david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

воскресенье, 26 июня 2011 г.

"დარჩი ჩემთან..." - ახალი ქართული მელოდრამა კინოთეატრებში!

მალე კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა
ახალი ქართული მელოდრამა - "დარჩი ჩემთან..."!
ფილმის გადაღების იდეა ეკუთვნის ფილმის პროდიუსერს დავით ბეჟიტაშვილს.
პროდიუსერს უკვე აქვს მოწვევა ნოემბერში გოას საერთაშორისო
41-ე კინოფესტივალზე, დეკემბერში დუბაის ფეტივალზე
და კიდევ რამდენიმე ევროპის ფესტივალზე.
წაიკითხეთ ინტერვიუ ფილმში მთავარი გმირის შემსრულებელ მსახიობებთან და ნახეთ სიუჟეტები ფილმის შესახებ
ლელე წურწუმია გამოცდის წინაშე -
მომღერალი ქალისა და პატარა ბიჭის სიყვარული
ჟურნალი სარკე. 22-28. 06. 2011"მე და მამულიჩა ახლა ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ"
ცნობილი მომღერლის ლელა წურწუმიას ცხოვრებაში სრულიად ახალი პერიოდი დგას და შესაბამისად განცდებშია. იგი სასიყვარულო დრამის ცენტრშია მოქცეული და ძალიან მალე ქართველი საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს. საბედნიეროდ დრამა ფილმში ვითარდება და არა ლელას პირად ცხოვრებაში.
"დარჩი ჩემთან" - ასე ჰქვია პირველ ქართულ თანამედროვე მელოდრამას, რომელსაც რეჟისორი ზაზა ურუშაძე იღებს. მისი ბოლოდროინდელი გახმაურებული ნამუშევარი გახლავთ "სამი სახლი", რომელმაც მრავალჯერ აიღო საერთაშორისო პრიზი. ფილმის "დარჩი ჩემთან" სიუჟეტი ბანალურია და სწორედ ამიტომ ყოველთვის საინტერესო: სტუდენტ ბიჭს შეუყვარდება 20 წლით უფროსი პოპულარული მომღერალი ქალი. პერიპეტიები ამ სიყვარულის გარშემო ვითარდება. მთავარ როლებს ლელა წურწუმია და ახალბედა მსახიობი პაატა ინაური თამაშობენ.
"სარკეს" საშუალება მიეცა, ფილმის გადასაღები მოედნიდან ექსკლუზიური ინფორმაცია მიეღო. დიდი ინტერესის მიუხედავად, პროდიუსერი ქართული მელოდრამის გმირებს მიუწვდომელს ხდის პრესისათვის. "მწვანე შუქი" მხოლოდ "სარკეს" აუნთეს და ჩვენც ერთ-ერთი ფინალური სცენის გადაღებებს დავესწარით.
დათო ბეჟიტაშვილი, პროდიუსერი: ამ ფილმზე პროფესიონალთა დიდი გუნდი მუშაობს. რეჟისორი ზაზა ურუშაძეა, ოპერატორი გიორგი ბერიძე, დამდგმელი მხატვარი - გოგი მიქელაძე. ეს ადამიანები თანამედროვე კინოსამყაროში ნამდვილი ლომები არიან. ფილმში მონაწილეობენ ჟანრი ლოლაშვილი, მიშა გომიაშვილი, ნატო მურვანიძე, ნინო ხომასურიძე და კიდევ ბევრი მსახიობი. მთავარ როლებში კი, როგორც უკვე იცით, ყველასათვის ნაცნობი ლელა წურწუმია და დებიუტანტი მსახიობი პაატა ინაური არიან.
ლელას გმირი ძალიან წარმატებული, პოპულარული ქალია, ბოჰემურად ცხოვრობს და ამ დროს მის ცხოვრებაში შმოდის მასზე ბევრად უმცროსი სტუდენტი ბიჭი, რომელსაც სიგიჟემდე შეუყვარდება ეს ქალი. ფილმში იქნება შესანიშნავი ორი სიმღერა, რომლებიც, იმედი გვაქვს ფილმის გამოსვლისთანავე გაჰიტდება. საუნდტრეკი რუსა მორჩილეძემ დაწერა. ეს არის სუფთა მელოდრამა, რომელიც არ იქნება გათვლილი მხოლოდ ქართული ბაზრისთვის. უკვე დაგეგმილია, რომ ფილმი ნოემბერში გოას 42-ე ფესტივალზე მოხვდება, დეკემბერში - დუბაის მე-8 საერთაშორისო ფესტივალზე. მათ რიცხვს მალე ევროპული ფესტივალებიც დაემატება.
ზაზა ურუშაძე: ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მელოდრამას გადავიღებდი. კი, ამ ჟანრშიც არსებობს კარგი ფილმები, მაგალითად "ინგლისელი პაციენტი", მაგრამ მაინც მეგონა, რომ მელოდრამა ჩემთვის საინტერესო ჟანრი არ იყო. დათო ბეჟიტაშვილმა შემომთავაზა, გადაგვეღო კარგი მელოდრამა. ნოემბრიდან ახალი ფილმის გადაღებას ვიწყებ, მანამდე პაუზა მქონდა და გადავწყვიტე ეს დრო ისევ ჩემი შემოქმედებისათვის გამომეყენებინა. ჩემი მელოდრამა, თავისი სენტიმენტალური და ბანალური სიუჟეტის მიუხედავად იქნება გემოვნებიანი და ლამაზი. ამის საშუალებას მსახიობები მაძლევენ.
