david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

суббота, 5 апреля 2014 г.

ინდური კინოს ფესტივალი თბილისში


21-24 მარტს, კინოთეატრ "რუსთაველში" ბოლივუდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ინდური ფილმების ფესტივალი გაიმართა. 
ღონისძიება ინდოეთის საელჩოს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველო–ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.
 ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო უკანასკნელი წლების საუკეთესო ინდური ფილმები.
ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა 21 მარტს და მას ინდოეთის ელჩი საქართველოში სურეშ ბაბუ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია  და  საქართველო-ინდოეთის კულტურული ურთიერთობის ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრო.






ინდური ფილმების დიდ ეკრანზე ნახვას მონატრებულ მაყურებელთა შორის დარბაზში საქართველოში მყოფი ინდოელი ბიზნესმენები და საზოგადოების ცნობილი სახეებიც იყვნენ.
 ფესტივალის გახსნაზე მაყურებლისთვის განსაკუთრებული სიურპრიზები მომზადდა. ნაჩვენები იქნა 60 წლის წინ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ინდური კინოს ლეგენდების რაჯ კაპურის და ნარგისის საქართველოში სტუმრობას ასახავს. ასევე ინდური კინოს ქართველი თაყვანისმცემლებისათვის ცნობილი ვარსკვლავის მითჰუნ ჩაკრაბორტის მიერ სპეციალურად მომზადებული და გამოგზავნილი მასალაც აჩვენეს.
 ფესტივალის ორგანიზატორებმა ღონისძიების დაწყებამდე ინდური ტრადიციის თანახმად,  როგორც ახალი კეთილი საქმის საფუძვლის ჩაყრისას ხდება ხოლმე, ლამპარი აანთეს.




ფესტივალის ორგანიზატორების სიტყვით გამოსვლის შემდეგ მაყურებელმა 2013 წლის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი „ბაიკერები 3“ ნახა. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმებზე დასწრება მსურველთათვის თავისუფალი იყო.