილმში ლელა დებიუტანტ პაატა ინაურთან ერთად მთავარ როლს ასრულებს.

ნახეთ სიუჟეტი


ნახეთ ფილმის ახალი თრაილერი


ნახეთ კადრები ფილმიდან

понедельник, 12 сентября 2011 г.

ანონსი

1 ოქტომბრიდან, ყოველ შაბათს,
საღამოს 21 სთ –ზე, რეალ TV – ს ეთერში
პროგრამა "ილუზიონი რეალ ტვ–ზე" – დათო ბეჟიტაშვილთან ერთად



ახალი ქართული მელოდრამა "დარჩი ჩემთან..." – 30 სექტემბიდან კინოთეატრებში,

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

გუნდი ფილმისათვის პროდიუსერმა დავით ბეჟიტაშვილმა შეკრიბა – დაწყებული რეჟისორიდან – ზაზა ურუშაძიდან, ოპერატორით – გიორგი ბერიძეთი და ფილმის დირექტორით კოტე ტურიაშვილით დამთავრებული.
– ბევრ სკეპტიკოსს ალბათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდება, ვისაც ლელას სამსახიობო მონაცემებში ეჭვი შეეპარება. ფიქრობენ, რომ ლელა მხოლოდ მომღერალია და არ იციან, რომ პროფესიით მსახიობია. არცერთ სცენაში, არცერთ ეპიზოდში ლელა არ არის ყალბი – ამბობს პროდიუსერი.
ფილმში არცერთი რეკლამა არ დევს. პროდიუსერის თქმით, "ბოლო წლების ქართული ფილმები, რომ უყურებ არის ერთი სარეკლამო რგოლი. ეს კი არის ფილმი, რომელშიც არცერთი რეკლამა არ არის და ფილმს არ ჰყავს სპონსორი. არადა რომ უყურებ შთაბეჭდილება გექმნება, რომ ძალიან მსხვილბიუჯეტიანი ფილმია".
ბილეთები პრემიერამდე ათი დღით ადრე გაიყიდება. ნოემბერში ფილმი ჯერ გოას 42 საერთაშორისო ფესტივალზე გააქვთ, შემდეგ კი დუბაის კინოფესტივალზე.


პაატა ინაური – დებიუტანტი ფილმიდან "დარჩი ჩემთან..."

-ფილმით "დარჩი ჩემთან" ქართულ კინოში ჩვენ ვაბრწყინებთ ახალ ვარსკვლავს, რომელზეც ამ ფილმის შემდეგ ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. მე მინდა ეს სიტყვები კარგად დაიმახსოვრონ თქვენმა მკითხველებმა – ასე "დაგვემუქრა" ფილმის პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი.
ეს ქება დიდება კი პაატა ინაურის მისამართით ითქვა. პაატა მელოდრამაში მთავარ როლს ასრულებს, ლელა წურწუმიას პარტნიორია. ეს ის პაატაა, ლელამ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში რომ არაერთხელ ახსენა.
"დარჩი ჩემთან" პაატას კინოდებიუტია. ძალიან მოეწონა კინოში თამაში.
"გადასაღებ მოედანზე ყოფნა ერთი დიდი ბედნიერებაა, მითუმეტეს ზაზა ურუშაძე თუ გიღებს, დაღლას ვერ ვგრძნობდიო", - მითხრა დებიუტანტმა მსახიობმა.
ფილმის პრემიერამდე დღეებს ითვლის. ინტერვიუს "იძულების წესით" იძლევა. არ მიყვარს მორიდებული ადამიანი ვარო, თავს იმართლებს. ფილმში მისი შეყვარებულიც თამაშობს. კატო კალატოზიშვილი ფილმისთვის პაატასთან ერთად შეარჩიეს. ისინი ჯგუფელები არიან. პირად თემაზე ჩემი რესპოდენტი ბევრს არაფერს ჰყვება. აღიარებს მხოლოდ იმას, რომ შეყვარებულია. რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულებს ფილმშიც აქვთ გადაკვეთის წერტილი, თუმცა კატოს გმირს ცალმხრივად უყვარს.
ერთი წლის წინ გიზო ჟორდანიას ჯგუფი დაამთავრა. გამიმართლაო, ამბობს. პედაგოგმა სტუდენტები პირველი კურსიდან მარჯანიშვილის თეატრში მიიყვანა და პატარ–პატარა როლებში გადანაწილდნენ. სამეფო უბნის თეატრში ჯგუფელმა და მეგობარმა დათა თავაძემ პაატა ორ სპექტაკლში ათამაშა – "სხვისი შვილები" და "მახინჯი". სწორედ ამ უკანასკნელ სპექტაკლში აღმოაჩინეს იგი. როლანდ ოქროპირიძემ დათო ბეჟიტაშვილთან გაუწია რეკომენდაცია, გოგა გველესიანმა კი – ლელა წურწუმიასთან.

დათო ბეჟიტაშვილი: ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ფილმის მთავარი გმირი არ უნდა ყოფილიყო საზოგადოებისათვის ცნობილი და გაცვეთილი
სახე. არ უნდა ყოფილიყო ფილმში გადაღებული, მაგრამ აუცილებლად უნდა ყოფილიყო პროფესიონალი მსახიობი. რამდენიმე მეგობარმა მირჩია მენახა პაატა ინაური, მათ შორის როლანდ ოქროპირიძემ. ამას დაემთხვა ისიც, ლელამაც იგივე მთხოვა, გოგა გველესიანი აქებს პაატა ინაურს და გენახაო. ასე ერთხმად დავამტკიცეთ მთავარ როლზე.

პაატა ინაური: მე ბედნიერი ვიქნები თუ ის გამართლდა, რაც დათომ მიწინასწარმეტყველა. ქასტინგის მერე ძალიან ვნერვიულობდი. ტელეფონი ხელში მეჭირა და ზარს ველოდებოდი. მერე დათომ დამირეკა. ზარი იყო ლელასგანაც, დაგამტკიცესო. გამიხარდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვიყავი. სხვათაშორის ზაზა ურუშაძის ფილმ "სამ სახლში" ძალიან ეპიზოდურ როლში – გამვლელი ჯარისკაცის როლში ვარ. ზაზას გავახსენე და ბევრი ვიცინეთ. ზაზა ყველაფერში დამეხმარა, უნიჭიერესი კაცია. ვენდობი, სხვანაირად არ გამოდის. ერთად გამოვძერწეთ ჩემი როლი. ჩვენ დავმეგობრდით.

ზაზა ურუშაძე: პაატას "სასაცილო იხვი" დავარქვი. თმა არ უსველდება, წარმოგიდგენიათ? იხვი ხომ არ სველდება, ასეთი უცნაური თმა აქვს. მობილურში მისი ტელეფონის ნომერიც ამ სახელით მაქვს შეტანილი. წვიმის სცენაში თმა მშრალი უჩანდა, არადა გრიმიორმა მითხრა იმდენი წყალი მაქვს დასხმულიო... მართლაც, თავი რომ გაიქნია იმდენი წყალი გაასხა. ამ დროს არ ეტყობოდა. ძალიან კარგი ბიჭია, ნიჭიერი. თავი კარგად გაართვა. ნერვიულობდა და კარგად წამომყვა.
–პაატა, ლელამ თქვა, მორიდებულია, მაგრამ საკმარისი იყო რეჟისორს "მატორ" დაეძახა, რომ უკვე სხვანაირი ხდებოდაო. თრეილერში ვნახე, კოცნის
კადრები გაქვთ. გაგიჭირდა ამ სცენის გადაღება?
–გამიჭირდა... რას წარმოვიდგენდი ლელას ვაკოცებდი, მაგრამ უნდა
გადაგვეღო. ლელა მაშინვე დამიმეგობრდა, თქვენობით ნუ მელაპარაკებიო გამაფრთხილა. რომ არ დავმეგობრებულიყავით გაგვიჭირდებოდა ერთად თამაში, უმეტესი სცენები ერთად გვაქვს. საოცარი მსახიობების ნაკრები თამაშობს. ვიცნობდი მხოლოდ ნატა მურვანიძეს, ჩემი მეგობრის დედაა. ერთი გადასაღები დღე გვქონდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

–დასამახსოვრებელი რა იყო შენთვის?
–ყველაზე მეტად მახსოვს მიშა გომიაშვილთან ერთად გადაღებული სცენა – წვიმაში ვჩხუბობთ. ბევრი დუბლი გადავიღეთ. ძალიან დავიღალეთ. ღამე ბევრჯერ დავსველდით და ისე დავიღალეთ, ვერ ვსუნთქავდით. მიშა დამეხმარა, დარტყმის ტექნიკას მასწავლიდა. კარგად მახსენდება კარგი სცენაა. ყოფილა სცენა თითქოს ადვილად
გადასაღები, მაგრამ რამდენიმე დუბლი დამჭირვებია, ძნელი – პირიქით ადვილად გადამიღია. კინო სხვა ესთეტიკაა, ვერ გაიგებ. ზაზა მეუბნებოდა, ბებერივით დადიხარო და ბევრჯერ მომიხდა სიარულის დუბლის გადაღება. მანქანას ცუდად ვატარებ. ფილმში მომიხდა საკმაოდ ძვირადღირებული მანქანის ტარება და მეშინოდა ეს მანქანა თუ დავამვრიე ჩემი ჰონორარი ამას არ ეყოფა–მეთქი. ლელაც შეშინებული იყო, მაგრამ ტრასაზე ნორმალურად გავიარე. დიდი ოჯახი იყო. ყველა დავმეგობრდით. 33 გადასაღები დღიდან 27 დღე მე მიღებდნენ, დღე და ღამე ერთად ვიყავით. წარმოიდგინეთ ერთმანეთი როგორ შეგვიყვარდა. ზაზამ მითხრა ფილმი რომ გამოვა, მერე უფრო იგრძნობ გადაღებების მონატრებასო. მინდოდა არ დასრულებულიყო და მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო გადაღება.

ზაზა ურუშაძის დატვირთული წელიწადი – სამი ბე
დნიერება

ზაზა ურუშაზეს ყველაზე დატვირთული წელი აქვს. ერთ წელში სამი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება ძალიან ბევრია.
–მე კი მიხარია, ვგიჟდები გადაღებაზე. ამით ვცოცხლობ. ბედნიერი ვარ როცა ვიღებ. პაუზა ამ ბედნიერების მოლოდინია. კინო ყველაფერია ჩემთვის – აცხადებს რეჟისორი.
ამ ბედნიერების მოლოდინის განცდა სამჯერ ჰქონდა. მაისში "დარჩი ჩემთან" გადაიღო. პირველ ოქტომბერს "გასეირნება ყარაბაღში – 3"–ს გადა
ღებას იწყებს, დეკემბერში კი ესტონეთთან და ავსტრიასთან ერთობლივი ფილმი – მტრები, იგივე მანდარინები უნდა გადაიღოს.
ზაზა ურუშაძის "სამი სახლი" ჩემი საყვარელი ფილმია. ეს ერთი ფილმი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ რეჟისორის შემდეგ ნამუშევრებს დიდი ინტერესით ჩაუსაფრდე. "სამი სახლი" თავადაც უყვარს. ბევრჯერ მაქვს ნანახი. როცა აჩვენებენ არ მრცხვენიაო, ამბობს.
ოთარ იოსელიანის და ლანა ღოღობერიძის სტუდენტი იყო. ფილმ "რვანახევარიდან" მიღებული საშინელი შთაბეჭდილება დღემდე ახსოვს. რეჟისორი ახლა 44 წლისაა. ის კინოთი ცხოვრობს.
თეატრალურ სამყაროში 16 წლის ასაკში მოვხვდი. ამ სამყაროში შესვლა ყველას უნდოდა. ლანა ღოღობერიძის სახელოსნოს სტუდენტი გახლდით. მონტაჟი ოთარ იოსელიანმა მასწავლა. 21 წლის ასაკლში უკვე სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მქონდა გადაღებული. ხელობა ვისწავლე. პირველი სეროზული წარმატება 1998 წელს გადაღებულ ფილმს "აქ თენდება" მოჰყვა. ფესტივალები მოიარა და "ოსკარზეც" იყო წარდგენილი. უცხოურენოვან ფილმების ხუთეულში მოხვედრას ცოტაღა დააკლდა.

2002 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის
დირექტორი გახდა. პოსტი ორწელიწადნახევარი ეკავა, თუმცა დიდად არ სიამოვნებდა. იმ პერიოდში დაიწყო და ხუთი წელიწადი იღებდა ფილმს "ცხელი ძაღლი".
დირექტორობის დროს "მატორის" დაძახება მენატრებოდა. ჩემთვის სხვა საინტერესო საქმე არაფერი არსებობს. თუმცა ამ სერიალმა შემივსო კინოს გადაღების სურვილი. კი იყო სერიალი, მაგრამ მხატვრულ ფილმს ჰგავდა. მოკლედ კინოს გადაღება მომენატრა და გადავდექი.
ამ დროს 2006 წელს ეროვნულ კინოცენტრში შეაქვს სცენარი – "სამი სახლი" და სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. ფილმის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორი თავად არის. თანაპროდიუსერები არჩილ გელოვანი და ლევან კორინთელი არიან.
"ფილმი როტერდამის კონკურსში წაიღეს, თუმცა
ჩვენ ვენეციის კინოფესტივალს ვუმიზნებდით. მონრეალში "სამი სახლის" მსოფლიო პრემიერა მოეწყო. მოკლედ, ფილმი კი საფესტივალოა, მაგრამ არ იყო კონკურსებში, შეგნებულად აღარ წარვადგინე ფესტივალებზე. მეორეხარისხოვან ფესტივალებზე მისი გატანა არ მინდოდა. მთავარი ჩემთვის არის ის რეაქციები, რაც ფილმს უცხოეთში მოჰყვა. მონრეალში ხუთი ჩვენება იყო და დარბაზი გადავსებული იყო.

"დარჩი ჩემთან" – ფრანგულ მელოდრამას ჰგავს

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მელოდრამას გადავიღებდი, თან ასეთ ბანალურ სიუჟეტზე. პროფესიონალურად დამაინტერესა, როცა ბანალურია სიუჟეტი, შეიძლება თუ არა მისი გემოვნებით გადაღება–მეთქი. ვფიქრობ, ძალიან "საკასო" ფილმი გამოვიდა. საქართველოში კომერციული ფილმი რატომღაც იგივდება უხარისხოსთან. არადა, კომერციული ფილმი საზღვარგარეთ პროფესიონალურთან ასოცირდება.
–რას იტყვით გუნდზე?
–ბევრ ქართველ მსახიობს ფილმში თამაში რატომრაც უჭირს. მე ლელას თამაშის მეშინოდა. სამსახიობო კი აქვს დამთავრებული, მაგრამ მაინც მომღერალია. თან აქ ისეთ მსახიობებთან ერთად თამაშობს. მაგრამ საერთოდ არ არის ყალბი. ლელამ ძალიან გაამართლა. კმაყოფილი ვარ, კარგი გუნდი მყავდა. ყველაზე რთული ღამის გადაღებები იყო, 90 % ღამით გადავიღეთ. ღამის კადრები კი ძალიან უხდება ფილმს, მაგრამ რთულია სამუშაოდ. ექვსი საათი გაქვს გადასაღებად და თან ჯგუფი იღლება. ღამე არ ვიძინებდით. მერე ჩვეულებრივ რეჟიმზე ძლივს გადავეწყვე.
–ამერიკულ მელოდრამას ჰგავს თუ ფრანგულს?
–მე მგონი, უფრო ფრანგულს. ძალიან სამაყურებლო ფილმია. ემოცია მოდის. რამდენიმე ადამიანს ვაჩვენე და ცოტა სატირალი ფილმია. ეგ დავალება მქონდა და მგონი შევასრულე. უგემოვნო არ არის.
–როდის ხვდებით ფილმი კარგი რომ გამოდის?

–გადაღება როგორც კი იწყება, პირველივე დღეს ვხვდები. ამას ალბათ ინტუიცია მკარნახობს. როგორც იწყება, მერე ისე მიდის.
–რეჟისორებს თავიანთი "წიკები" აქვთ. თქვენ რა "წიკი" გაქვთ?
–ახლა დავაფიქსირე. ერთი შავი "ჟაკეტი" მაქვს და გადაღებაზე სულ მაცვია. (ზაფხულში არა, რათქმაუნდა). მერე ჯგუფის წევრებმა მითხრეს სულ ეს გაცვიაო და მერე დავაფიქსირე. გაცნობიერებულად არ ვიცვამდი. არ ვარ ცრუმორწმუნე, მაგრამ ეტყობა ადამიანს მაინც აქვს დაცდილი რაღაცეები. ეს "ჟაკეტი" შვიდი წელია მაქვს. კიდევ ყავა უნდა მქონდეს. არ მიყვარს რაღაცაზე რომ ვარ დამოკიდებული მაგრამ გადაღებების დროს ბევრ ხსნად ყავას ვსვამ. ერთი მსახიობი მოვიდა და მითხრა, მე მივხვდი საიდან გაქვს ენერგიაო. ეს მითხრა იმიტომ რომ გადაღების დროს ღამე არ მეძინება, სულ ენერგიაზე ვარ. დაღლის უფლება არც მაქვს. რომც ვიღლებოდე ფსიქოლოგიურად ისე ვარ განწყობილი, თუ საშინლად არ გიყვარს ეს პროფესია არ გამოვა. გამნათებელმაც სასწაული მონდომებიტ უნდა იმუშაოს და მძღოლმაც. ერთმა ადამიანმა შეიძლება გააფუჭოს ჯგუფის სიტუაცია, ტემპი და განწყობა დააგდოს.

"მტრები, იგივე მანდარინები"

რეჟისორმა შარშან სცენარზე "მტრები, იგივე მანდარინები" დაფინანსება მოიგო. პროექტი ლოს–ანჯელესში ხუთ საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა.
–პრიზად სიმბოლური თანხა ავიღეთ. ფილმის თანაპროდიუსინგში ესტონეთთან და ავსტრიასთან ერთად ამერიკაც სიმბოლური თანხით შემოვიდა. ფილმისთვის გურიაში, კერძოდ სოფელ ნატანებში სერიოზული დეკორაცია ავაშენეთ – სახლები ავაგე, ჭაობი დავაშრე, გზები გავიყვანე, მანდარინის ბაღები გავაშენე. აფხაზური გარემო შევქმენით. ძალიან სერიოზული დეკორაციაა და გადაღების დაწყებამდე მცველები დავუყენე. გადაღებას დეკემბერში ვიწყებთ. ფილმი აფხაზეთის ომის პერიოდზეა. აფხაზეთში ესტონური სოფელი ესტონკა არსებობდა. 150 წელი ცხოვრობდნენ ესტონელები ამ სოფელში. სოფელი ომის დროს გახიზნეს, მაგრამ არმდენიმე ადამიანი დარჩა. ისინი სიტუაციამ დაფანტა, ადგილს მოწყვიტა. ფილმი ამ ადამიანების ტრაგიკულ ბედზეა, რომლებიც მოხვდნენ იმ ადგილას, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ. ღირებულებების ერთგულებაზეა... გმირი ესტონელია. ფილმში სულ კაცები თამაშობენ. ბოლოს მთავარ გმირს ფოტოთი უყვარდება ქალი. ასეთი უცნაური ისტორიაა.
სანამ გურიაში მოწყობილ აფხაზეთში ზაზა ფილმის გადასაღებად გაემგზავრება, მანამდე "გასეირნება ყარაბაღი 3" –ს იღებს. ფილმის პრემიერა ზამთარში იგეგმება. "ყარაბაღში" მსახიობების თითქმის იგივე შემადგენლობა თამაშობს. "თანამედროვე დროა და ფილმის ფინალში აგვისტოს ომი იჭრება. სცენარი, მგონია, რომ საინტერესოა. მასზე უტა ბერაიამ და ირაკლი სოლომონაშვილმა იმუშავეს, პროდიუსერი კი ისევ და ისევ ლევან კორინთელია.

თამარ გონგაძე

понедельник, 5 сентября 2011 г.

ლელა წურწუმია ეკრანზე ახალი იმიჯით ბრუნდება!


პირველი ზაფხულია ვერ დაისვენა. ფილმი, კონცერტისთვის მზადება, სამეგრელოზე გადაღებული კლიპი, სხვადასხვა წვრილ–წვრილი პროექტები...
ლელა აქტიურია, ის ბრუნდება. თუმცა არსად წასულა. მაგრამ ახალი იმიჯით თუ გინახავთ, მაშინვე იტყვით, რომ ლელა წურწუმიას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. 2000 წელს ჩატარებული პირველი სოლო კონცერტის ლელას ჰგავს, გამხდარს, საოცრად შარმიანს და ენერგიულს.
"თვენახევარი სტრესული და საინტერესო გრაფიკი მქონდა. ფილმის გადაღების შემდეგ კონცერტის სამზადისს შევუდექი. წინა სამზადისი უფრო პრობლემატურია, ვიდრე თავად კონცერტი. ამიტომ ვერ მივეცი ჩემს თავს დასვენების, ფუფუნების საშუალება".
12 კილო სწრაფად დაიკლო. მოტივაცია იმდენად შეუვალი იყო, რომ შიმშილი დაიწყო. მელოდრამაში შესასრულებელმა როლმა გადაწყვეტილება სწრაფად მიაღებინა.


"ვთქვი, მე დავბრუნდი–მეთქი და ვფიქრობ, ეს დროული და საინტერესოა. ალბათ ღირდა იმ წონის მომატება იმისთვის, რომ მერე ასეთი შედეგი და ფურორი მომეხდინა".
ფურორი ნამდვილად მოახდინა. ირგვლივ ყველა მის ფორმებზე და ნაუცბათევ სიგამხდრეზე საუბრობს. ფილმის პრემიერა, რომლის წინაც ლელა სოლო კონცერტზე ნაკლებად არ ღელავს, 30 სექტემბერს გაიმართება.
თბილისობის ფარგლებში კი – 8 ოქტომბერს, პრიმა მომღერალი ფილარმონიაში სოლო კონცერტს მართავს. ნერვიულობა დაიწყო მამულიჩამაც, რომელიც როგორც ლელამ გვითხრა მისი სოლო კონცერტების წინ საოცრად ემოციურია, განიცდის და ღელავს.

ლელა წურწუმია:
ძალიან ვნერვიულობ და უფრო მეტად კი მამულიჩა მანერვიულებს. თელ–ავივში 2006 წლის 29 ოქტომბრის სოლო კონცერტი მარტის თვეში დაინიშნა. მარტიდან მოყოლებული ვახელდი თვალს და მამულიჩა საწოლის წინ ნერვიულად დადიოდა. რას შვრები–მეთქი ვეკითხებოდი. ვნერვიულობო. კონცერტის დღეს სულ ვაიმე დედას გაიძახოდა, კვდებოდა ნერვიულობით. ახლაც დაიწყო. დღეს გავახილე თვალი და საწოლის წინ დაბოდიალობს, გადი–გამოდის. შეწუხებულია, "იმას უნდა შევხვდე, ამას უნდა დაველაპარაკო, გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა არ შემიძლიაო". სხვათაშორის ყველას იქით ვაწყნარებ. არ გეცოდები, მე უნდა ვიმღერო, ასეთ დღეში რატომ მაგდებ–მეთქი. მარტო ნერვიულობა არ შუძლია ჩემს ცხვირწინ ნერვიულობს.

"დავიწყე შიმშილი"

"დარჩი ჩემთან" – ასე ჰქვია მელოდრამას, რომელშიც ლელა მთავარ როლს ასრულებს. პროფესიით მსახიობს დიდი ხანია სერიოზულ როლში არ უთამაშია. არაერთი სცენარი დაიწუნა, ზოგი როლის გამო, თავი ვერ დაინახა პერსონაჟში, იყო სხვადასხვა გარემოებებიც. "გარიგება 2"–ში შესრულებილი სახასიათო ეპიზოდური როლის შემდეგ პროდიუსერმა დავით ბეჟიტაშვილმა მელოდრამაში თამაში შესთავაზა.
"მითხრა, ახალგაზრდა ვაჟის და წარმატებული მომღერალი ქალის სიყვარულზე ფილმის გადაღება მინდა და ამ როლისთვის შენ იდეალური ვარიანტი იქნებოდიო. ეს იყო დეკემბრის თვეში. თავიდან სერიოზულად არ შემიხედავს, ჯერჯერობით მისი გადაღების პერსპექტივაც არ არსებობდა. ზაზა ურუშაძესთან ადრეც მიმუშავია, როდესაც ის იღებდა სერიალს "ცხელი ძაღლი". ეპიზოდური როლი მქონდა. მას შემდეგ დაახლოებით შვიდი–რვა წელი გავიდა. დათო ბეჟიტაშვილმა ზაზას მელოდრამის გადაღება შესთავაზა. ზაზა ძალიან დაკავებულია. ბევრ ფილმზე ერთდროულად მუშაობს, ზუსტად მაისში ლუფტი აიღო. შევხვდი ზაზას და მითხრა – ეკრანზე ბევრად სრული ჩანხარ, უნდა გახდეო.
–გახდომის სტიმულიც ეს იყო?
– რომ გითხრა. წონაში დაკლების სურვილი ადრე არ მქონდა–მეთქი მოგატყუებ, მაგრამ ეტყობა ძალიან არ მქონდა. როცა ძალიან გინდა და მიზნად ისახავ, ცდილობ სისრულეში მოიყვანო... და ზაზა ურუშაძემ რომ მითხრა, უნდა გახდეო... 19 მაისს დაიწყო ფილმის გადაღება და 24 გადასაღები დღე მქონდა. პირველივე გადასაღები დღიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ უნდა გავმ
ხდარიყავი, თან სწრაფად უნდა მიმეღწია შედეგისათვის. დავიწყე შიმშილი. ბევრს ეს არ სჯერა და თავიდან მიწევს ახსნა. დიეტა რომ დამეცვა ასე სწრაფად ვერ მოვახერხებდი ამ წონის დაგდებას. ვიყავი წყალზე და ხსნად შაქრიან ყავაზე, რომელიც თერმოსით მიმქონდა გადასაღებ მოედანზე. არ მიყვარს ხსნადი ყავა, მაგრამ შიმშილის დროს რომ ვსვამდი, მომენტალურად მიხსნიდა ამ შეგრძნებას. 12–14–17 საათი მიდიოდა გადაღება და შიმშილზე ფიქრის დროც არ მქონდა. ოთხჯერ მიწევდა მაკიაჟის, ვარცხნილობის და კოსტიუმების გამოცვლა. მქონდა საშინელი გულისცემა, ტახიკარდია, გილისცემას ყველგან ვგრძნობდი. ეს შიმშილობისგან და უძილობისგან იყო გამოწვეული. ისეთი ადრენალინი მქონდა და როლში იმდენად ვიყავი ჩართული, რომ ასეთი რეჟიმის მიუხედავად, შიმშილობა შევძელი. თან პასუხისმგებლობა დიდი იყო. წარმატებული და შემდგარი მომღერალი დიდი პაუზის შემდეგ ფილმში რომ თამაშობ, გინდა მიმზიდველი და ხარისხიანი შექმნა. ჩემმა გახდომამ ფურორი მოახდინა, სხვებისთვისაც სტიმული გახდა. არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ, მაგრამ იგივეს განმეორებას დიდი ნებისყოფა და სხვა ფიზიკური ძალა სჭირდება. ზღვა ენერგია მაქვს. მე რომ მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი დღეს მომცა შედეგი. ყველაფერი კი მაინც ტვინიდან მოდის. მოტივაცია და სტიმული რომ გაქვს, აუცილებლად აღწევ იმას, რაც გინდა. ჩემს თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ შემიძლია. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლე... ახლა თითქმის იმ წონაზე ვარ, რაც თითქმის ათი წლის წინ ვიყავი. ის ტანსაცმელი, რომელიც მაშინ მეცვა და დაკეცილი მქონდა, ახლა კარგად მაქვს. ეს 38 ზომაა, სამი ზომით ნაკლები, ვიდრე აქამდე ვიცვამდი. შეიძლება ისე ძალიან არ მეტყობა, მაგრამ ეკრანზე უფრო შესამჩნევია. ახლა უკვე წონას ვინარჩუნებ. შეიძლება ორ დღეში ერთხელ ვჭამო ან ორჯერ. ორგანიზმს დიდი სტრესი მივაყენე და მინდა ნელ–ნელა მივაჩვიო რეჟიმს. ვიკვებები ყველაფრით – ხაჭაპურით, ხინკლითაც, მაგრამ ცოტას ვჭამ. მე რამაც მომამატებინა არის ის, რომ ღამით არ მძინავს და ტელევიზორთან წამოწოლილი სულ სასუსნავს გეახლებოდით. თან იმ დროს შევეშვი ვარჯიშს და დამეტყო კიდეც.
მამულიჩა: მემგონი ამ ფილმზე და კონცერტზე არ ლაპარაკობენ იმდენს, რაც ლელას სიგამხდრეზე.

"ეს ბიჭი ამ როლისთვის შესაფერისიაო"

ლელა წურწუმია: როცა უკვე ფილმის გადასაღებად ყველაფერი მომწიფდა, უკვე დავიწყეთ ჩემი გმირის პარტნიორის ძებნა. უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა, სასურველი იყო, რომ ცნობილი სახე არ ყოფილიყო. გოგა გველესიანმა მითხრა, სამეფო უბნის თეატრში და მარჯანიშვილში ერთი ახალგაზრდა საინტერესო მსახიობია, გიზო ჟორდანიას ჯგუფი დაამთავრა და სპექტაკლში "მახინჯი" პაატა ინაურიც და კატო კალატოზიშვილიც ერთად ნახეო. დათო ბეჟტაშვილმა ნახა ორივე, ფოტოსესია გააკეთა და უცხოეთიდან რომ ჩამოვედი, დამახვედრა. პაატა ინაური მამულიჩამ თავისი თვალით შეაფასა – ეს ბიჭი ამ როლისთვის შესაფერისიაო. პაატა დამტკიცდა როლზე. კარგი არჩევანი გავაკეთეთ. ნიჭიერია და კარგი ვიზუალი აქვს. ცხოვრებაში ძალიან მორიდებულია, მაგრამ როგორც კი ზაზა იტყოდა "მატორ", აბსოლიტურად სხვა ადამიანი ხდებოდა. ფილმის გმირი 22 წლისაა, მაგრამ პაატა თავისი საქციელით, თამაშითა და დამოკიდბულებით 30 წლის გეგონებათ.
პაატა ფილმში ნიკას როლს თამაშობს. სტუდენტი ნიკა ფოტოგრაფიითაა გატაცებული. მას ლელას გმირი უყვარდება. ფინალი ტრაგიკულია. ეს
პაატას კინოდებიუტია.
პაატა ინაური: გამიმართლა და მიხარია, რომ ზაზას ფილმში მოვხვდი. ლელა წურწუმია ძალიან ნიჭიერი ადამიანია, როგრც მსახიობი და როგორც მომღერალი. ჟანრი ლოლაშვილი მამაჩემის როლს თამაშობს, უნიჭიერესი ადამიანია და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან საინტერსო იყო მიშა გომიაშვილთან, ნატო მურვანიძესთან ერთად თამაში. ბევრი რამ შმმატა ასეთ ნაღებში მუშაობამ. ძალიან ვღლავ როგორ მიიღებს მაყურებელი, მაინტერესებს როგორ თვითშეფასებას გავაკეთებ.

"ჩვენი 26–წლიანი მეგობრობა სხვანაირად იგრძნობა მუსიკაში"

–ლელა, ამ ფილმით ახალი ეტაპი იწყება შენს კარიერაში?

–კი, ეს ახალი ეტაპია. დიდი როლია. ჩემი გმირი ქეთი, მომღერალი და მსახიობია. ბევრი საერთო მასთან არ მაქვს. მისი ცხოვრების წესი განსხვავდება ჩემი ცხოვრების წესისგან. ძალიან დადებითი გმირია. ფილმი ადამია
ნური და თბილია. საკმაოდ სევდიანია. სერიოზული როლი მაქვს. მე ჩემი შეხედულებები მქონდა გმირზე. ზაზამ მომცა იმის საშუალება, რომ მეთამაშა ისე, როგორც ამ ფილმს სჭირდებოდა. ვფიქრობ ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა და შედეგიც არ დააყოვნებს.
რაც ყველაზე მთავარია ძალიან მაგარი მსახიობები თამაშობენ. ჟანრი ლოლაშვილი, ნატო მურვანიძე, მიშა გომიაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი. ფილმის ოპერატორი გიორგი ბერიძეა, მხატვარი გოგი მიქელაძე, კოსტიუმების მხატვარი ქეთი ფალავანდიშვილი, გრიმზე მადონა ჭანტურიამ იმუშავა, რეჟისორის ასისტენტი გია გოგელია გახლავთ. არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო და მენატრება ამ ხალხთან მუშაობა. ფილმი მინიმალურ დროში, თვენახევარში გადავიღეთ.
მუსიკა რუსა მორჩილაძემ ფილმის გადაღების დროს დაწერა. მე მქონდა ამ მუსიკის ჩანაწერი. ამ მუსიკამ განაპირობა ჩემი დამოკიდებულება ჩემი გმირისადმი. ქეთი ფილმში რუსას სიმღერებს მღერის. ჩვენი 26 წლიანი მეგობრობა სხვანაირად იგრძნობა რუსას მუსიკაში. რუსას ვუთხარი შენ კინოსთვის უნდა წერო მუსიკა–მეთქი. პირველად იმუშავა კინომუსიკაზე, პროდიუსერს მე ვთხოვე, რომ რუსას დაეწერა მუსიკა. ერთ–ერთ სიმღერაზე – "დარჩი ჩემთან" გადავიღე ფილმის საუნდტრეკი, რომელიც პრემიერის დღეს "რუსთავი 2"–ის ეთერში დატრიალდება. ფილმის მუსიკალური გახმოვანება ჩემს სტუდიაში "ლელა წურწუმია და კომპანიში" მოხდა. არანჟირება ვალერი სარქისოვს ეკუთვნის. მოკლედ ვნერვიულობ მაყურებელი როგორ მიიღებს.
მამულიჩა: რეჟისორს ძალიან მოეწონა ლელასთან თანამშრომლობა და მსახიობების აზრიც მოვისმინე. მიშა გომიაშვილს შემთხვევით შევხვდი, ასეთ ქალბატონთან მე ჯერ არ მითამაშიაო, მითხრა. მისი ეს ნათქვამი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მიშა ერთ–ერთი საუკეთესო მსახიობია საქართველოში. მოკლედ პრემიერაზე მივალ და ვნახავ, მაინტერესებს.

"მამულიჩა უკვე დიდი ხანია მაბავს, რომ კონცერტი გავაკეთო"

საკონცერტოდ რეპეტიციებს ლელა მუსკომედიის თეატრში იწყებს. რეჟისორი დათო დოიაშვილია. დოი ლელას მეჯვარეა. ყველა სოლო კონცერტი სწორედ მისი ხელმძღვანელობით დადგმულა. სიმფონიური ორკესტრი, ბენდი, დუეტები, ძველი ჰიტები ახალი ინტერპრეტაციებით... ეს ყველაფერი ახალი დუეტების თანხლებით იქნება წარმოდგენილი. ლელა იმღერებს გიო ხუციშვილთან, თეატრალურ კვარტეტთან და "შვიდკაცასთან" ერთად. მუსიკალური ვერსიის ავტორი დათო მაზანაშვილია, სატელევიზიო ვერსიას დათო გერსამია გადაიღებს, სცენის დიზაინი მამუკა ტატუნაშვილს ეკუთვნის, ფოტოსესიას ჯიჯი რეჯინი აკეთებს. კონცერტზე მეტწილად რუსა მორჩილაძის სიმღერები შესრულდება, სულ 18 სიმღერა. კოსტიუმებს ნინო ხიჯაკაძესთან ქმნის. ქალბატონები, რომლებიც სცენაზე ბექვოკალში სამღერლად გამოვლენ დრესკოდი გრძელი კაბა ექნებათ.
ლელა: ისევ დოიმ დამღუპა. 2002 წლის 17 თებერვალს, როცა მარიკო გავაჩინე, ერთი თვის იყო დათო დოიაშვილი მამულიჩას შეეკრა – შენი კონცერტი უნდა გავაკეთოთო. არ ვარ ფორმაში–მეთქი. არვიცი როგორ მოხდა 20 მაისს სპორტის სასახლეში ჩემი სოლო კონცერტი დაინიშნა. კონცერტამდე ერთი კვირით ადრე ანემია დამემართა. ერთ–ერთ კლუბში სიმღერისას იდაყვის ქვემოთ ხელები და ცხვირის ქვემოთ მთელი ყბა გამეთიშა. კლინიკაში წამიყვანეს და ორგანიზმის ტემპერატურა 35 მქონდა ხოლო წნევა 70–50–ზე. ანემიური ფონი მქონდა. სცენის შუქზე გონებას ვკარგავდი. კონცერტზე უბეში ნიშადურის სპირტით გაჟღენთილი ბამბა მედო, საბალეტო დასი გაფრთხილებული მყავდა გულის წასვლის შემთხვევაში სცენიდან ისე გავეყვანე, რომ მაყურებელს არაფერი გაეგო, მაგრამ სიმღრის დროს სისხლი ხომ მაწვება თავში, ამან გამაძლებინა. თორემ კამერა რომ მომანათეს წავბარბაცდი. მერე გაკეთდა კიდევ ერთი კონცერტი, მერე ბენდთან ერთად კონცერტი. მამულიჩა უკვე კარგა ხანია "მაბავს", რომ კონცერტი გავაკეთო. არ ვარ ფორმაში არც ფიზიკურად, არც მორალურად გადაღლილი ვარ, პატარა ბავშვიც არავარ–მეთქი ვუთხარი. ფილმის გადაღებების მერე დანას თუ გამომისვამდა ყელში აღარ მეგონა. დამინახა ფორმაში და სოლო კონცერტიო! რამეზე თუ ვიტყვი "არას" ხომ ვიცი რა ხარისხში ვამბობ არას. თუ არ მინდა ვერავინ გამაკეთებინებს. სოლო კონცერტი არ მინდოდა–მეთქი მოგატყუებთ. დიდი ხანია ასეთი კონცერტი არ გამიმართავს. ძალიან მეხმარება თბილისის მერია. მინდა ისეთი კონცერტი გამოვიდეს როგორც 2000 წელს იყო, დღმდე რომ ახსოვთ.
–კონცერტის შემდეგ ალბათ გვარიანად დაისვენებთ?
–ვამბობ, კონცერტის მერე ფეხს რომ დავკრავ, ვერ მიპოვით–მეთქი.

понедельник, 29 августа 2011 г.

რაც იყო და რაც არ იყო ... – ფილმის "დარჩი ჩემთან..." საუნდტრეკი

როგორც უკვე ცნობილია 30 სექტემბრიდან კინოთეატრების ეკრანებზე გამოდის ახალი ქართული მელოდრამა – "დარჩი ჩემთან...".
ფილმში მთავარ როლებს ლელა წურწუმია და პაატა ინაური ასრულებენ.
გთავაზობთ ფილმის საუნდრეკს, რომელიც ასევე ლელას შესრულებით გახლავთ.
ეს მუსიკა სპეციალურად ამ ფილმისთვის დაიწერა.
მუსიკა რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს.


გთავაზობთ კიდევ ერთ ახალ სიმღერას ფილმიდან

среда, 13 июля 2011 г.

"დარჩი ჩემთან..." - ახალი ქართული მელოდრამა კინოთეატრებში 30 სექტემბრიდან!!!

ფილმში მთავარ როლებს ლელა წურწუმია და პაატა ინაური ასრულებენ

გენერალური პროდისერი - დავით ბეჟიტაშვილი

რეჟისორი - ზაზა ურუშაძე

ოპერატორი - გიორგი ბერიძე
სცენარი - თამარ ბართაია

როლებში:
მიშა გომიაშვილი
ჟანრი ლოლაშვილი
ნატო მურვანიძე და სხვ.

ნახეთ სხვადასხვა დროს ფილმის შესახებ ეთერში გასული სიუჟეტები









вторник, 12 июля 2011 г.

"დარჩი ჩემთან..." - ახალი ქართული მელოდრამა კინოთეატრებში!

მალე!
ლელა წურწუმია და პაატა ინაური
ახალ ქართულ მელოდრამაში -
რეჟისორი - ზაზა ურუშაძე
ოპერატორი - გიორგი ბერიძე
სცენარი - თამარ ბართაია
გენერალური პროდისერი - დავით ბეჟიტაშვილი
როლებში:
მიშა გომიაშვილი
ჟანრი ლოლაშვილი
სოსო ლაღიძე
როლანდ ოქროპირიძე
ნატო მურვანძე
ნინო ხომასურიძე
კატო კალატოზიშვილი
ვახო ჩაჩანიძე

ნახეთ ფილმის პრომო!







пятница, 8 июля 2011 г.

დავით ბეჟიტაშვილი: "ყველა ჩემი ფილმი დავარეგისტრირე ავტორთა საზოგადოებაში და ძალიან მშვიდად ვარ"



გაერთიანებულ "ავტორთა საზოგადოება"–ში უკვე 500–ზე მეტი ავტორია გაწევრიანებული. გაწევრიანება მარტივი ფორმით ხდება: ავტორი მიდის საზოგადოებაში, სადაც ფორმდება ხელშეკრულება სრულიად უსასყიდლოდ და ხდება დარეგისტრირება. ამის შემდეგ საზოგადოება იცავს მის უფლებებს. საზოგადოების ძირითადი საქმიანობა არის ის, იმ რომ მოსარგებლეებისაგან, რომლებიც იყენებენ ამათუიმ ავტორთა შემოქმედებით პროდუქტებს, აგროვებს ჰონორარს და უნაწილებს ავტორებს. ავტორის უფლებების დარღვევის შემთხვევაში იარსებებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ ავტორს შეეძლება შეატყობინოს ამათუიმ დარღვევის შესახებ.
რამდენიმე თვის წინ მოხდა "ავტორთა საზოგადოების" ახალი ხელმძღვანელობის არჩევა და ამჯერად ჩატარდება კრება, რომელზეც მოხდება ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება და რამდენიმე სიახლის წარდგენა.
ერთ–ერთი სიახლე არის ვებ–გვერდის პრეზენტაცია, სადაც პერსონალური ID ნომრის (სპეციალური ფანჯრის) მეშვეობით დარეგისტრირებულ ავტორს შეეძლება აკონტროლოს საკუთარი ფინანსური ოპერაციები, რომლებიც განხორციელდება მის სახელზე "ავტორთა საზოგადოება"– ში.

"ავტორთა საზოგადოება"–ში დარეგისტრირდა "რუსთაველი ჰოლდინგ კომპანი"–ს დირექტორი, პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი:
–ჩვენი თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მიმართული იყო ქართულ ინტერნეტ საიტებზე ფილმების მეკობრული წესით გავრცელების წინააღმდეგ. ჩვენ ერთი დღეც კი არ გავჩერებულვართ. საკმაოდ აქტიური კამპანიაა დაწყებული, რომელიც აუცილებლად მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ერთობლივი ძალით ამ სფეროში ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება სიტუაცია და მაყურებელი მიეჩვევა იმას, რომ ყველაფერი ნახოს ლიცენზირებული, ნახოს ხარისხიანი და ამ მხრივ გადარჩება ქართული კინოწარმოება და ზოგადად კინოც.
რაც შეეხება პროდიუსერის რანგში, ყოველთვის თვალყურს ვადევნებ ამ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს და ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის დაგეგმილი.
როდესაც მე გავწევრიანდი ამ საზოგადოებაში, ყველა ის ფილმი, რომელიც მე გავაკეთე და სულ ახალი ფილმი, "დარჩი ჩემთან...", რომელზეც მუშაობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და ჯერ არ გამოსულა ეკრანებზე, დავარეგისტრირე "ავტორთა საზოგადოება"–ში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშვიდად ვარ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი ფილმის უფლებები საიმედოდ იქნება დაცული.

შეკითხვაზე, თუ როგორ განხორციელდება კონტროლი ინტერნეტში დადებულ არალიცენზირებულ პროდუქციაზე, ავტორთა საზოგადოები ხელმძღვანელი გოგა კობალაძე პასუხობს:
–ჩვენ მნიშვნელოვანი კამპანია დავიწყეთ. შევხვდით ინტერნეტის წარმომადგენლებს, მსხვილი პორტალების წარმომადგენლებს, პროვაიდერებს და მათ შევთავაზეთ ქართული ინტერნეტის ლეგალიზების ერთგვარი გზა. თავდაპირველად ბაზარზე უნდა გაჩნდესახალი პორტალი, რომელიცლეგალურ საფუძველზე გაყიდის ამ პროდუქციას ანუ ფასიანი გახდება ეს ყველაფერი. უნდა იქნეს ბუნებრივი პირობები კონკურენციის იმიტომ, რომ არალეგალურ ვებ–გვერდებზე, რომლებიც ათავსებენ უხარისხო პროდუქციას, მოთხოვნა აღარ იყოს.

четверг, 7 июля 2011 г.

"დარჩი ჩემთან..." – ახალი ქართული მელოდრამა, მალე, კინოთეატრებში!!!

ახალ ქართულ მელოდრამაზე მუშაობა უკვე დასრულებულია.
ფილმი, რომლის რეჟისორი ზაზა ურუშაძეა სტუდენტისა და ცნობილი მომღერლის სიყვარულის ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. ფილმის პრემიერა პირველად ბათუმში გაიმართება, ხოლო თბილისური პრემიერა სექტემბერში შედგება.

როგორც ფილმის პროდიუსერი ამბობს, "ეს იქნება საუკეთესო მელოდრამა, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი ასაკის მაყურებლის გემოვნებას და ნამდვილ მელოდრამას მონატრებული მაყურებელი ძალიან კარგ სანახაობას იხილავს".
ნახეთ სიუჟეტი ფილმის შესახებ

понедельник, 27 июня 2011 г.

რას ითხოვდა "გარიგების" გადაღებების დაწყებამდე გოგა პიპინაშვილი ფილმის პროდიუსერისგან

დათო ბეჟიტაშვილი "რუსთაველი ჰოლდინგ კომპანიის" კინოთეატრების მართვის დერექტორი გახლავთ შესაბამისად, ქართული კინოთეატრების ავან-ჩავანი მშვენივრად იცის. მას კარგად მოეხსენება, რა ფილმებზე დადის უფრო მეტად ქართველი მაყურებელი და როგორი ქართული კინოპროდუქცია მოსწონთ.
დათო ბეჟიტაშვილი საზოგადოებისთვის ინდური კინოს სიყვარულით გახდა ცნობილი. ის ბოლივუდის ხშირი სტუმარია. იცნობს აბსოლუტურად ყველა იქაურ ვარსკვლავს. მის ალბომში აიშვარია რაისთან გადაღებულ ფოტოსაც აღმოაჩენთ და ინდური კინოს სხვა ცნობილ სახეებთანაც, თუმცა ბოლო დროს ქართული ფილმების პროდიუსერობითაც დაკავდა.
დავით ბეჟიტაშვილის სახელმა სკანდალურ კონტექსტში მას შემდეგ გაიჟღერა, რაც მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა დათო ბეჟიტაშვილისთვის, როგორც "გარიგება 2"-ის პროდიუსერისთვის, ფილმის მეორე ნაწილში მისი ფოტოს გამოყენებისთვის სასამრთლოში ჩივილი დააპირა და ამის შესახებ მედიას აცნობა.
-გოგა პიპინაშვილის განცხადებამ მართალი გითხრათ, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და გაკვირვებული დავრჩი ამით. ეს საკითხი ფილმის გამოსვლიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ დააყენა. "გარიგება 2" კინოთეატრების ეკრანებზე 2011 წლის იანვრის ბოლოს გამოვიდა და მას შემდეგ სამჯერ აჩვენეს ტელევიზიით. დარწმუნებული ვარ მან 27 იანვარსვე იცოდა, რომ მისი ფოტო ჩანდა კადრში. რაც შეეხება თავად საკითხს _ ასეთი გამოცდილების მსახიობს დილეტანტიზმში ალბათ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ მას ასეთი რამ არ უნდა ეშლებოდეს. საინტერესოა, რომ მას პრეტენზიები ჩემი მისამართით აქვს, თუმცა ფილმის მთელი საავტორო უფლებები ეკუთვნით ზაზა კოლელიშვილსა და მის მეუღლეს. ჩემი, როგორც პროდიუსერის მოვალეობაში შედიოდა ის, რომ ფილმი დაგვეფინანსებინა და გვეჩვენებინა მაყურებლისათვის, ასევე გავეყიდა. პროდიუსერი არ ერევა იმაში, რეჟისორი რას ჩასვამს ფილმში და რას არა. ბ-ნ ზაზას სრული თავისუფლება ჰქონდა მუშაობისას. რაც შეხება ფოტოს, ის არა გოგა პიპინაშვილის, არამედ მისი გმირის ფოტოა, რომელიც ოცი წლის წინ განასახიერა. ამაში ჰონორარი აიღო და იქ დამთავრდა მისი უფლებები ამ როლზე. გაგვიგია, რომ სცენარის ავტორს ჰქონდეს პრეტენზია საავტორო უფლებებზე ან კომპოზიტორს, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკაში არ მსმენია, რომ მსახიობს ჰქონდეს საავტორო უფლება როლზე. ეს კადრიც კი არ არის პირველი "გარიგება"-დან, არამედ რეკვიზიტია, ფოტო, რომელიც კედელზე კიდია. ფილმის მფლობელებს სრული უფლება ჰქონდათ, არა მხოლოდ გამოეყენებინათ ფოტო, არამედ სრულად კადრიც კი შეეტანათ. ამის შეთანხმება გოგა პიპინაშვილთან არანაირად არ იყო აუცილებელი.
როგორც მან მომიხსენია სხვადასხვა ეპითეტით მედიაში, როდესაც ვაი-პროდიუსერი მიწოდა, მე ისევე არ მოვიხსენიებ მას, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ამ ვაი-პროდიუსერმა, როგორც თავად ამბობს, გააკეთა ფილმი "გარიგება 2", რომელიც კინოგაქირავების ლიდერად იქცა, "ნიკო... აპლოდისმენტები"-ს შემთხვევაში კი მოგებაზე არც მიფიქრია...

ფილმ "გარიგება 2"-ს გადაღებებზე

არ ეწყინება ბ-ნ გოგას, მაგრამ მის საქციელს სხვა ახსნას ვერ მოუძებნი, მას ჩემი აზრით, აქვს შემოქმედებითი კრიზისი, აღარ იწვევენ ფილმებში, არც ახალ სპექტაკლებშია დაკავებული და არც "იუმორინას" ახალი პროგრამა გამართულა. მან ისევ და ისევ "გარიგების" ხარჯზე შეახსენა თავი საზოგადოებას. მადლობელი ვიქნებოდი ფილმის გამოსვლის პერიოდში რომ აეტეხა ეს ამბავი, რეკლამას ნამდვილად წაადგებოდა (იღიმება). ცალსახად ვაფიქსირებ და ვაღიარებ, რომ ის უნიჭიერესი მსახიობია თუმცა მაყურებლისათვის ცნობილი გახდა ზაზა კოლელიშვილის "გარიგებით" და "იუმორინაში" შესრულებული როლით. მას პოპულარობა სწორედ "გარიგებამ" მოუტანა. მინდა, მას დავუსვა კითხვები, რა თანხა მოითხოვა ამ ფილმში მონაწილეობისთვის, რატომ მოითხოვა ქართველი ბიზნესმენის ჩასმა ფილმში და რომელი მსახიობების გვერდით იუკადრისა მან მონაწილეობა, როდესაც მათი ვინაობა გაიგო? ამ კითხვებზე ალბათ მომდევნო ნომრებში მისცემთ საშუალებას მიპასუხოს და მერე მეც ვიტყვი ჩემს სათქმელს.
-რათქმაუნდა მივცემთ საშუალებას. გადავიდეთ თქვენს საპროდიუსერო მუშაობაზე. ასეა თუ ისე "გარიგება 2" კინომცოდნეებისა და გარკვეულწილად, მაყურებლის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
-არც უთქვამს არასდროს არავის, რომ ეს შედევრია და კინოფესტივალებზე უნდა წარგვედგინა, რომ ეს იყო მაღალმხატვრული ღირებულების ფილმი. ის იყო გათვლილი ფართო მაყურებელზე და წარმატებაც მიიღო. სცენარი და მისი გადაწყვეტა შემოქმედებითი ჯგუფის საქმეა, თქვენ ვერ მეტყვით, რომ ფილმს ცუდი პიარი ჰქონდა. თუმცა რამდენად გაამართლა ფილმმა მოლოდინი, ეს უკვე მაყურებლის შესაფასებელია. მე ჩემი მხრივ დავამატებ, რომ როდესაც ფილმი ტელევიზიით გავიდა, ყველა ქართული ფილმის რეიტინგი მოხსნა, ნახა დიდი რაოდენობით მაყურებელმა. კინოში კი იყო შემთხვევები, როდესაც რამდენჯერმე მოდიოდა ერთიდაიგივე მაყურებელი. ეს არ იყო ის ნამუშევარი, რომელზეც კინოკრიტიკოსების დადებით გამოხმაურებას ველოდით. არავის ვედავები ამაზე, ფილმი სუფთა კომერციული პროდუქტი გამოვიდა. ვფიქრობ, აქ არ იყო ის ტენდენცია, დედის გინება და ნარკომანიის თემა, რაც ბოლო დროს ქართულ კინოში გამოიკვეთა.
-თქვენი პირველი ფილმი, რომელსაც პროდიუსერობა გაუწიეთ, "ყველაფერი კარგად იქნება" იყო, რომელმაც ასევე კინომცოდნეების მძაფრი კრიტიკის დერეფანი გამოიარა.
-როდესაც "გარიგებას" ვაკეთებდი მიზნად დავისახე, რომ "ყველაფერი კარგად იქნება"-ს რეკორდი მოეხსნა კინოგაქირავების მხრივ. იცით რომ ბოლივუდთან კარგი კავშირები მაქვს. მორიგი მგზავრობის დროს ავთო ვარსიმაშვილიც წამოვიდა, ბომბეიში ბევრი შეხვედრები გვქონდა, ჩვენმა მასპინძელმა რავი გუფთამ, რომელიც ბოლივუდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, თავისი აგარაკი დაგვითმო გოაში რამდენიმე დღით. იქ ჩასულებმა ისეთი ამქვეყნიური სამოთხე ვნახეთ, რომ გავიჩნდა იდეა, იქ ფილმი გადაგვეღო. მეგონა ეს იდეა იდეად დარჩებოდა, მაგრამ დაახლოებით ათი დღის შემდეგ ავთო ვარსიმაშვილს "ყველაფერი კარგად იქნება"-ს სცენარი დაწერილი ჰქონდა. ინდოეთში გადაღების ნებართვა და ყველაფერი დანარჩენი საკუთარ თავზე ავიღე.

ფილმ "ყველაფერი კარგად იქნება"-ს გადაღებებზე


-ჩვენს ინტერვიუში ხშირად ახსენებთ სიტყვას კომერციული. თქვენი მიზანია ფილმი კარგად გაყიდოთ?
-რათქმაუნდა, თუმცა ნიკო გომელაურის შესახებ ფილმი აბსოლუტურად არაკომერციული მიზნით გაკეთდა. დოკუმენტური ფილმი პირველად ჩაეშვა კინოთეატრებში. ბედნიერი ვარ რომ გია ყანჩელმა თავად გამოთქვა ამ ფილმისათვის მუსიკის დაწერის სურვილი, ხოლო ნინა ჩოდრიშვილიუ სცენარით სწორედ ჩემთან მოვიდა. არაკომერციული-მეთქი, კი ვამბობ, მაგრამ ყველა კინოთეატრში გადიოდა და რამდენიმე იმ დროს გამოსული ქართული მხატვრული ფილმი ჩამოიტოვა. ვერ დავასახელებ, რომ მათ შემქმნელებს არ ვაწყენინო. ეს ფილმი ღირებულად მიმაჩნია.
-დათო, კინოკრიტიკოსები ბოლოდროინდელ ქართულ ფილმებში ყველაფერს იწუნებენ მსახიობების თამაშიდან დაწყებული სცენარით დასრულებული.
-ჩემგან ალბათ კრიტიკა არ გამოვა, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ზოგ რამეში ვეთანხმები კინოკრიტიკოსებს, ზოგ რამეში - არა. ერთი რამ ცხადია, რომ დასაქმდა ბევრი ადამიანი და ეს სფერო გამოცოცხლდა. ასეთ დროს ბალასტი და უხარისხო პროდუქცია იპარება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დაიწმინდება.
-რაზე დადის მაყურებელი კინოში აქტიურად?
-კომედიებზე. ამ წელს ქართულ კინოგაქირავებაში სამი ფილმი იყო რეიტინგული - "გარიგება 2", "ერთხელ შუა ქალაქში" და "ჭამა და სექსი". დანარჩენ ფილმებზე, სამწუხაროდ, კომერციული წარმატების კუთხით ვერ ვისაუბრებთ. ჯერჯერობით არ მინახავს პროდიუსერი საქართველოში, რომელსაც უთქვამს, რომ ჩადებული ფული ამოიღო, ჯერჯერობით ამას დიდი შემოსავალი არ მოაქვს. ჩვენ აქტიურად ვებრძვით საიტებს, რომლებიც მეკობრულ ვერსიებს დებენ ხოლმე. ეს კლავს ქართულ კინოს, რადგან არც ერთ პროდიუსერს აღარ ექნება ფილმის გაკეთების ხალისი.
-უცხოური ფილმებიდან რა არის რეიტინგული?
-მულტფილმებს ყოველთვის ჰყავს მაყურებელი, ჰოლივუდურ ფილმებს რომლებიც სამგანზომილებიან ფორმატშია გადაღებული. მე რომ ვუყურებ ჰოლივუდურ ფილმებს, ვფიქრობ, რომ სულიერება დაკარგულია. გმირი არის ან მაიმუნი, ან თევზი, ან რობოტი. ჩემს არცერთ ფილმში სექსი, ნარკომანობა და დედის გინება არ არის. ეროტიკულ ეპიზოდს მაშინ მივესალმები, თუ ვულგარული არ იქნება და ზღვარს არ გადავა.
-გყავთ თუ არა ფავორიტი მსახიობი, რომლის ფილმში მოწვევით მისი გაყიდვა გიიოლდებათ?
-ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვცდილობ, კინომსახიობები დავაკავო და არა ის ხალხი, რომლებიც სკანდალურობით გამოირჩევიან ან ტელეწამყვანები არიან და ამიტომ იღებენ ფილმებში. მაგალითად, ახლა დასრულდა ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის "დარჩი ჩემთან" გადაღება, რომელშიც თამაშობენ ჟანრი ლოლაშვილი, მიშა გომიაშვილი, ნატო მურვანიძე და სხვანი. მთავარ როლებს ლელა წურწუმია და დებიუტანტი პაატა ინაური ასრულებენ. ყველა სკეპტიკოსს კოვზი ნაცარში ჩაუვარდება, ვინც იტყვის, ლელა რა მსახიობიაო. ყველა მოლოდინს გადაჭარბა მისმა თამაშმა. ის პროფესიით მსახიობია, მოგეხსენებათ. ფილმი არის ქალისა და მასზე ბევრად უმცროსი ბიჭის სიყვარულის ამბავზე. აი, ეს ფილმი მხოლოდ ქართული ბაზრისთვის არ მზადდება, რამდენიმე ფესტივალიდან უკვე გავაკეთეთ მიწვევა. აქ უკვე ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება კინოკრიტიკოსების მოსაზრება და ყურადღებით მოვუსმენ. ეს არის ქართული მელოდრამა, რაც ბოლო დროს ქართულ კინოში არ გამოსულა.

ფილმის "დარჩი ჩემთან..." გადაღებებზე.


-საუბარში ახსენეთ ბოლივუდი და ორიოდ სიტყვა ამ გატაცებაზეც ვთქვათ.
-ჩემი ოცნება იყო, რომ ქართული ფილმი ინდოეთში გადაღებულიყოდა პირიქით. პირველი ავისრულე, მეორესაც ივლისში ავისრულებ, აქ გადაიღებენ "ბილუს" მეორე ნაწილს. შესაძლოა ქართველი მსახიობებიც დავაკაოთ, თუმცა ჯერ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. ჩემი სიყვარული ბოლივუდის მიმართ 7 წლის ასაკში დაიწყო, როცა ბებიამ პირველად წამიყვანა ინდურ ფილმზე. შემდეგ ეს ჩემს პროფესიად იქცა. მომეცა საშუალება ხშირად ჩავსულიყავი ბოლივუდში და იქ ძალიან კარგი კონტაქტები მაქვს, ვიცნობ აბსოლუტურად ყველას, კინოვარსკვლავებიდან დაწყებული პროდიუსერებით დამთავრებული. საქართველოში სხვადახსვა არხზე მიმყავდა გადაცემები ინდური კინოს შესახებ, თუმცა დღესაც კი ბევრი ვარკეთილის ტელევიზიიდან მცნობს, ვიდრე "ევრიკიდან" და "კავკასიიდან" (იღიმება). ვარკეთილს თავისი საკუთარი ტელევიზია ჰქონდა და იქ მიმყავდა გადაცემა, ინდურ ფილმებზე მოვუთხრობდი მაყურებელს და ფილმებს ვაჩვენებდი.
-"აგვისტოს 5 დღის" პრემიერას ხომ დაესწარით?
-სხვათაშორის არანაირი სურვილი არ მქონია, ჰოლივუდელი ვარსკვლავები ენდი გარსია და შერონ სთოუნი გამეცნო, მიუხედავად იმისა რომ მის პრობლემა არ მექნებოდა. არ გახლდით აჟიტირებული, "დარჩი ჩემთან"-ს ვიღებდით და იქ ვიყავი. ჩემთვის ბოლივუდი უფრო ახლოს არის. მათი ფილმები სისხლითა და ძალადობით არ არის გაჟღენთილი. ლამაზ ზღაპრებს სიამოვნებით ვუყურებ (იღიმება). ინდოეთში ყველა იღიმის, აქ რომ ჩამოვდივარ ხალხი მოღუშული დადის. ყველას მოვუწოდებ გაიღიმონ. ისევ გოგა პიპინაშვილის თემას დავუბრუნდები და ვიტყვი ერთ რამესაც, რომ არავისთვის არაფერი მიკადრებია. მისი მესმის, ოჯახური ტრაგედიაც აქვს, ამის გამოც უნდა გაუფრთხილდეს თავის ოჯახს. შესაძლოა მის განცხადებაზე პასუხი მისმა ახლობლებმა მოისმინონ და არ ესიამოვნოთ გადაბრუნებული სიტყვა, ასევე გაითვალისწინოს, რომ სხვასაც აქვს ოჯახი.
-პირადად თქვენთან არ დაურეკავს?
- მას პირადად არ ვიცნობ, ზაზა კოლელიშვილის ბავშვობის მეგობარი და ნათია გოგოჭურის კურსელია. მათთან მაინც მისულიყო მეგობრულად. ჩემი ბოლო შეხება გოგა პიპინაშვილთან ის იყო, როდესაც გადაცემა "პროფილის" შემდეგ, რომელიც "გარიგებას" ეძღვნებოდა, დამირეკა და მითხრა, რა ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ხალხის გვერდით ფილმში არ მივიღე მონაწილეობაო...
რეიტინგი N 26