დათო ბეჟიტაშვილი საზოგადოებისთვის ინდური კინოს სიყვარულით გახდა ცნობილი. ის ბოლივუდის ხშირი სტუმარია. იცნობს აბსოლუტურად ყველა იქაურ ვარსკვლავს. მის ალბომში აიშვარია რაისთან გადაღებულ ფოტოსაც აღმოაჩენთ და ინდური კინოს სხვა ცნობილ სახეებთანაც, თუმცა ბოლო დროს ქართული ფილმების პროდიუსერობითაც დაკავდა.
დავით ბეჟიტაშვილის სახელმა სკანდალურ კონტექსტში მას შემდეგ გაიჟღერა, რაც მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა დათო ბეჟიტაშვილისთვის, როგორც "გარიგება 2"-ის პროდიუსერისთვის, ფილმის მეორე ნაწილში მისი ფოტოს გამოყენებისთვის სასამრთლოში ჩივილი დააპირა და ამის შესახებ მედიას აცნობა.
-გოგა პიპინაშვილის განცხადებამ მართალი გითხრათ, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და გაკვირვებული დავრჩი ამით. ეს საკითხი ფილმის გამოსვლიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ დააყენა. "გარიგება 2" კინოთეატრების ეკრანებზე 2011 წლის იანვრის ბოლოს გამოვიდა და მას შემდეგ სამჯერ აჩვენეს ტელევიზიით. დარწმუნებული ვარ მან 27 იანვარსვე იცოდა, რომ მისი ფოტო ჩანდა კადრში. რაც შეეხება თავად საკითხს _ ასეთი გამოცდილების მსახიობს დილეტანტიზმში ალბათ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ მას ასეთი რამ არ უნდა ეშლებოდეს. საინტერესოა, რომ მას პრეტენზიები ჩემი მისამართით აქვს, თუმცა ფილმის მთელი საავტორო უფლებები ეკუთვნით ზაზა კოლელიშვილსა და მის მეუღლეს. ჩემი, როგორც პროდიუსერის მოვალეობაში შედიოდა ის, რომ ფილმი დაგვეფინანსებინა და გვეჩვენებინა მაყურებლისათვის, ასევე გავეყიდა. პროდიუსერი არ ერევა იმაში, რეჟისორი რას ჩასვამს ფილმში და რას არა. ბ-ნ ზაზას სრული თავისუფლება ჰქონდა მუშაობისას. რაც შეხება ფოტოს, ის არა გოგა პიპინაშვილის, არამედ მისი გმირის ფოტოა, რომელიც ოცი წლის წინ განასახიერა. ამაში ჰონორარი აიღო და იქ დამთავრდა მისი უფლებები ამ როლზე. გაგვიგია, რომ სცენარის ავტორს ჰქონდეს პრეტენზია საავტორო უფლებებზე ან კომპოზიტორს, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკაში არ მსმენია, რომ მსახიობს ჰქონდეს საავტორო უფლება როლზე. ეს კადრიც კი არ არის პირველი "გარიგება"-დან, არამედ რეკვიზიტია, ფოტო, რომელიც კედელზე კიდია. ფილმის მფლობელებს სრული უფლება ჰქონდათ, არა მხოლოდ გამოეყენებინათ ფოტო, არამედ სრულად კადრიც კი შეეტანათ. ამის შეთანხმება გოგა პიპინაშვილთან არანაირად არ იყო აუცილებელი.
როგორც მან მომიხსენია სხვადასხვა ეპითეტით მედიაში, როდესაც ვაი-პროდიუსერი მიწოდა, მე ისევე არ მოვიხსენიებ მას, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ამ ვაი-პროდიუსერმა, როგორც თავად ამბობს, გააკეთა ფილმი "გარიგება 2", რომელიც კინოგაქირავების ლიდერად იქცა, "ნიკო... აპლოდისმენტები"-ს შემთხვევაში კი მოგებაზე არც მიფიქრია...
ფილმ "გარიგება 2"-ს გადაღებებზე
არ ეწყინება ბ-ნ გოგას, მაგრამ მის საქციელს სხვა ახსნას ვერ მოუძებნი, მას ჩემი აზრით, აქვს შემოქმედებითი კრიზისი, აღარ იწვევენ ფილმებში, არც ახალ სპექტაკლებშია დაკავებული და არც "იუმორინას" ახალი პროგრამა გამართულა. მან ისევ და ისევ "გარიგების" ხარჯზე შეახსენა თავი საზოგადოებას. მადლობელი ვიქნებოდი ფილმის გამოსვლის პერიოდში რომ აეტეხა ეს ამბავი, რეკლამას ნამდვილად წაადგებოდა (იღიმება). ცალსახად ვაფიქსირებ და ვაღიარებ, რომ ის უნიჭიერესი მსახიობია თუმცა მაყურებლისათვის ცნობილი გახდა ზაზა კოლელიშვილის "გარიგებით" და "იუმორინაში" შესრულებული როლით. მას პოპულარობა სწორედ "გარიგებამ" მოუტანა. მინდა, მას დავუსვა კითხვები, რა თანხა მოითხოვა ამ ფილმში მონაწილეობისთვის, რატომ მოითხოვა ქართველი ბიზნესმენის ჩასმა ფილმში და რომელი მსახიობების გვერდით იუკადრისა მან მონაწილეობა, როდესაც მათი ვინაობა გაიგო? ამ კითხვებზე ალბათ მომდევნო ნომრებში მისცემთ საშუალებას მიპასუხოს და მერე მეც ვიტყვი ჩემს სათქმელს.
-რათქმაუნდა მივცემთ საშუალებას. გადავიდეთ თქვენს საპროდიუსერო მუშაობაზე. ასეა თუ ისე "გარიგება 2" კინომცოდნეებისა და გარკვეულწილად, მაყურებლის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
-არც უთქვამს არასდროს არავის, რომ ეს შედევრია და კინოფესტივალებზე უნდა წარგვედგინა, რომ ეს იყო მაღალმხატვრული ღირებულების ფილმი. ის იყო გათვლილი ფართო მაყურებელზე და წარმატებაც მიიღო. სცენარი და მისი გადაწყვეტა შემოქმედებითი ჯგუფის საქმეა, თქვენ ვერ მეტყვით, რომ ფილმს ცუდი პიარი ჰქონდა. თუმცა რამდენად გაამართლა ფილმმა მოლოდინი, ეს უკვე მაყურებლის შესაფასებელია. მე ჩემი მხრივ დავამატებ, რომ როდესაც ფილმი ტელევიზიით გავიდა, ყველა ქართული ფილმის რეიტინგი მოხსნა, ნახა დიდი რაოდენობით მაყურებელმა. კინოში კი იყო შემთხვევები, როდესაც რამდენჯერმე მოდიოდა ერთიდაიგივე მაყურებელი. ეს არ იყო ის ნამუშევარი, რომელზეც კინოკრიტიკოსების დადებით გამოხმაურებას ველოდით. არავის ვედავები ამაზე, ფილმი სუფთა კომერციული პროდუქტი გამოვიდა. ვფიქრობ, აქ არ იყო ის ტენდენცია, დედის გინება და ნარკომანიის თემა, რაც ბოლო დროს ქართულ კინოში გამოიკვეთა.
-თქვენი პირველი ფილმი, რომელსაც პროდიუსერობა გაუწიეთ, "ყველაფერი კარგად იქნება" იყო, რომელმაც ასევე კინომცოდნეების მძაფრი კრიტიკის დერეფანი გამოიარა.
-როდესაც "გარიგებას" ვაკეთებდი მიზნად დავისახე, რომ "ყველაფერი კარგად იქნება"-ს რეკორდი მოეხსნა კინოგაქირავების მხრივ. იცით რომ ბოლივუდთან კარგი კავშირები მაქვს. მორიგი მგზავრობის დროს ავთო ვარსიმაშვილიც წამოვიდა, ბომბეიში ბევრი შეხვედრები გვქონდა, ჩვენმა მასპინძელმა რავი გუფთამ, რომელიც ბოლივუდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, თავისი აგარაკი დაგვითმო გოაში რამდენიმე დღით. იქ ჩასულებმა ისეთი ამქვეყნიური სამოთხე ვნახეთ, რომ გავიჩნდა იდეა, იქ ფილმი გადაგვეღო. მეგონა ეს იდეა იდეად დარჩებოდა, მაგრამ დაახლოებით ათი დღის შემდეგ ავთო ვარსიმაშვილს "ყველაფერი კარგად იქნება"-ს სცენარი დაწერილი ჰქონდა. ინდოეთში გადაღების ნებართვა და ყველაფერი დანარჩენი საკუთარ თავზე ავიღე.
-ჩვენს ინტერვიუში ხშირად ახსენებთ სიტყვას კომერციული. თქვენი მიზანია ფილმი კარგად გაყიდოთ?-არც უთქვამს არასდროს არავის, რომ ეს შედევრია და კინოფესტივალებზე უნდა წარგვედგინა, რომ ეს იყო მაღალმხატვრული ღირებულების ფილმი. ის იყო გათვლილი ფართო მაყურებელზე და წარმატებაც მიიღო. სცენარი და მისი გადაწყვეტა შემოქმედებითი ჯგუფის საქმეა, თქვენ ვერ მეტყვით, რომ ფილმს ცუდი პიარი ჰქონდა. თუმცა რამდენად გაამართლა ფილმმა მოლოდინი, ეს უკვე მაყურებლის შესაფასებელია. მე ჩემი მხრივ დავამატებ, რომ როდესაც ფილმი ტელევიზიით გავიდა, ყველა ქართული ფილმის რეიტინგი მოხსნა, ნახა დიდი რაოდენობით მაყურებელმა. კინოში კი იყო შემთხვევები, როდესაც რამდენჯერმე მოდიოდა ერთიდაიგივე მაყურებელი. ეს არ იყო ის ნამუშევარი, რომელზეც კინოკრიტიკოსების დადებით გამოხმაურებას ველოდით. არავის ვედავები ამაზე, ფილმი სუფთა კომერციული პროდუქტი გამოვიდა. ვფიქრობ, აქ არ იყო ის ტენდენცია, დედის გინება და ნარკომანიის თემა, რაც ბოლო დროს ქართულ კინოში გამოიკვეთა.
-თქვენი პირველი ფილმი, რომელსაც პროდიუსერობა გაუწიეთ, "ყველაფერი კარგად იქნება" იყო, რომელმაც ასევე კინომცოდნეების მძაფრი კრიტიკის დერეფანი გამოიარა.
-როდესაც "გარიგებას" ვაკეთებდი მიზნად დავისახე, რომ "ყველაფერი კარგად იქნება"-ს რეკორდი მოეხსნა კინოგაქირავების მხრივ. იცით რომ ბოლივუდთან კარგი კავშირები მაქვს. მორიგი მგზავრობის დროს ავთო ვარსიმაშვილიც წამოვიდა, ბომბეიში ბევრი შეხვედრები გვქონდა, ჩვენმა მასპინძელმა რავი გუფთამ, რომელიც ბოლივუდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, თავისი აგარაკი დაგვითმო გოაში რამდენიმე დღით. იქ ჩასულებმა ისეთი ამქვეყნიური სამოთხე ვნახეთ, რომ გავიჩნდა იდეა, იქ ფილმი გადაგვეღო. მეგონა ეს იდეა იდეად დარჩებოდა, მაგრამ დაახლოებით ათი დღის შემდეგ ავთო ვარსიმაშვილს "ყველაფერი კარგად იქნება"-ს სცენარი დაწერილი ჰქონდა. ინდოეთში გადაღების ნებართვა და ყველაფერი დანარჩენი საკუთარ თავზე ავიღე.
ფილმ "ყველაფერი კარგად იქნება"-ს გადაღებებზე
-რათქმაუნდა, თუმცა ნიკო გომელაურის შესახებ ფილმი აბსოლუტურად არაკომერციული მიზნით გაკეთდა. დოკუმენტური ფილმი პირველად ჩაეშვა კინოთეატრებში. ბედნიერი ვარ რომ გია ყანჩელმა თავად გამოთქვა ამ ფილმისათვის მუსიკის დაწერის სურვილი, ხოლო ნინა ჩოდრიშვილიუ სცენარით სწორედ ჩემთან მოვიდა. არაკომერციული-მეთქი, კი ვამბობ, მაგრამ ყველა კინოთეატრში გადიოდა და რამდენიმე იმ დროს გამოსული ქართული მხატვრული ფილმი ჩამოიტოვა. ვერ დავასახელებ, რომ მათ შემქმნელებს არ ვაწყენინო. ეს ფილმი ღირებულად მიმაჩნია.
-დათო, კინოკრიტიკოსები ბოლოდროინდელ ქართულ ფილმებში ყველაფერს იწუნებენ მსახიობების თამაშიდან დაწყებული სცენარით დასრულებული.
-ჩემგან ალბათ კრიტიკა არ გამოვა, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ზოგ რამეში ვეთანხმები კინოკრიტიკოსებს, ზოგ რამეში - არა. ერთი რამ ცხადია, რომ დასაქმდა ბევრი ადამიანი და ეს სფერო გამოცოცხლდა. ასეთ დროს ბალასტი და უხარისხო პროდუქცია იპარება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დაიწმინდება.
-რაზე დადის მაყურებელი კინოში აქტიურად?
-კომედიებზე. ამ წელს ქართულ კინოგაქირავებაში სამი ფილმი იყო რეიტინგული - "გარიგება 2", "ერთხელ შუა ქალაქში" და "ჭამა და სექსი". დანარჩენ ფილმებზე, სამწუხაროდ, კომერციული წარმატების კუთხით ვერ ვისაუბრებთ. ჯერჯერობით არ მინახავს პროდიუსერი საქართველოში, რომელსაც უთქვამს, რომ ჩადებული ფული ამოიღო, ჯერჯერობით ამას დიდი შემოსავალი არ მოაქვს. ჩვენ აქტიურად ვებრძვით საიტებს, რომლებიც მეკობრულ ვერსიებს დებენ ხოლმე. ეს კლავს ქართულ კინოს, რადგან არც ერთ პროდიუსერს აღარ ექნება ფილმის გაკეთების ხალისი.
-უცხოური ფილმებიდან რა არის რეიტინგული?
-მულტფილმებს ყოველთვის ჰყავს მაყურებელი, ჰოლივუდურ ფილმებს რომლებიც სამგანზომილებიან ფორმატშია გადაღებული. მე რომ ვუყურებ ჰოლივუდურ ფილმებს, ვფიქრობ, რომ სულიერება დაკარგულია. გმირი არის ან მაიმუნი, ან თევზი, ან რობოტი. ჩემს არცერთ ფილმში სექსი, ნარკომანობა და დედის გინება არ არის. ეროტიკულ ეპიზოდს მაშინ მივესალმები, თუ ვულგარული არ იქნება და ზღვარს არ გადავა.
-გყავთ თუ არა ფავორიტი მსახიობი, რომლის ფილმში მოწვევით მისი გაყიდვა გიიოლდებათ?
-ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვცდილობ, კინომსახიობები დავაკავო და არა ის ხალხი, რომლებიც სკანდალურობით გამოირჩევიან ან ტელეწამყვანები არიან და ამიტომ იღებენ ფილმებში. მაგალითად, ახლა დასრულდა ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის "დარჩი ჩემთან" გადაღება, რომელშიც თამაშობენ ჟანრი ლოლაშვილი, მიშა გომიაშვილი, ნატო მურვანიძე და სხვანი. მთავარ როლებს ლელა წურწუმია და დებიუტანტი პაატა ინაური ასრულებენ. ყველა სკეპტიკოსს კოვზი ნაცარში ჩაუვარდება, ვინც იტყვის, ლელა რა მსახიობიაო. ყველა მოლოდინს გადაჭარბა მისმა თამაშმა. ის პროფესიით მსახიობია, მოგეხსენებათ. ფილმი არის ქალისა და მასზე ბევრად უმცროსი ბიჭის სიყვარულის ამბავზე. აი, ეს ფილმი მხოლოდ ქართული ბაზრისთვის არ მზადდება, რამდენიმე ფესტივალიდან უკვე გავაკეთეთ მიწვევა. აქ უკვე ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება კინოკრიტიკოსების მოსაზრება და ყურადღებით მოვუსმენ. ეს არის ქართული მელოდრამა, რაც ბოლო დროს ქართულ კინოში არ გამოსულა.
ფილმის "დარჩი ჩემთან..." გადაღებებზე.
-საუბარში ახსენეთ ბოლივუდი და ორიოდ სიტყვა ამ გატაცებაზეც ვთქვათ.
-ჩემი ოცნება იყო, რომ ქართული ფილმი ინდოეთში გადაღებულიყოდა პირიქით. პირველი ავისრულე, მეორესაც ივლისში ავისრულებ, აქ გადაიღებენ "ბილუს" მეორე ნაწილს. შესაძლოა ქართველი მსახიობებიც დავაკაოთ, თუმცა ჯერ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. ჩემი სიყვარული ბოლივუდის მიმართ 7 წლის ასაკში დაიწყო, როცა ბებიამ პირველად წამიყვანა ინდურ ფილმზე. შემდეგ ეს ჩემს პროფესიად იქცა. მომეცა საშუალება ხშირად ჩავსულიყავი ბოლივუდში და იქ ძალიან კარგი კონტაქტები მაქვს, ვიცნობ აბსოლუტურად ყველას, კინოვარსკვლავებიდან დაწყებული პროდიუსერებით დამთავრებული. საქართველოში სხვადახსვა არხზე მიმყავდა გადაცემები ინდური კინოს შესახებ, თუმცა დღესაც კი ბევრი ვარკეთილის ტელევიზიიდან მცნობს, ვიდრე "ევრიკიდან" და "კავკასიიდან" (იღიმება). ვარკეთილს თავისი საკუთარი ტელევიზია ჰქონდა და იქ მიმყავდა გადაცემა, ინდურ ფილმებზე მოვუთხრობდი მაყურებელს და ფილმებს ვაჩვენებდი.
-"აგვისტოს 5 დღის" პრემიერას ხომ დაესწარით?
-სხვათაშორის არანაირი სურვილი არ მქონია, ჰოლივუდელი ვარსკვლავები ენდი გარსია და შერონ სთოუნი გამეცნო, მიუხედავად იმისა რომ მის პრობლემა არ მექნებოდა. არ გახლდით აჟიტირებული, "დარჩი ჩემთან"-ს ვიღებდით და იქ ვიყავი. ჩემთვის ბოლივუდი უფრო ახლოს არის. მათი ფილმები სისხლითა და ძალადობით არ არის გაჟღენთილი. ლამაზ ზღაპრებს სიამოვნებით ვუყურებ (იღიმება). ინდოეთში ყველა იღიმის, აქ რომ ჩამოვდივარ ხალხი მოღუშული დადის. ყველას მოვუწოდებ გაიღიმონ. ისევ გოგა პიპინაშვილის თემას დავუბრუნდები და ვიტყვი ერთ რამესაც, რომ არავისთვის არაფერი მიკადრებია. მისი მესმის, ოჯახური ტრაგედიაც აქვს, ამის გამოც უნდა გაუფრთხილდეს თავის ოჯახს. შესაძლოა მის განცხადებაზე პასუხი მისმა ახლობლებმა მოისმინონ და არ ესიამოვნოთ გადაბრუნებული სიტყვა, ასევე გაითვალისწინოს, რომ სხვასაც აქვს ოჯახი.
-პირადად თქვენთან არ დაურეკავს?
- მას პირადად არ ვიცნობ, ზაზა კოლელიშვილის ბავშვობის მეგობარი და ნათია გოგოჭურის კურსელია. მათთან მაინც მისულიყო მეგობრულად. ჩემი ბოლო შეხება გოგა პიპინაშვილთან ის იყო, როდესაც გადაცემა "პროფილის" შემდეგ, რომელიც "გარიგებას" ეძღვნებოდა, დამირეკა და მითხრა, რა ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ხალხის გვერდით ფილმში არ მივიღე მონაწილეობაო...
რეიტინგი N 26
Комментариев нет:
Отправить комментарий