-ლელა წურწუმიასთვის ეს პირველი მთავარი როლია. როგორი მსახიობი აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე?
ზაზა: პროფესიონალ მსახიობებთან მიყვარს ურთიერთობა, მაგრამ ცოტრა ფრთხილად ვარ მათთან, ვინც ამ საქმე ს ჩამოშორდნენ და სხვა საქმეს აკეთებენ. სიმართლე გითხრათ ეს განცდა ლელას მიმართაც მქონდა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან კარგად თამაშობს. შრომისმოყვარე ქალია და ყველაფერში წამომყვა. თამაშში სიყალბის ნატამალს ვერ შენიშნავთ. მისი თამაშით გაოცებული ვარ.
-გაგვიმხელთ ფილმი ბედნიერად მთავრდება თუ ნაღვლიანად?
ზაზა: ფინალის გამჟღავნება არამომგებიანი იქნება, უბრალოდ იმას გეტყვით, რომ სევდიანი სიყვარულის ისტორიაა. ასაკისა და კიდევ სხვა მიზეზების გამო, ამ სიყვარულს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი ახლავს. ეს ისტორია მაყურებელში აუცილებლად გამოიწვევს ემოციებს.
-ლელა, პროფესიით მსახიობი ხართ, მაგრამ თქვენი მთავარი საქმე მაინც სიმღერაა. ახლა პირველად მოგიქიათ ფილმში მთავარი როლის თამაში. ელოდიტ, რომ ერთხელაც ცხოვრებაში ეს მომენტი დაგიდგებოდათ?
-რომ გითხრათ, არ ველოდი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ არც დიდი მოლოდინი მქონია. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ძალიან დროულად და კანონზომიერად ხდება. შემთხვევითობა არ არსებობს. ოცი წლის წინ ვითამაშე რამდენიმე ფილმში და მას შემდეგ სულ სხვა მხრივ, სცენაზე ვიხარჯებოდი. ოცწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ვითამაშე "გარიგება 2"-ში და ახლა ამ ფილმში - "დარჩი ჩემთან". ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ეტაპზე ისეთ ადამიანებთან ვმუშაობ, რომლებსაც ქართულ კინოში ძალიან ფასეული რამ აქვთ შექმნილი. გადამღები ჯგუფის პროფესიონალიზმი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნამდვილად კარგი ფილმი გამოვა.
-ამდენი ხნის პაუზის შემდეგ ხომ არ გეშინოდათ როცა გადასაღებ მოედანზე გადიოდით?
ლელა: კი, გარკვეული შიში მქონდა, მაგრამ ზაზა ურუშაძემ იმდენად გამიადვილა მუშაობა, იმდენად მარტივად გადამალახვინა შიში, რომ ახლა გადასაღებ მოედანზე ისე ვგრძნობ თავს როგორც თევზი წყალში.
-რა მოგეწონათ ამ ისტორიაში ყველაზე მეტად?
-ლელა: ერთი შეხედვით, ფილმის სიუჟეტი ბანალურია, მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოს არის. ასეთი რამ ჩვენს გარშემო ხშირად ხდება, როდესაც ასაკით პატარა კაცს თავისზე უფროსი, წარმატებული ქალი უყვარდება. საერთო ჯამში სევდიანი და ლამაზი სიყვარულის ისტორიაა.
-ალბათ სასიამოვნო იყო თქვენთვის ის, რომ ფილმშიც მომღერალ ქალს თამაშობთ.
ლელა: ჩემს გმირს ჩემს პიროვნებასთან ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო, უფრო სწორად, თითქმის არაფერი. ის უფრო განზოგადოებული გმირია. ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს - სიმღერა, პოპულარობა და წარმატებული ქალის იმიჯი. თვითონ გმირი ძალიან დადებითია.
-ფილმში თქვენი გმირი სტუდენტს შეუყვარდება. მას თქვენში ქალი უყვარს თუ ვარსკვლავი?
ლელა: ალბათ - ყველაფერი. შეუძლებელია გიყვარდეს ადამიანი და არ გიყვარდეს მისი პროფესია.
-ასაკობრივი სხვაობა რამდენად პრობლემურია სიყვარულისთვის რეალურ ცხოვრებაში?
ლელა: ეს ფართოდაა გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში და აქ ახალი არაფერია. სიყვარულს ასაკი არ გააჩნია და ყველანაირი ურთიერთობა შეიძლება აღმოჩნდეს ბედნიერების მომტანი.
-თქვენ გყავთ მეუღლე, რომელიც ასაკით თქვენზე უმცროსია.
ლელა: კი, მხოლოდ ორი წლით. შეიძლებოდა ცხოვრებაში შემხვედროდა ჩემზე გაცილებით უმცროსი მამაკაცი, რომელიც შემიყვარდებოდა.
-ფილმზე მუშაობამ თქვენი ცხოვრების სტილი, რეჟიმი ალბათ თავდაყირა დააყენა.
ლელა: ძალიან დამღლელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია. დღე-ღამის განმავლობაში 17-18 საათს ვმუშაობ. ამის გამო ათ დღეში 8 კილო დავიკელი. რეჟისორის პირველი მოთხოვნა იყო, რომ წონა დამეკლო. როდესაც მუშაობა დავიწყე, ეს თავისთავად მოხდა.იმდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ ჭამისთვის დროს ვერ ვპოულობ. ფაქტობრივად სულ ვშიმშილობ. როგორც ამბობენ ზოგი ჭირი მარგებელია.
-როგორ ფიქრობთ, ეს ფილმი თქვენს მომავალს შეცვლის?
ლელა: რომ გითხრათ მთლიანად კინოში გადავალ-მეთქი, მოგატყუებთ. მე ვარ მომღერალი და ამით ვცხოვრობ. რათქმაუნდა ეს ფილმი ჩემს ცხოვრებაში ერთგვარი გამოცდაა. ყველაფერი იკმაზე იქნება დამოკიდებული მაყურებელი როგორ მიიღებს. თქვენს პარტნიორზე რას იტყვით, რომელიც ფილმში ტქვენს შეყვარებულს თამაშობს, როგორ ააწყვეთ მასთან ურთიერთობა?
ლელა: პაატა ძალიან ნიჭიერია, კარგად მომყვება, კარგი პარტნიორია. მასთან მუშაობით დიდ სიამოვნებას ვიღებ.
-ფილმი სასიყვარულო ურთიერთობებზეა. ალბათ სასიყვარულო სცენებიც იქნება. ამ მხრივ თუ გქონდათ რაიმე მოთხოვნა?
ლელა: კი, მქონდა მოთხოვნები, მაგრამ ზაზამ კარგად იცის როგორ გადაიღოს სასიყვარულო სცენა, რომ ვულგარული არ გამოვიდეს. ფილმში არის ასეთი სცენები, მაგრამ ძალიან ზომიერი.
-თქვენს ქმარს, მამულიჩას, მოსწონს თქვენი როლი?
ლელა: ძალიან მოსწონს, რომ ჩემს პირველ პროფესიას დავუბრუნდი, მაგრამ ამ გადაღებების გამო ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ. ჩემი აზრით ეს საქმე ასეთ თავგანწირვად ღირს. გადასაღებ მოედანზე მამულიჩა არცერთხზელ არ ყოფილა და ეს ჩემთვის კარგიც არის. როგორც კი მამულიჩა ჩნდება ჩემს გვერდით მაშინვე მისკენ მიდის ჩემი ყურადღება. ეს კი როლზე მუშაობისას ხელს შემიშლის.
-პაატა, ეს ფილმი თქვენი დებიუტია. გვიამბეთ აქამდე რა გზა გამოიარეთ?
პაატა ინაური: ა ქამდე მხოლოდ ეპიზოდურ როლებში მითამაშია. ეს ჩემთვის პირველი სერიოზული როლია. ერთი წელია თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩემი პედაგოგი გიზო ჟორდანია გახლდათ. სამეფო უბნის და მარჯანიშვილის თეატრებში ვთამაშობ.
-ამ ფილმში როგორ მოხვდით?
პაატა: კასტინგი ჩატარდა, გავიარე და არჩევანი ჩემზე გააკეთეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ზაზა ურუშაზესთან ვმუშაობ და შემდეგ ისეთ მსახიობებთან, რომლებიც ამ ფილმში თამაშობენ.
-როგორ უყურებთ თქვენი გმირის სიყვარულის ისტორიას?
პაატა: ასეთი წყვილები რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ, ამიტომ ჩემში განსაკუთრებულ ემოციურ დამოკიდებულებას არ იწვევს.
-შეიძლება თქვენი გმირის მსგავსად თქვენც სეგიყვარდეთ ოცი წლით უფროსი ქალი?
პაატა: ჩემს ტოლებთან უფრო მეტს ვპოულობ საერთოს, ვიდრე უფროს ქალებთან.
-თქვენ და ლელამ კარგად გაუგეთ ერთმანეთს?
პაატა: ის ერთნაირად ნიჭიერია, როგორც მსახიობი, ასევე მომღერალიც. მუშაობაში ძალიან მეხმარება ჩვენ დამეგობრებაც მოვასწარით. უცხოობა და გარკვეული მორიდება მხოლოდ გადაღების პირველ დღეს გვქონდა. ჩემთვის აღმოჩენა იყო ლელა და მისი იუმორი. იშვიათად შევხვედრივარ ისეთი იუმორის ადამიანს, როგორიც ლელაა.

ნახეთ სიუჟეტები ფილმის შესახებ



1 комментарий:

  1. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ОтветитьУдалить