პირველი ზაფხულია ვერ დაისვენა. ფილმი, კონცერტისთვის მზადება, სამეგრელოზე გადაღებული კლიპი, სხვადასხვა წვრილ–წვრილი პროექტები...
ლელა აქტიურია, ის ბრუნდება. თუმცა არსად წასულა. მაგრამ ახალი იმიჯით თუ გინახავთ, მაშინვე იტყვით, რომ ლელა წურწუმიას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. 2000 წელს ჩატარებული პირველი სოლო კონცერტის ლელას ჰგავს, გამხდარს, საოცრად შარმიანს და ენერგიულს."თვენახევარი სტრესული და საინტერესო გრაფიკი მქონდა. ფილმის გადაღების შემდეგ კონცერტის სამზადისს შევუდექი. წინა სამზადისი უფრო პრობლემატურია, ვიდრე თავად კონცერტი. ამიტომ ვერ მივეცი ჩემს თავს დასვენების, ფუფუნების საშუალება".
12 კილო სწრაფად დაიკლო. მოტივაცია იმდენად შეუვალი იყო, რომ შიმშილი დაიწყო. მელოდრამაში შესასრულებელმა როლმა გადაწყვეტილება სწრაფად მიაღებინა.
ფურორი ნამდვილად მოახდინა. ირგვლივ ყველა მის ფორმებზე და ნაუცბათევ სიგამხდრეზე საუბრობს. ფილმის პრემიერა, რომლის წინაც ლელა სოლო კონცერტზე ნაკლებად არ ღელავს, 30 სექტემბერს გაიმართება.
თბილისობის ფარგლებში კი – 8 ოქტომბერს, პრიმა მომღერალი ფილარმონიაში სოლო კონცერტს მართავს. ნერვიულობა დაიწყო მამულიჩამაც, რომელიც როგორც ლელამ გვითხრა მისი სოლო კონცერტების წინ საოცრად ემოციურია, განიცდის და ღელავს.
ლელა წურწუმია: ძალიან ვნერვიულობ და უფრო მეტად კი მამულიჩა მანერვიულებს. თელ–ავივში 2006 წლის 29 ოქტომბრის სოლო კონცერტი მარტის თვეში დაინიშნა. მარტიდან მოყოლებული ვახელდი თვალს და მამულიჩა საწოლის წინ ნერვიულად დადიოდა. რას შვრები–მეთქი ვეკითხებოდი. ვნერვიულობო. კონცერტის დღეს სულ ვაიმე დედას გაიძახოდა, კვდებოდა ნერვიულობით. ახლაც დაიწყო. დღეს გავახილე თვალი და საწოლის წინ დაბოდიალობს, გადი–გამოდის. შეწუხებულია, "იმას უნდა შევხვდე, ამას უნდა დაველაპარაკო, გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა არ შემიძლიაო". სხვათაშორის ყველას იქით ვაწყნარებ. არ გეცოდები, მე უნდა ვიმღერო, ასეთ დღეში რატომ მაგდებ–მეთქი. მარტო ნერვიულობა არ შუძლია ჩემს ცხვირწინ ნერვიულობს.
"დავიწყე შიმშილი"
"დარჩი ჩემთან" – ასე ჰქვია მელოდრამას, რომელშიც ლელა მთავარ როლს ასრულებს. პროფესიით მსახიობს დიდი ხანია სერიოზულ როლში არ უთამაშია. არაერთი სცენარი დაიწუნა, ზოგი როლის გამო, თავი ვერ დაინახა პერსონაჟში, იყო სხვადასხვა გარემოებებიც. "გარიგება 2"–ში შესრულებილი სახასიათო ეპიზოდური როლის შემდეგ პროდიუსერმა დავით ბეჟიტაშვილმა მელოდრამაში თამაში შესთავაზა.
"მითხრა, ახალგაზრდა ვაჟის და წარმატებული მომღერალი ქალის სიყვარულზე ფილმის გადაღება მინდა და ამ როლისთვის შენ იდეალური ვარიანტი იქნებოდიო. ეს იყო დეკემბრის თვეში. თავიდან სერიოზულად არ შემიხედავს, ჯერჯერობით მისი გადაღების პერსპექტივაც არ არსებობდა. ზაზა ურუშაძესთან ადრეც მიმუშავია, როდესაც ის იღებდა სერიალს "ცხელი ძაღლი". ეპიზოდური როლი მქონდა. მას შემდეგ დაახლოებით შვიდი–რვა წელი გავიდა. დათო ბეჟიტაშვილმა ზაზას მელოდრამის გადაღება შესთავაზა. ზაზა ძალიან დაკავებულია. ბევრ ფილმზე ერთდროულად მუშაობს, ზუსტად მაისში ლუფტი აიღო. შევხვდი ზაზას და მითხრა – ეკრანზე ბევრად სრული ჩანხარ, უნდა გახდეო.
–გახდომის სტიმულიც ეს იყო?
– რომ გითხრა. წონაში დაკლების სურვილი ადრე არ მქონდა–მეთქი მოგატყუებ, მაგრამ ეტყობა ძალიან არ მქონდა. როცა ძალიან გინდა და მიზნად ისახავ, ცდილობ სისრულეში მოიყვანო... და ზაზა ურუშაძემ რომ მითხრა, უნდა გახდეო... 19 მაისს დაიწყო ფილმის გადაღება და 24 გადასაღები დღე მქონდა. პირველივე გადასაღები დღიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ უნდა გავმხდარიყავი, თან სწრაფად უნდა მიმეღწია შედეგისათვის. დავიწყე შიმშილი. ბევრს ეს არ სჯერა და თავიდან მიწევს ახსნა. დიეტა რომ დამეცვა ასე სწრაფად ვერ მოვახერხებდი ამ წონის დაგდებას. ვიყავი წყალზე და ხსნად შაქრიან ყავაზე, რომელიც თერმოსით მიმქონდა გადასაღებ მოედანზე. არ მიყვარს ხსნადი ყავა, მაგრამ შიმშილის დროს რომ ვსვამდი, მომენტალურად მიხსნიდა ამ შეგრძნებას. 12–14–17 საათი მიდიოდა გადაღება და შიმშილზე ფიქრის დროც არ მქონდა. ოთხჯერ მიწევდა მაკიაჟის, ვარცხნილობის და კოსტიუმების გამოცვლა. მქონდა საშინელი გულისცემა, ტახიკარდია, გილისცემას ყველგან ვგრძნობდი. ეს შიმშილობისგან და უძილობისგან იყო გამოწვეული. ისეთი ადრენალინი მქონდა და როლში იმდენად ვიყავი ჩართული, რომ ასეთი რეჟიმის მიუხედავად, შიმშილობა შევძელი. თან პასუხისმგებლობა დიდი იყო. წარმატებული და შემდგარი მომღერალი დიდი პაუზის შემდეგ ფილმში რომ თამაშობ, გინდა მიმზიდველი და ხარისხიანი შექმნა. ჩემმა გახდომამ ფურორი მოახდინა, სხვებისთვისაც სტიმული გახდა. არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ, მაგრამ იგივეს განმეორებას დიდი ნებისყოფა და სხვა ფიზიკური ძალა სჭირდება. ზღვა ენერგია მაქვს. მე რომ მთელი ცხოვრება ვვარჯიშობდი დღეს მომცა შედეგი. ყველაფერი კი მაინც ტვინიდან მოდის. მოტივაცია და სტიმული რომ გაქვს, აუცილებლად აღწევ იმას, რაც გინდა. ჩემს თავს კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ შემიძლია. ცხოვრება ბრძოლაა და თუ არ იბრძოლე... ახლა თითქმის იმ წონაზე ვარ, რაც თითქმის ათი წლის წინ ვიყავი. ის ტანსაცმელი, რომელიც მაშინ მეცვა და დაკეცილი მქონდა, ახლა კარგად მაქვს. ეს 38 ზომაა, სამი ზომით ნაკლები, ვიდრე აქამდე ვიცვამდი. შეიძლება ისე ძალიან არ მეტყობა, მაგრამ ეკრანზე უფრო შესამჩნევია. ახლა უკვე წონას ვინარჩუნებ. შეიძლება ორ დღეში ერთხელ ვჭამო ან ორჯერ. ორგანიზმს დიდი სტრესი მივაყენე და მინდა ნელ–ნელა მივაჩვიო რეჟიმს. ვიკვებები ყველაფრით – ხაჭაპურით, ხინკლითაც, მაგრამ ცოტას ვჭამ. მე რამაც მომამატებინა არის ის, რომ ღამით არ მძინავს და ტელევიზორთან წამოწოლილი სულ სასუსნავს გეახლებოდით. თან იმ დროს შევეშვი ვარჯიშს და დამეტყო კიდეც.
მამულიჩა: მემგონი ამ ფილმზე და კონცერტზე არ ლაპარაკობენ იმდენს, რაც ლელას სიგამხდრეზე.
"ეს ბიჭი ამ როლისთვის შესაფერისიაო"
ლელა წურწუმია: როცა უკვე ფილმის გადასაღებად ყველაფერი მომწიფდა, უკვე დავიწყეთ ჩემი გმირის პარტნიორის ძებნა. უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა, სასურველი იყო, რომ ცნობილი სახე არ ყოფილიყო. გოგა გველესიანმა მითხრა, სამეფო უბნის თეატრში და მარჯანიშვილში ერთი ახალგაზრდა საინტერესო მსახიობია, გიზო ჟორდანიას ჯგუფი დაამთავრა და სპექტაკლში "მახინჯი" პაატა ინაურიც და კატო კალატოზიშვილიც ერთად ნახეო. დათო ბეჟტაშვილმა ნახა ორივე, ფოტოსესია გააკეთა და უცხოეთიდან რომ ჩამოვედი, დამახვედრა. პაატა ინაური მამულიჩამ თავისი თვალით შეაფასა – ეს ბიჭი ამ როლისთვის შესაფერისიაო. პაატა დამტკიცდა როლზე. კარგი არჩევანი გავაკეთეთ. ნიჭიერია და კარგი ვიზუალი აქვს. ცხოვრებაში ძალიან მორიდებულია, მაგრამ როგორც კი ზაზა იტყოდა "მატორ", აბსოლიტურად სხვა ადამიანი ხდებოდა. ფილმის გმირი 22 წლისაა, მაგრამ პაატა თავისი საქციელით, თამაშითა და დამოკიდბულებით 30 წლის გეგონებათ.

პაატა ფილმში ნიკას როლს თამაშობს. სტუდენტი ნიკა ფოტოგრაფიითაა გატაცებული. მას ლელას გმირი უყვარდება. ფინალი ტრაგიკულია. ეს
პაატას კინოდებიუტია.
პაატა ინაური: გამიმართლა და მიხარია, რომ ზაზას ფილმში მოვხვდი. ლელა წურწუმია ძალიან ნიჭიერი ადამიანია, როგრც მსახიობი და როგორც მომღერალი. ჟანრი ლოლაშვილი მამაჩემის როლს თამაშობს, უნიჭიერესი ადამიანია და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან საინტერსო იყო მიშა გომიაშვილთან, ნატო მურვანიძესთან ერთად თამაში. ბევრი რამ შმმატა ასეთ ნაღებში მუშაობამ. ძალიან ვღლავ როგორ მიიღებს მაყურებელი, მაინტერესებს როგორ თვითშეფასებას გავაკეთებ.
"ჩვენი 26–წლიანი მეგობრობა სხვანაირად იგრძნობა მუსიკაში"
–ლელა, ამ ფილმით ახალი ეტაპი იწყება შენს კარიერაში?
–კი, ეს ახალი ეტაპია. დიდი როლია. ჩემი გმირი ქეთი, მომღერალი და მსახიობია. ბევრი საერთო მასთან არ მაქვს. მისი ცხოვრების წესი განსხვავდება ჩემი ცხოვრების წესისგან. ძალიან დადებითი გმირია. ფილმი ადამიანური და თბილია. საკმაოდ სევდიანია. სერიოზული როლი მაქვს. მე ჩემი შეხედულებები მქონდა გმირზე. ზაზამ მომცა იმის საშუალება, რომ მეთამაშა ისე, როგორც ამ ფილმს სჭირდებოდა. ვფიქრობ ძალიან კარგი ფილმი გამოვიდა და შედეგიც არ დააყოვნებს.

რაც ყველაზე მთავარია ძალიან მაგარი მსახიობები თამაშობენ. ჟანრი ლოლაშვილი, ნატო მურვანიძე, მიშა გომიაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი. ფილმის ოპერატორი გიორგი ბერიძეა, მხატვარი გოგი მიქელაძე, კოსტიუმების მხატვარი ქეთი ფალავანდიშვილი, გრიმზე მადონა ჭანტურიამ იმუშავა, რეჟისორის ასისტენტი გია გოგელია გახლავთ. არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო და მენატრება ამ ხალხთან მუშაობა. ფილმი მინიმალურ დროში, თვენახევარში გადავიღეთ.
მუსიკა რუსა მორჩილაძემ ფილმის გადაღების დროს დაწერა. მე მქონდა ამ მუსიკის ჩანაწერი. ამ მუსიკამ განაპირობა ჩემი დამოკიდებულება ჩემი გმირისადმი. ქეთი ფილმში რუსას სიმღერებს მღერის. ჩვენი 26 წლიანი მეგობრობა სხვანაირად იგრძნობა რუსას მუსიკაში. რუსას ვუთხარი შენ კინოსთვის უნდა წერო მუსიკა–მეთქი. პირველად იმუშავა კინომუსიკაზე, პროდიუსერს მე ვთხოვე, რომ რუსას დაეწერა მუსიკა. ერთ–ერთ სიმღერაზე – "დარჩი ჩემთან" გადავიღე ფილმის საუნდტრეკი, რომელიც პრემიერის დღეს "რუსთავი 2"–ის ეთერში დატრიალდება. ფილმის მუსიკალური გახმოვანება ჩემს სტუდიაში "ლელა წურწუმია და კომპანიში" მოხდა. არანჟირება ვალერი სარქისოვს ეკუთვნის. მოკლედ ვნერვიულობ მაყურებელი როგორ მიიღებს.
მამულიჩა: რეჟისორს ძალიან მოეწონა ლელასთან თანამშრომლობა და მსახიობების აზრიც მოვისმინე. მიშა გომიაშვილს შემთხვევით შევხვდი, ასეთ ქალბატონთან მე ჯერ არ მითამაშიაო, მითხრა. მისი ეს ნათქვამი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მიშა ერთ–ერთი საუკეთესო მსახიობია საქართველოში. მოკლედ პრემიერაზე მივალ და ვნახავ, მაინტერესებს.
"მამულიჩა უკვე დიდი ხანია მაბავს, რომ კონცერტი გავაკეთო"
საკონცერტოდ რეპეტიციებს ლელა მუსკომედიის თეატრში იწყებს. რეჟისორი დათო დოიაშვილია. დოი ლელას მეჯვარეა. ყველა სოლო კონცერტი სწორედ მისი ხელმძღვანელობით დადგმულა. სიმფონიური ორკესტრი, ბენდი, დუეტები, ძველი ჰიტები ახალი ინტერპრეტაციებით... ეს ყველაფერი ახალი დუეტების თანხლებით იქნება წარმოდგენილი. ლელა იმღერებს გიო ხუციშვილთან, თეატრალურ კვარტეტთან და "შვიდკაცასთან" ერთად. მუსიკალური ვერსიის ავტორი დათო მაზანაშვილია, სატელევიზიო ვერსიას დათო გერსამია გადაიღებს, სცენის დიზაინი მამუკა ტატუნაშვილს ეკუთვნის, ფოტოსესიას ჯიჯი რეჯინი აკეთებს. კონცერტზე მეტწილად რუსა მორჩილაძის სიმღერები შესრულდება, სულ 18 სიმღერა. კოსტიუმებს ნინო ხიჯაკაძესთან ქმნის. ქალბატონები, რომლებიც სცენაზე ბექვოკალში სამღერლად გამოვლენ დრესკოდი გრძელი კაბა ექნებათ.
ლელა: ისევ დოიმ დამღუპა. 2002 წლის 17 თებერვალს, როცა მარიკო გავაჩინე, ერთი თვის იყო დათო დოიაშვილი მამულიჩას შეეკრა – შენი კონცერტი უნდა გავაკეთოთო. არ ვარ ფორმაში–მეთქი. არვიცი როგორ მოხდა 20 მაისს სპორტის სასახლეში ჩემი სოლო კონცერტი დაინიშნა. კონცერტამდე ერთი კვირით ადრე ანემია დამემართა. ერთ–ერთ კლუბში სიმღერისას იდაყვის ქვემოთ ხელები და ცხვირის ქვემოთ მთელი ყბა გამეთიშა. კლინიკაში წამიყვანეს და ორგანიზმის ტემპერატურა 35 მქონდა ხოლო წნევა 70–50–ზე. ანემიური ფონი მქონდა. სცენის შუქზე გონებას ვკარგავდი. კონცერტზე უბეში ნიშადურის სპირტით გაჟღენთილი ბამბა მედო, საბალეტო დასი გაფრთხილებული მყავდა გულის წასვლის შემთხვევაში სცენიდან ისე გავეყვანე, რომ მაყურებელს არაფერი გაეგო, მაგრამ სიმღრის დროს სისხლი ხომ მაწვება თავში, ამან გამაძლებინა. თორემ კამერა რომ მომანათეს წავბარბაცდი. მერე გაკეთდა კიდევ ერთი კონცერტი, მერე ბენდთან ერთად კონცერტი. მამულიჩა უკვე კარგა ხანია "მაბავს", რომ კონცერტი გავაკეთო. არ ვარ ფორმაში არც ფიზიკურად, არც მორალურად გადაღლილი ვარ, პატარა ბავშვიც არავარ–მეთქი ვუთხარი. ფილმის გადაღებების მერე დანას თუ გამომისვამდა ყელში აღარ მეგონა. დამინახა ფორმაში და სოლო კონცერტიო! რამეზე თუ ვიტყვი "არას" ხომ ვიცი რა ხარისხში ვამბობ არას. თუ არ მინდა ვერავინ გამაკეთებინებს. სოლო კონცერტი არ მინდოდა–მეთქი მოგატყუებთ. დიდი ხანია ასეთი კონცერტი არ გამიმართავს. ძალიან მეხმარება თბილისის მერია. მინდა ისეთი კონცერტი გამოვიდეს როგორც 2000 წელს იყო, დღმდე რომ ახსოვთ.
–კონცერტის შემდეგ ალბათ გვარიანად დაისვენებთ?
–ვამბობ, კონცერტის მერე ფეხს რომ დავკრავ, ვერ მიპოვით–მეთქი.

Комментариев нет:
Отправить комментарий