david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

среда, 26 сентября 2012 г.

რავი გუპტა საქართველოში


ინდური კინოს მოყვარულებსა და თუნდაც უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს ალბათ ახსოვთ, რომ 2008 წელს კომპანია "ბოლივუდ არტ ჯორჯიას" მოწვევით საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ინდური კინოკომპანია მუკტა–არტსის ხელმძღვანელი რავი გუპტა. 
 გაიმართა შეხვედრები თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებთან, ინდური ფილმის მოყვარულებთან, კინოსტუდია ,,ქართული ფილმისა” და სხვადასხვა ტელეკომპანიის ხელმძღვანელებთან. 
რავი გუპტამ საქართველოში სტუმრობისას დაათვალიერა თბილისი და სიღნაღი.  სიღნაღის ნახვისას ინდოელ სტუმარს საქართველოში ფილმის გადაღების იდეაც კი გაუჩნდა.
კინოსტუდია ,,გუპტა-არტსი ისეთი ცნობილი ფილმების ავტორია, როგორებიცაა: Ram Lakhan, Pardes, Taal, Rahul, Yaadein, Aitraaz, Kisna, 36 China Town, Apna Sapna Money Money, Good Boy, Bad Boy, Yuvvraaj...
 გთავაზობთ ფრაგმენტებს ინდოელი პროდიუსერის საქართველოში სტუმრობისას გადაღებული ვიდეომასალიდან. 

1 комментарий: