გაერთიანებულ "ავტორთა საზოგადოება"–ში უკვე 500–ზე მეტი ავტორია გაწევრიანებული. გაწევრიანება მარტივი ფორმით ხდება: ავტორი მიდის საზოგადოებაში, სადაც ფორმდება ხელშეკრულება სრულიად უსასყიდლოდ და ხდება დარეგისტრირება. ამის შემდეგ საზოგადოება იცავს მის უფლებებს. საზოგადოების ძირითადი საქმიანობა არის ის, იმ რომ მოსარგებლეებისაგან, რომლებიც იყენებენ ამათუიმ ავტორთა შემოქმედებით პროდუქტებს, აგროვებს ჰონორარს და უნაწილებს ავტორებს. ავტორის უფლებების დარღვევის შემთხვევაში იარსებებს ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ ავტორს შეეძლება შეატყობინოს ამათუიმ დარღვევის შესახებ.
რამდენიმე თვის წინ მოხდა "ავტორთა საზოგადოების" ახალი ხელმძღვანელობის არჩევა და ამჯერად ჩატარდება კრება, რომელზეც მოხდება ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება და რამდენიმე სიახლის წარდგენა.
ერთ–ერთი სიახლე არის ვებ–გვერდის პრეზენტაცია, სადაც პერსონალური ID ნომრის (სპეციალური ფანჯრის) მეშვეობით დარეგისტრირებულ ავტორს შეეძლება აკონტროლოს საკუთარი ფინანსური ოპერაციები, რომლებიც განხორციელდება მის სახელზე "ავტორთა საზოგადოება"– ში.
"ავტორთა საზოგადოება"–ში დარეგისტრირდა "რუსთაველი ჰოლდინგ კომპანი"–ს დირექტორი, პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი:
–ჩვენი თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მიმართული იყო ქართულ ინტერნეტ საიტებზე ფილმების მეკობრული წესით გავრცელების წინააღმდეგ. ჩვენ ერთი დღეც კი არ გავჩერებულვართ. საკმაოდ აქტიური კამპანიაა დაწყებული, რომელიც აუცილებლად მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ერთობლივი ძალით ამ სფეროში ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება სიტუაცია და მაყურებელი მიეჩვევა იმას, რომ ყველაფერი ნახოს ლიცენზირებული, ნახოს ხარისხიანი და ამ მხრივ გადარჩება ქართული კინოწარმოება და ზოგადად კინოც. რაც შეეხება პროდიუსერის რანგში, ყოველთვის თვალყურს ვადევნებ ამ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს და ბევრი მნიშვნელოვანი რამ არის დაგეგმილი.
როდესაც მე გავწევრიანდი ამ საზოგადოებაში, ყველა ის ფილმი, რომელიც მე გავაკეთე და სულ ახალი ფილმი, "დარჩი ჩემთან...", რომელზეც მუშაობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა და ჯერ არ გამოსულა ეკრანებზე, დავარეგისტრირე "ავტორთა საზოგადოება"–ში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშვიდად ვარ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი ფილმის უფლებები საიმედოდ იქნება დაცული.
შეკითხვაზე, თუ როგორ განხორციელდება კონტროლი ინტერნეტში დადებულ არალიცენზირებულ პროდუქციაზე, ავტორთა საზოგადოები ხელმძღვანელი გოგა კობალაძე პასუხობს:
–ჩვენ მნიშვნელოვანი კამპანია დავიწყეთ. შევხვდით ინტერნეტის წარმომადგენლებს, მსხვილი პორტალების წარმომადგენლებს, პროვაიდერებს და მათ შევთავაზეთ ქართული ინტერნეტის ლეგალიზების ერთგვარი გზა. თავდაპირველად ბაზარზე უნდა გაჩნდესახალი პორტალი, რომელიცლეგალურ საფუძველზე გაყიდის ამ პროდუქციას ანუ ფასიანი გახდება ეს ყველაფერი. უნდა იქნეს ბუნებრივი პირობები კონკურენციის იმიტომ, რომ არალეგალურ ვებ–გვერდებზე, რომლებიც ათავსებენ უხარისხო პროდუქციას, მოთხოვნა აღარ იყოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий