david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

пятница, 30 сентября 2011 г.

"დარჩი ჩემთან" – ფილმის პრემიერა და მაყურებელთა შთაბეჭდილებები

29 სექტემბერს, კინოთეატრ “რუსთაველში” ახალი ქართული ფილმის „დარჩი ჩემთან“ დახურული ჩვენება გაიმართა. ზაზა ურუშაძის მელოდრამის გამოსვლას ქართული პუბლიკა ჯერ კიდევ ზაფხულში ელოდა, მაგრამ ფილმის დასრულება მხოლოდ სასექტემბროდ მოხერხდა.
გადაღებები ამ წლის ზაფხულში სულ რაღაც 33 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. თამარ ბართაიას სცენარის მიხედვით გადაღებულ სურათში მთავარ როლს მომღერალი ლელა წურწუმია ასრულებს, დებიუტანტია მისი კინოპარტნიორი პაატა ინაური, რომელსაც სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში პირველად ერგო როლი.

როგორც უკვე ცნობილია, ფილმი კაბარეს მომღერალი ქალისა და ახალგაზრდა ბიჭის წინააღმდეგობებით სავსე სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს სევდიანი დასასრულით. დაძლევს თუ არა წყვილი ამ წინააღმდეგობებსა და რამდენად სევდიანი აღმოჩნდება მართლაც ფილმის ფინალი, ქართველ მაყურებელს შეუძლია დღეიდან თავად გაარკვიოს საქართველოს კინოთეატრებში.
რეჟისორი, რომლისთვისაც „დარჩი ჩემთან“ პირველი მელოდრამატული ნამუშევარია, ფილმს სამაყურებლოს უწოდებს და თვლის, რომ მაყურებელი აუცილებლად დაინტერესდება, რადგან სურათი ემოციურობასთან ერთად მაღალპროფესიონალურად შესრულებულიცაა.
ფილმის პროდიუსერის დავით ბეჟიტაშვილის აზრით, განსაკუთრებით დიდ თანაგრძნობას ფილმის მთავარი გმირი ქართველ ქალბატონებს შორის გამოიწვევს.
თავად ზაზა ურუშაძე ფილმს ერთგვარ ექსპერიმენტად თვლის, რომელშიც ინტერესდება, შეძლებდა თუ არა თუნდაც ბანალური მელოდრამატული ისტორიისგან პროფესიონალურად შესრულებული და წარმატებული სამაყურებლო ფილმის შექმნას.
მაყურებელზე ორიენტირებულობის მიუხედავად, სურათს უკვე ამზადებენ საფესტივალო ცხოვრებისთვის.
ფილმის პროდიუსერის დავით ბეჟიტაშვილის თქმით, „დარჩი ჩემთან“ აუცილებლად გაიგზავნება დუბაის 41-ე საერთაშორისო ფესტივალზე. თუ ზაზა ურუშაძის წინა ფილმის, „სამი სახლის“ წარმატებებს გავითვალისწინებთ, ახალი მელოდრამის საფესტივალო მოლოდინები საკმაოდ დიდია.

ნახეთ სიუჟეტები


Комментариев нет:

Отправить комментарий