საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ
გუნდი ფილმისათვის პროდიუსერმა დავით ბეჟიტაშვილმა შეკრიბა – დაწყებული რეჟისორიდან – ზაზა ურუშაძიდან, ოპერატორით – გიორგი ბერიძეთი და ფილმის დირექტორით კოტე ტურიაშვილით დამთავრებული.– ბევრ სკეპტიკოსს ალბათ კოვზი ნაცარში ჩაუვარდება, ვისაც ლელას სამსახიობო მონაცემებში ეჭვი შეეპარება. ფიქრობენ, რომ ლელა მხოლოდ მომღერალია და არ იციან, რომ პროფესიით მსახიობია. არცერთ სცენაში, არცერთ ეპიზოდში ლელა არ არის ყალბი – ამბობს პროდიუსერი.
ფილმში არცერთი რეკლამა არ დევს. პროდიუსერის თქმით, "ბოლო წლების ქართული ფილმები, რომ უყურებ არის ერთი სარეკლამო რგოლი. ეს კი არის ფილმი, რომელშიც არცერთი რეკლამა არ არის და ფილმს არ ჰყავს სპონსორი. არადა რომ უყურებ შთაბეჭდილება გექმნება, რომ ძალიან მსხვილბიუჯეტიანი ფილმია".
ბილეთები პრემიერამდე ათი დღით ადრე გაიყიდება. ნოემბერში ფილმი ჯერ გოას 42 საერთაშორისო ფესტივალზე გააქვთ, შემდეგ კი დუბაის კინოფესტივალზე.
პაატა ინაური – დებიუტანტი ფილმიდან "დარჩი ჩემთან..."
-ფილმით "დარჩი ჩემთან" ქართულ კინოში ჩვენ ვაბრწყინებთ ახალ ვარსკვლავს, რომელზეც ამ ფილმის შემდეგ ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. მე მინდა ეს სიტყვები კარგად დაიმახსოვრონ თქვენმა მკითხველებმა – ასე "დაგვემუქრა" ფილმის პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი.ეს ქება დიდება კი პაატა ინაურის მისამართით ითქვა. პაატა მელოდრამაში მთავარ როლს ასრულებს, ლელა წურწუმიას პარტნიორია. ეს ის პაატაა, ლელამ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში რომ არაერთხელ ახსენა.
"დარჩი ჩემთან" პაატას კინოდებიუტია. ძალიან მოეწონა კინოში თამაში.
"გადასაღებ მოედანზე ყოფნა ერთი დიდი ბედნიერებაა, მითუმეტეს ზაზა ურუშაძე თუ გიღებს, დაღლას ვერ ვგრძნობდიო", - მითხრა დებიუტანტმა მსახიობმა.
ფილმის პრემიერამდე დღეებს ითვლის. ინტერვიუს "იძულების წესით" იძლევა. არ მიყვარს მორიდებული ადამიანი ვარო, თავს იმართლებს. ფილმში მისი შეყვარებულიც თამაშობს. კატო კალატოზიშვილი ფილმისთვის პაატასთან ერთად შეარჩიეს. ისინი ჯგუფელები არიან. პირად თემაზე ჩემი რესპოდენტი ბევრს არაფერს ჰყვება. აღიარებს მხოლოდ იმას, რომ შეყვარებულია. რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულებს ფილმშიც აქვთ გადაკვეთის წერტილი, თუმცა კატოს გმირს ცალმხრივად უყვარს.
ერთი წლის წინ გიზო ჟორდანიას ჯგუფი დაამთავრა. გამიმართლაო, ამბობს. პედაგოგმა სტუდენტები პირველი კურსიდან მარჯანიშვილის თეატრში მიიყვანა და პატარ–პატარა როლებში გადანაწილდნენ. სამეფო უბნის თეატრში ჯგუფელმა და მეგობარმა დათა თავაძემ პაატა ორ სპექტაკლში ათამაშა – "სხვისი შვილები" და "მახინჯი". სწორედ ამ უკანასკნელ სპექტაკლში აღმოაჩინეს იგი. როლანდ ოქროპირიძემ დათო ბეჟიტაშვილთან გაუწია რეკომენდაცია, გოგა გველესიანმა კი – ლელა წურწუმიასთან.
დათო ბეჟიტაშვილი: ჩემი ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ფილმის მთავარი გმირი არ უნდა ყოფილიყო საზოგადოებისათვის ცნობილი და გაცვეთილი
სახე. არ უნდა ყოფილიყო ფილმში გადაღებული, მაგრამ აუცილებლად უნდა ყოფილიყო პროფესიონალი მსახიობი. რამდენიმე მეგობარმა მირჩია მენახა პაატა ინაური, მათ შორის როლანდ ოქროპირიძემ. ამას დაემთხვა ისიც, ლელამაც იგივე მთხოვა, გოგა გველესიანი აქებს პაატა ინაურს და გენახაო. ასე ერთხმად დავამტკიცეთ მთავარ როლზე.
პაატა ინაური: მე ბედნიერი ვიქნები თუ ის გამართლდა, რაც დათომ მიწინასწარმეტყველა. ქასტინგის მერე ძალიან ვნერვიულობდი. ტელეფონი ხელში მეჭირა და ზარს ველოდებოდი. მერე დათომ დამირეკა. ზარი იყო ლელასგანაც, დაგამტკიცესო. გამიხარდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვიყავი. სხვათაშორის ზაზა ურუშაძის ფილმ "სამ სახლში" ძალიან ეპიზოდურ როლში – გამვლელი ჯარისკაცის როლში ვარ. ზაზას გავახსენე და ბევრი ვიცინეთ. ზაზა ყველაფერში დამეხმარა, უნიჭიერესი კაცია. ვენდობი, სხვანაირად არ გამოდის. ერთად გამოვძერწეთ ჩემი როლი. ჩვენ დავმეგობრდით.
ზაზა ურუშაძე: პაატას "სასაცილო იხვი" დავარქვი. თმა არ უსველდება, წარმოგიდგენიათ? იხვი ხომ არ სველდება, ასეთი უცნაური თმა აქვს. მობილურში მისი ტელეფონის ნომერიც ამ სახელით მაქვს შეტანილი. წვიმის სცენაში თმა მშრალი უჩანდა, არადა გრიმიორმა მითხრა იმდენი წყალი მაქვს დასხმულიო... მართლაც, თავი რომ გაიქნია იმდენი წყალი გაასხა. ამ დროს არ ეტყობოდა. ძალიან კარგი ბიჭია, ნიჭიერი. თავი კარგად გაართვა. ნერვიულობდა და კარგად წამომყვა.
–პაატა, ლელამ თქვა, მორიდებულია, მაგრამ საკმარისი იყო რეჟისორს "მატორ" დაეძახა, რომ უკვე სხვანაირი ხდებოდაო. თრეილერში ვნახე, კოცნის
კადრები გაქვთ. გაგიჭირდა ამ სცენის გადაღება?
–გამიჭირდა... რას წარმოვიდგენდი ლელას ვაკოცებდი, მაგრამ უნდა
–გამიჭირდა... რას წარმოვიდგენდი ლელას ვაკოცებდი, მაგრამ უნდა
გადაგვეღო. ლელა მაშინვე დამიმეგობრდა, თქვენობით ნუ მელაპარაკებიო გამაფრთხილა. რომ არ დავმეგობრებულიყავით გაგვიჭირდებოდა ერთად თამაში, უმეტესი სცენები ერთად გვაქვს. საოცარი მსახიობების ნაკრები თამაშობს. ვიცნობდი მხოლოდ ნატა მურვანიძეს, ჩემი მეგობრის დედაა. ერთი გადასაღები დღე გვქონდა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
–დასამახსოვრებელი რა იყო შენთვის?
–ყველაზე მეტად მახსოვს მიშა გომიაშვილთან ერთად გადაღებული სცენა – წვიმაში ვჩხუბობთ. ბევრი დუბლი გადავიღეთ. ძალიან დავიღალეთ. ღამე ბევრჯერ დავსველდით და ისე დავიღალეთ, ვერ ვსუნთქავდით. მიშა დამეხმარა, დარტყმის ტექნიკას მასწავლიდა. კარგად მახსენდება კარგი სცენაა. ყოფილა სცენა თითქოს ადვილად გადასაღები, მაგრამ რამდენიმე დუბლი დამჭირვებია, ძნელი – პირიქით ადვილად გადამიღია. კინო სხვა ესთეტიკაა, ვერ გაიგებ. ზაზა მეუბნებოდა, ბებერივით დადიხარო და ბევრჯერ მომიხდა სიარულის დუბლის გადაღება. მანქანას ცუდად ვატარებ. ფილმში მომიხდა საკმაოდ ძვირადღირებული მანქანის ტარება და მეშინოდა ეს მანქანა თუ დავამვრიე ჩემი ჰონორარი ამას არ ეყოფა–მეთქი. ლელაც შეშინებული იყო, მაგრამ ტრასაზე ნორმალურად გავიარე. დიდი ოჯახი იყო. ყველა დავმეგობრდით. 33 გადასაღები დღიდან 27 დღე მე მიღებდნენ, დღე და ღამე ერთად ვიყავით. წარმოიდგინეთ ერთმანეთი როგორ შეგვიყვარდა. ზაზამ მითხრა ფილმი რომ გამოვა, მერე უფრო იგრძნობ გადაღებების მონატრებასო. მინდოდა არ დასრულებულიყო და მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო გადაღება.

ზაზა ურუშაძის დატვირთული წელიწადი – სამი ბედნიერება
ზაზა ურუშაზეს ყველაზე დატვირთული წელი აქვს. ერთ წელში სამი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება ძალიან ბევრია.
–მე კი მიხარია, ვგიჟდები გადაღებაზე. ამით ვცოცხლობ. ბედნიერი ვარ როცა ვიღებ. პაუზა ამ ბედნიერების მოლოდინია. კინო ყველაფერია ჩემთვის – აცხადებს რეჟისორი.
ამ ბედნიერების მოლოდინის განცდა სამჯერ ჰქონდა. მაისში "დარჩი ჩემთან" გადაიღო. პირველ ოქტომბერს "გასეირნება ყარაბაღში – 3"–ს გადაღებას იწყებს, დეკემბერში კი ესტონეთთან და ავსტრიასთან ერთობლივი ფილმი – მტრები, იგივე მანდარინები უნდა გადაიღოს.

ზაზა ურუშაძის "სამი სახლი" ჩემი საყვარელი ფილმია. ეს ერთი ფილმი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ რეჟისორის შემდეგ ნამუშევრებს დიდი ინტერესით ჩაუსაფრდე. "სამი სახლი" თავადაც უყვარს. ბევრჯერ მაქვს ნანახი. როცა აჩვენებენ არ მრცხვენიაო, ამბობს.
ოთარ იოსელიანის და ლანა ღოღობერიძის სტუდენტი იყო. ფილმ "რვანახევარიდან" მიღებული საშინელი შთაბეჭდილება დღემდე ახსოვს. რეჟისორი ახლა 44 წლისაა. ის კინოთი ცხოვრობს.
ოთარ იოსელიანის და ლანა ღოღობერიძის სტუდენტი იყო. ფილმ "რვანახევარიდან" მიღებული საშინელი შთაბეჭდილება დღემდე ახსოვს. რეჟისორი ახლა 44 წლისაა. ის კინოთი ცხოვრობს.
თეატრალურ სამყაროში 16 წლის ასაკში მოვხვდი. ამ სამყაროში შესვლა ყველას უნდოდა. ლანა ღოღობერიძის სახელოსნოს სტუდენტი გახლდით. მონტაჟი ოთარ იოსელიანმა მასწავლა. 21 წლის ასაკლში უკვე სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მქონდა გადაღებული. ხელობა ვისწავლე. პირველი სეროზული წარმატება 1998 წელს გადაღებულ ფილმს "აქ თენდება" მოჰყვა. ფესტივალები მოიარა და "ოსკარზეც" იყო წარდგენილი. უცხოურენოვან ფილმების ხუთეულში მოხვედრას ცოტაღა დააკლდა.
2002 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გახდა. პოსტი ორწელიწადნახევარი ეკავა, თუმცა დიდად არ სიამოვნებდა. იმ პერიოდში დაიწყო და ხუთი წელიწადი იღებდა ფილმს "ცხელი ძაღლი".
დირექტორობის დროს "მატორის" დაძახება მენატრებოდა. ჩემთვის სხვა საინტერესო საქმე არაფერი არსებობს. თუმცა ამ სერიალმა შემივსო კინოს გადაღების სურვილი. კი იყო სერიალი, მაგრამ მხატვრულ ფილმს ჰგავდა. მოკლედ კინოს გადაღება მომენატრა და გადავდექი.
ამ დროს 2006 წელს ეროვნულ კინოცენტრში შეაქვს სცენარი – "სამი სახლი" და სახელმწიფო დაფინანსებას იღებს. ფილმის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და რეჟისორი თავად არის. თანაპროდიუსერები არჩილ გელოვანი და ლევან კორინთელი არიან.
"ფილმი როტერდამის კონკურსში წაიღეს, თუმცა ჩვენ ვენეციის კინოფესტივალს ვუმიზნებდით. მონრეალში "სამი სახლის" მსოფლიო პრემიერა მოეწყო. მოკლედ, ფილმი კი საფესტივალოა, მაგრამ არ იყო კონკურსებში, შეგნებულად აღარ წარვადგინე ფესტივალებზე. მეორეხარისხოვან ფესტივალებზე მისი გატანა არ მინდოდა. მთავარი ჩემთვის არის ის რეაქციები, რაც ფილმს უცხოეთში მოჰყვა. მონრეალში ხუთი ჩვენება იყო და დარბაზი გადავსებული იყო.

"დარჩი ჩემთან" – ფრანგულ მელოდრამას ჰგავს
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მელოდრამას გადავიღებდი, თან ასეთ ბანალურ სიუჟეტზე. პროფესიონალურად დამაინტერესა, როცა ბანალურია სიუჟეტი, შეიძლება თუ არა მისი გემოვნებით გადაღება–მეთქი. ვფიქრობ, ძალიან "საკასო" ფილმი გამოვიდა. საქართველოში კომერციული ფილმი რატომღაც იგივდება უხარისხოსთან. არადა, კომერციული ფილმი საზღვარგარეთ პროფესიონალურთან ასოცირდება.
–რას იტყვით გუნდზე?
–ბევრ ქართველ მსახიობს ფილმში თამაში რატომრაც უჭირს. მე ლელას თამაშის მეშინოდა. სამსახიობო კი აქვს დამთავრებული, მაგრამ მაინც მომღერალია. თან აქ ისეთ მსახიობებთან ერთად თამაშობს. მაგრამ საერთოდ არ არის ყალბი. ლელამ ძალიან გაამართლა. კმაყოფილი ვარ, კარგი გუნდი მყავდა. ყველაზე რთული ღამის გადაღებები იყო, 90 % ღამით გადავიღეთ. ღამის კადრები კი ძალიან უხდება ფილმს, მაგრამ რთულია სამუშაოდ. ექვსი საათი გაქვს გადასაღებად და თან ჯგუფი იღლება. ღამე არ ვიძინებდით. მერე ჩვეულებრივ რეჟიმზე ძლივს გადავეწყვე.
–ამერიკულ მელოდრამას ჰგავს თუ ფრანგულს?
–მე მგონი, უფრო ფრანგულს. ძალიან სამაყურებლო ფილმია. ემოცია მოდის. რამდენიმე ადამიანს ვაჩვენე და ცოტა სატირალი ფილმია. ეგ დავალება მქონდა და მგონი შევასრულე. უგემოვნო არ არის.
–როდის ხვდებით ფილმი კარგი რომ გამოდის?
–გადაღება როგორც კი იწყება, პირველივე დღეს ვხვდები. ამას ალბათ ინტუიცია მკარნახობს. როგორც იწყება, მერე ისე მიდის.
–რეჟისორებს თავიანთი "წიკები" აქვთ. თქვენ რა "წიკი" გაქვთ?
–ახლა დავაფიქსირე. ერთი შავი "ჟაკეტი" მაქვს და გადაღებაზე სულ მაცვია. (ზაფხულში არა, რათქმაუნდა). მერე ჯგუფის წევრებმა მითხრეს სულ ეს გაცვიაო და მერე დავაფიქსირე. გაცნობიერებულად არ ვიცვამდი. არ ვარ ცრუმორწმუნე, მაგრამ ეტყობა ადამიანს მაინც აქვს დაცდილი რაღაცეები. ეს "ჟაკეტი" შვიდი წელია მაქვს. კიდევ ყავა უნდა მქონდეს. არ მიყვარს რაღაცაზე რომ ვარ დამოკიდებული მაგრამ გადაღებების დროს ბევრ ხსნად ყავას ვსვამ. ერთი მსახიობი მოვიდა და მითხრა, მე მივხვდი საიდან გაქვს ენერგიაო. ეს მითხრა იმიტომ რომ გადაღების დროს ღამე არ მეძინება, სულ ენერგიაზე ვარ. დაღლის უფლება არც მაქვს. რომც ვიღლებოდე ფსიქოლოგიურად ისე ვარ განწყობილი, თუ საშინლად არ გიყვარს ეს პროფესია არ გამოვა. გამნათებელმაც სასწაული მონდომებიტ უნდა იმუშაოს და მძღოლმაც. ერთმა ადამიანმა შეიძლება გააფუჭოს ჯგუფის სიტუაცია, ტემპი და განწყობა დააგდოს.
"მტრები, იგივე მანდარინები"
რეჟისორმა შარშან სცენარზე "მტრები, იგივე მანდარინები" დაფინანსება მოიგო. პროექტი ლოს–ანჯელესში ხუთ საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა.
–პრიზად სიმბოლური თანხა ავიღეთ. ფილმის თანაპროდიუსინგში ესტონეთთან და ავსტრიასთან ერთად ამერიკაც სიმბოლური თანხით შემოვიდა. ფილმისთვის გურიაში, კერძოდ სოფელ ნატანებში სერიოზული დეკორაცია ავაშენეთ – სახლები ავაგე, ჭაობი დავაშრე, გზები გავიყვანე, მანდარინის ბაღები გავაშენე. აფხაზური გარემო შევქმენით. ძალიან სერიოზული დეკორაციაა და გადაღების დაწყებამდე მცველები დავუყენე. გადაღებას დეკემბერში ვიწყებთ. ფილმი აფხაზეთის ომის პერიოდზეა. აფხაზეთში ესტონური სოფელი ესტონკა არსებობდა. 150 წელი ცხოვრობდნენ ესტონელები ამ სოფელში. სოფელი ომის დროს გახიზნეს, მაგრამ არმდენიმე ადამიანი დარჩა. ისინი სიტუაციამ დაფანტა, ადგილს მოწყვიტა. ფილმი ამ ადამიანების ტრაგიკულ ბედზეა, რომლებიც მოხვდნენ იმ ადგილას, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ. ღირებულებების ერთგულებაზეა... გმირი ესტონელია. ფილმში სულ კაცები თამაშობენ. ბოლოს მთავარ გმირს ფოტოთი უყვარდება ქალი. ასეთი უცნაური ისტორიაა.
სანამ გურიაში მოწყობილ აფხაზეთში ზაზა ფილმის გადასაღებად გაემგზავრება, მანამდე "გასეირნება ყარაბაღი 3" –ს იღებს. ფილმის პრემიერა ზამთარში იგეგმება. "ყარაბაღში" მსახიობების თითქმის იგივე შემადგენლობა თამაშობს. "თანამედროვე დროა და ფილმის ფინალში აგვისტოს ომი იჭრება. სცენარი, მგონია, რომ საინტერესოა. მასზე უტა ბერაიამ და ირაკლი სოლომონაშვილმა იმუშავეს, პროდიუსერი კი ისევ და ისევ ლევან კორინთელია.
თამარ გონგაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий