david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

вторник, 19 ноября 2013 г.

მითჰუნ ჩაკრაბორტის თბილისური ვიზიტი

  წარსდგენა არ სჭირდება მაგრამ მაინც წარვადგენ: ნამდვილი სახელი გაურანგა ჩაკრაბორტი, კინემატოგრაფში მითჰუნ ჩაკრაბორტად ცნობილი,  ჩვენი ინდური კინოს მოყვარულთათვის  (და არა მხოლოდ მოყვარულთათვის) - ჯიმიდ ცნობილი ინდოელი მსახიობი,  1950 წლის 16 ივნისს დაიბადა კალკუტაში, ღარიბ ოჯახში.
  კინოზე მეოცნებე ახალგაზრდა თავისი გარეგნობისა და პლასტიკის წყალობით მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა პუნის კინოინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც შემდგომ ოქროს მედალზე დაამთავრა. კინოში მისი დებიუტი ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში შედგა ფილმში "Do Anjaane". 
  1976 წელს კი ის პირველ პრემიას "ოქროს ლოტოს"-ს  იღებს  ფილმისათვის "Mrigayaa".
   250-ზე მეტ ფილმში შესრულებული მთავარი როლიდან ფილმი რომელმაც ჩაკრაბორტი ფაქტიუტად მეგავარსკვლავად აქცია როგორც ინდოეთში ასევე მის გარეთ,  1982 წელს გამოვიდა ეკრანებზე სახელწოდებით "Disco Dancer". დღესდღეობით ყველამ, მიუხედავად იმისა არის თუ არა დაინტერესებული ინდური კინემატოგრაფით - მითჰუნ ჩაკრობორტი სწორედ ამ ფილმით იცის და ამ ფილმით შეიყვარა.
  შორიდან დავიწყე, თუმცა სტატიის მკითხველებისათვის ერთი ბედნიერი დღის შეხსენება მინდა.  25 ოქტომბერს მსახიობის ქართველ ფანებს ოცნება აუსრულდათ.  თბილისში პირადი საქმეების გამო ჩამოსულ მსახიობთან მაყურებლის შეხვედრა მოხერდხა.  P.S. -ს ჯგუფმა და ინდური კინოს მცოდნემ, პროდიუსერმა დათო ბეჟიტაშვილმა  მჭიდრო გრაფიკიდან ერთი საათი გამოსტაცეს მსახიობს და ისიც ათონელის თეატრში,  თაყვანისმცემლებით სავსე დარბაზში ასობით ბედნიერი ადამიანის წინაშე აღმოჩნდა.  როგორც ჩანს ეს მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო.
  -ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ  როდესმე წავიყვანდი საღამოს რომლის სტუმარიც თავად მითჰუნ ჩაკრაბორტი იქნებოდა - აღნიშნა საღამოს ორგანიზატორმა და წამყვანმა დათო ბეჟიტაშვილმა და მისი მისალმების შემდეგ სცენა ინდური ცეკვის ანსამბლ ლაკშმის დაუთმო.
  მეგავ
რსკვლავის პირისპირ აღმოჩენილი ქართველი მოცეკვავეები თავიდან ცოტა არ იყოს დაიბნენ. მათ კარგად იცოდნენ რომ მათ წინაშე არა მხოლოდ მათი საყვარელი ეკრანული გმირი,  არამედ  ცნობილი რეალითი შოუს "Dance India Dance" -ს ჟიურის მთავარი წევრი იჯდა. მღელვარებამ მალევე გაიარა. მის განმუხტვაში ქართველ მოცეკვავეებს თავად მსახიობის კეთილი ღიმილი  და ცეკვის რითმებს აყოლებული მსახიობის თითები დაეხმარა.
  უფროს მოცეკვავეებს ანსამბლის პატარა მონაწილე ჩაენაცვლა, რომელიც ცეკვის დასრულებისას მსახიობმა თავისთან იხმო და გულში თბილად ჩაიკრა.    სტუმარს კიდევ ერთი ფანი, მსახიობი დათო როსტომაშვილიც მიესალმა. მან ჩვეული ხუმრობით მოუთხრო მსახიობს მისი ფილმების შესახებ გავრცელებული ანეგდოტები და მისი ყველაზე პოპულარული ფილმიდან სიმღერაც წაიმღერა.
  - მიხარია რომ აქ მოვხვდი და ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო, მე უნდა ჩამოვსულიყავი საქართველოში - მოგვიანებით აღნიშნა მსახიობმა და დარბაზში მსხდომ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მის დიდ თაყვანისმცემელს ქ-ნ იზა გველესიანს მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა რომ უამრავ სიურპრიზთან ერთად ეს საღამოც მისთვის დიდი სიურპრიზი იყო.
  სიტყვის დასრულების შემდეგ დათო ბეჟიტაშვილმა მას კიდევ ერთ სიურპრიზს დაპირდა და სცენაზე დარჩენა სთხოვა.
  არვიცი თავად მსახიობისათვის რამდენად სიურპრიზი იყო მისი ყველაზე ცნობილი ფილმების კლიპებიდან გაკეთებული პოპური, რომლითაც ანსამბლ ლაკშმის სოლისტმა შეეცადა მსახიობის წინაშე ეკრანულ გმირები გაეცოცხლებინა, მაგრამ დარბაზისათვის ნამდვილად დიდი მოულოდნელობა იყო მათ წინაშე აცეკვებული მსახიობი. ახლა მათ წინაშე გაცოცხლებული ეკრანული გმირი იდგა და ფეხზე მდგომი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს მოულოდნელ სანახაობას.
 საღამო ცხადია მაყურებელთან პირისპირ შეხვედრით, სამახსოვრო ფოტოების გადაღებითა და ავტოგრაფების დარიგებით დასრულდა.
 ცხადია ყველა ინდური კინოს მოყვარულს, ვისაც შესაძლებლობა მიეცა დასწრებოდა ამ საღამოს, მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება სასიამოვნო მოგონებად საყვარელ მსახიობთან შეხვედრა.
  საკუთარი და მათი სახელით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი დათო ბეჟიტაშვილს ამ საღამოს ორგანიზებისათვის.

P.S.-ს სიუჟეტი მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით































Комментариев нет:

Отправить комментарий