david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

понедельник, 27 июня 2011 г.

რას ითხოვდა "გარიგების" გადაღებების დაწყებამდე გოგა პიპინაშვილი ფილმის პროდიუსერისგან

დათო ბეჟიტაშვილი "რუსთაველი ჰოლდინგ კომპანიის" კინოთეატრების მართვის დერექტორი გახლავთ შესაბამისად, ქართული კინოთეატრების ავან-ჩავანი მშვენივრად იცის. მას კარგად მოეხსენება, რა ფილმებზე დადის უფრო მეტად ქართველი მაყურებელი და როგორი ქართული კინოპროდუქცია მოსწონთ.
დათო ბეჟიტაშვილი საზოგადოებისთვის ინდური კინოს სიყვარულით გახდა ცნობილი. ის ბოლივუდის ხშირი სტუმარია. იცნობს აბსოლუტურად ყველა იქაურ ვარსკვლავს. მის ალბომში აიშვარია რაისთან გადაღებულ ფოტოსაც აღმოაჩენთ და ინდური კინოს სხვა ცნობილ სახეებთანაც, თუმცა ბოლო დროს ქართული ფილმების პროდიუსერობითაც დაკავდა.
დავით ბეჟიტაშვილის სახელმა სკანდალურ კონტექსტში მას შემდეგ გაიჟღერა, რაც მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა დათო ბეჟიტაშვილისთვის, როგორც "გარიგება 2"-ის პროდიუსერისთვის, ფილმის მეორე ნაწილში მისი ფოტოს გამოყენებისთვის სასამრთლოში ჩივილი დააპირა და ამის შესახებ მედიას აცნობა.
-გოგა პიპინაშვილის განცხადებამ მართალი გითხრათ, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და გაკვირვებული დავრჩი ამით. ეს საკითხი ფილმის გამოსვლიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ დააყენა. "გარიგება 2" კინოთეატრების ეკრანებზე 2011 წლის იანვრის ბოლოს გამოვიდა და მას შემდეგ სამჯერ აჩვენეს ტელევიზიით. დარწმუნებული ვარ მან 27 იანვარსვე იცოდა, რომ მისი ფოტო ჩანდა კადრში. რაც შეეხება თავად საკითხს _ ასეთი გამოცდილების მსახიობს დილეტანტიზმში ალბათ ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ მას ასეთი რამ არ უნდა ეშლებოდეს. საინტერესოა, რომ მას პრეტენზიები ჩემი მისამართით აქვს, თუმცა ფილმის მთელი საავტორო უფლებები ეკუთვნით ზაზა კოლელიშვილსა და მის მეუღლეს. ჩემი, როგორც პროდიუსერის მოვალეობაში შედიოდა ის, რომ ფილმი დაგვეფინანსებინა და გვეჩვენებინა მაყურებლისათვის, ასევე გავეყიდა. პროდიუსერი არ ერევა იმაში, რეჟისორი რას ჩასვამს ფილმში და რას არა. ბ-ნ ზაზას სრული თავისუფლება ჰქონდა მუშაობისას. რაც შეხება ფოტოს, ის არა გოგა პიპინაშვილის, არამედ მისი გმირის ფოტოა, რომელიც ოცი წლის წინ განასახიერა. ამაში ჰონორარი აიღო და იქ დამთავრდა მისი უფლებები ამ როლზე. გაგვიგია, რომ სცენარის ავტორს ჰქონდეს პრეტენზია საავტორო უფლებებზე ან კომპოზიტორს, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკაში არ მსმენია, რომ მსახიობს ჰქონდეს საავტორო უფლება როლზე. ეს კადრიც კი არ არის პირველი "გარიგება"-დან, არამედ რეკვიზიტია, ფოტო, რომელიც კედელზე კიდია. ფილმის მფლობელებს სრული უფლება ჰქონდათ, არა მხოლოდ გამოეყენებინათ ფოტო, არამედ სრულად კადრიც კი შეეტანათ. ამის შეთანხმება გოგა პიპინაშვილთან არანაირად არ იყო აუცილებელი.
როგორც მან მომიხსენია სხვადასხვა ეპითეტით მედიაში, როდესაც ვაი-პროდიუსერი მიწოდა, მე ისევე არ მოვიხსენიებ მას, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ამ ვაი-პროდიუსერმა, როგორც თავად ამბობს, გააკეთა ფილმი "გარიგება 2", რომელიც კინოგაქირავების ლიდერად იქცა, "ნიკო... აპლოდისმენტები"-ს შემთხვევაში კი მოგებაზე არც მიფიქრია...

ფილმ "გარიგება 2"-ს გადაღებებზე

არ ეწყინება ბ-ნ გოგას, მაგრამ მის საქციელს სხვა ახსნას ვერ მოუძებნი, მას ჩემი აზრით, აქვს შემოქმედებითი კრიზისი, აღარ იწვევენ ფილმებში, არც ახალ სპექტაკლებშია დაკავებული და არც "იუმორინას" ახალი პროგრამა გამართულა. მან ისევ და ისევ "გარიგების" ხარჯზე შეახსენა თავი საზოგადოებას. მადლობელი ვიქნებოდი ფილმის გამოსვლის პერიოდში რომ აეტეხა ეს ამბავი, რეკლამას ნამდვილად წაადგებოდა (იღიმება). ცალსახად ვაფიქსირებ და ვაღიარებ, რომ ის უნიჭიერესი მსახიობია თუმცა მაყურებლისათვის ცნობილი გახდა ზაზა კოლელიშვილის "გარიგებით" და "იუმორინაში" შესრულებული როლით. მას პოპულარობა სწორედ "გარიგებამ" მოუტანა. მინდა, მას დავუსვა კითხვები, რა თანხა მოითხოვა ამ ფილმში მონაწილეობისთვის, რატომ მოითხოვა ქართველი ბიზნესმენის ჩასმა ფილმში და რომელი მსახიობების გვერდით იუკადრისა მან მონაწილეობა, როდესაც მათი ვინაობა გაიგო? ამ კითხვებზე ალბათ მომდევნო ნომრებში მისცემთ საშუალებას მიპასუხოს და მერე მეც ვიტყვი ჩემს სათქმელს.
-რათქმაუნდა მივცემთ საშუალებას. გადავიდეთ თქვენს საპროდიუსერო მუშაობაზე. ასეა თუ ისე "გარიგება 2" კინომცოდნეებისა და გარკვეულწილად, მაყურებლის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
-არც უთქვამს არასდროს არავის, რომ ეს შედევრია და კინოფესტივალებზე უნდა წარგვედგინა, რომ ეს იყო მაღალმხატვრული ღირებულების ფილმი. ის იყო გათვლილი ფართო მაყურებელზე და წარმატებაც მიიღო. სცენარი და მისი გადაწყვეტა შემოქმედებითი ჯგუფის საქმეა, თქვენ ვერ მეტყვით, რომ ფილმს ცუდი პიარი ჰქონდა. თუმცა რამდენად გაამართლა ფილმმა მოლოდინი, ეს უკვე მაყურებლის შესაფასებელია. მე ჩემი მხრივ დავამატებ, რომ როდესაც ფილმი ტელევიზიით გავიდა, ყველა ქართული ფილმის რეიტინგი მოხსნა, ნახა დიდი რაოდენობით მაყურებელმა. კინოში კი იყო შემთხვევები, როდესაც რამდენჯერმე მოდიოდა ერთიდაიგივე მაყურებელი. ეს არ იყო ის ნამუშევარი, რომელზეც კინოკრიტიკოსების დადებით გამოხმაურებას ველოდით. არავის ვედავები ამაზე, ფილმი სუფთა კომერციული პროდუქტი გამოვიდა. ვფიქრობ, აქ არ იყო ის ტენდენცია, დედის გინება და ნარკომანიის თემა, რაც ბოლო დროს ქართულ კინოში გამოიკვეთა.
-თქვენი პირველი ფილმი, რომელსაც პროდიუსერობა გაუწიეთ, "ყველაფერი კარგად იქნება" იყო, რომელმაც ასევე კინომცოდნეების მძაფრი კრიტიკის დერეფანი გამოიარა.
-როდესაც "გარიგებას" ვაკეთებდი მიზნად დავისახე, რომ "ყველაფერი კარგად იქნება"-ს რეკორდი მოეხსნა კინოგაქირავების მხრივ. იცით რომ ბოლივუდთან კარგი კავშირები მაქვს. მორიგი მგზავრობის დროს ავთო ვარსიმაშვილიც წამოვიდა, ბომბეიში ბევრი შეხვედრები გვქონდა, ჩვენმა მასპინძელმა რავი გუფთამ, რომელიც ბოლივუდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, თავისი აგარაკი დაგვითმო გოაში რამდენიმე დღით. იქ ჩასულებმა ისეთი ამქვეყნიური სამოთხე ვნახეთ, რომ გავიჩნდა იდეა, იქ ფილმი გადაგვეღო. მეგონა ეს იდეა იდეად დარჩებოდა, მაგრამ დაახლოებით ათი დღის შემდეგ ავთო ვარსიმაშვილს "ყველაფერი კარგად იქნება"-ს სცენარი დაწერილი ჰქონდა. ინდოეთში გადაღების ნებართვა და ყველაფერი დანარჩენი საკუთარ თავზე ავიღე.

ფილმ "ყველაფერი კარგად იქნება"-ს გადაღებებზე


-ჩვენს ინტერვიუში ხშირად ახსენებთ სიტყვას კომერციული. თქვენი მიზანია ფილმი კარგად გაყიდოთ?
-რათქმაუნდა, თუმცა ნიკო გომელაურის შესახებ ფილმი აბსოლუტურად არაკომერციული მიზნით გაკეთდა. დოკუმენტური ფილმი პირველად ჩაეშვა კინოთეატრებში. ბედნიერი ვარ რომ გია ყანჩელმა თავად გამოთქვა ამ ფილმისათვის მუსიკის დაწერის სურვილი, ხოლო ნინა ჩოდრიშვილიუ სცენარით სწორედ ჩემთან მოვიდა. არაკომერციული-მეთქი, კი ვამბობ, მაგრამ ყველა კინოთეატრში გადიოდა და რამდენიმე იმ დროს გამოსული ქართული მხატვრული ფილმი ჩამოიტოვა. ვერ დავასახელებ, რომ მათ შემქმნელებს არ ვაწყენინო. ეს ფილმი ღირებულად მიმაჩნია.
-დათო, კინოკრიტიკოსები ბოლოდროინდელ ქართულ ფილმებში ყველაფერს იწუნებენ მსახიობების თამაშიდან დაწყებული სცენარით დასრულებული.
-ჩემგან ალბათ კრიტიკა არ გამოვა, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ზოგ რამეში ვეთანხმები კინოკრიტიკოსებს, ზოგ რამეში - არა. ერთი რამ ცხადია, რომ დასაქმდა ბევრი ადამიანი და ეს სფერო გამოცოცხლდა. ასეთ დროს ბალასტი და უხარისხო პროდუქცია იპარება, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დაიწმინდება.
-რაზე დადის მაყურებელი კინოში აქტიურად?
-კომედიებზე. ამ წელს ქართულ კინოგაქირავებაში სამი ფილმი იყო რეიტინგული - "გარიგება 2", "ერთხელ შუა ქალაქში" და "ჭამა და სექსი". დანარჩენ ფილმებზე, სამწუხაროდ, კომერციული წარმატების კუთხით ვერ ვისაუბრებთ. ჯერჯერობით არ მინახავს პროდიუსერი საქართველოში, რომელსაც უთქვამს, რომ ჩადებული ფული ამოიღო, ჯერჯერობით ამას დიდი შემოსავალი არ მოაქვს. ჩვენ აქტიურად ვებრძვით საიტებს, რომლებიც მეკობრულ ვერსიებს დებენ ხოლმე. ეს კლავს ქართულ კინოს, რადგან არც ერთ პროდიუსერს აღარ ექნება ფილმის გაკეთების ხალისი.
-უცხოური ფილმებიდან რა არის რეიტინგული?
-მულტფილმებს ყოველთვის ჰყავს მაყურებელი, ჰოლივუდურ ფილმებს რომლებიც სამგანზომილებიან ფორმატშია გადაღებული. მე რომ ვუყურებ ჰოლივუდურ ფილმებს, ვფიქრობ, რომ სულიერება დაკარგულია. გმირი არის ან მაიმუნი, ან თევზი, ან რობოტი. ჩემს არცერთ ფილმში სექსი, ნარკომანობა და დედის გინება არ არის. ეროტიკულ ეპიზოდს მაშინ მივესალმები, თუ ვულგარული არ იქნება და ზღვარს არ გადავა.
-გყავთ თუ არა ფავორიტი მსახიობი, რომლის ფილმში მოწვევით მისი გაყიდვა გიიოლდებათ?
-ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვცდილობ, კინომსახიობები დავაკავო და არა ის ხალხი, რომლებიც სკანდალურობით გამოირჩევიან ან ტელეწამყვანები არიან და ამიტომ იღებენ ფილმებში. მაგალითად, ახლა დასრულდა ზაზა ურუშაძის ახალი ფილმის "დარჩი ჩემთან" გადაღება, რომელშიც თამაშობენ ჟანრი ლოლაშვილი, მიშა გომიაშვილი, ნატო მურვანიძე და სხვანი. მთავარ როლებს ლელა წურწუმია და დებიუტანტი პაატა ინაური ასრულებენ. ყველა სკეპტიკოსს კოვზი ნაცარში ჩაუვარდება, ვინც იტყვის, ლელა რა მსახიობიაო. ყველა მოლოდინს გადაჭარბა მისმა თამაშმა. ის პროფესიით მსახიობია, მოგეხსენებათ. ფილმი არის ქალისა და მასზე ბევრად უმცროსი ბიჭის სიყვარულის ამბავზე. აი, ეს ფილმი მხოლოდ ქართული ბაზრისთვის არ მზადდება, რამდენიმე ფესტივალიდან უკვე გავაკეთეთ მიწვევა. აქ უკვე ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება კინოკრიტიკოსების მოსაზრება და ყურადღებით მოვუსმენ. ეს არის ქართული მელოდრამა, რაც ბოლო დროს ქართულ კინოში არ გამოსულა.

ფილმის "დარჩი ჩემთან..." გადაღებებზე.


-საუბარში ახსენეთ ბოლივუდი და ორიოდ სიტყვა ამ გატაცებაზეც ვთქვათ.
-ჩემი ოცნება იყო, რომ ქართული ფილმი ინდოეთში გადაღებულიყოდა პირიქით. პირველი ავისრულე, მეორესაც ივლისში ავისრულებ, აქ გადაიღებენ "ბილუს" მეორე ნაწილს. შესაძლოა ქართველი მსახიობებიც დავაკაოთ, თუმცა ჯერ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. ჩემი სიყვარული ბოლივუდის მიმართ 7 წლის ასაკში დაიწყო, როცა ბებიამ პირველად წამიყვანა ინდურ ფილმზე. შემდეგ ეს ჩემს პროფესიად იქცა. მომეცა საშუალება ხშირად ჩავსულიყავი ბოლივუდში და იქ ძალიან კარგი კონტაქტები მაქვს, ვიცნობ აბსოლუტურად ყველას, კინოვარსკვლავებიდან დაწყებული პროდიუსერებით დამთავრებული. საქართველოში სხვადახსვა არხზე მიმყავდა გადაცემები ინდური კინოს შესახებ, თუმცა დღესაც კი ბევრი ვარკეთილის ტელევიზიიდან მცნობს, ვიდრე "ევრიკიდან" და "კავკასიიდან" (იღიმება). ვარკეთილს თავისი საკუთარი ტელევიზია ჰქონდა და იქ მიმყავდა გადაცემა, ინდურ ფილმებზე მოვუთხრობდი მაყურებელს და ფილმებს ვაჩვენებდი.
-"აგვისტოს 5 დღის" პრემიერას ხომ დაესწარით?
-სხვათაშორის არანაირი სურვილი არ მქონია, ჰოლივუდელი ვარსკვლავები ენდი გარსია და შერონ სთოუნი გამეცნო, მიუხედავად იმისა რომ მის პრობლემა არ მექნებოდა. არ გახლდით აჟიტირებული, "დარჩი ჩემთან"-ს ვიღებდით და იქ ვიყავი. ჩემთვის ბოლივუდი უფრო ახლოს არის. მათი ფილმები სისხლითა და ძალადობით არ არის გაჟღენთილი. ლამაზ ზღაპრებს სიამოვნებით ვუყურებ (იღიმება). ინდოეთში ყველა იღიმის, აქ რომ ჩამოვდივარ ხალხი მოღუშული დადის. ყველას მოვუწოდებ გაიღიმონ. ისევ გოგა პიპინაშვილის თემას დავუბრუნდები და ვიტყვი ერთ რამესაც, რომ არავისთვის არაფერი მიკადრებია. მისი მესმის, ოჯახური ტრაგედიაც აქვს, ამის გამოც უნდა გაუფრთხილდეს თავის ოჯახს. შესაძლოა მის განცხადებაზე პასუხი მისმა ახლობლებმა მოისმინონ და არ ესიამოვნოთ გადაბრუნებული სიტყვა, ასევე გაითვალისწინოს, რომ სხვასაც აქვს ოჯახი.
-პირადად თქვენთან არ დაურეკავს?
- მას პირადად არ ვიცნობ, ზაზა კოლელიშვილის ბავშვობის მეგობარი და ნათია გოგოჭურის კურსელია. მათთან მაინც მისულიყო მეგობრულად. ჩემი ბოლო შეხება გოგა პიპინაშვილთან ის იყო, როდესაც გადაცემა "პროფილის" შემდეგ, რომელიც "გარიგებას" ეძღვნებოდა, დამირეკა და მითხრა, რა ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ხალხის გვერდით ფილმში არ მივიღე მონაწილეობაო...
რეიტინგი N 26

воскресенье, 26 июня 2011 г.

"დარჩი ჩემთან..." - ახალი ქართული მელოდრამა კინოთეატრებში!

მალე კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა
ახალი ქართული მელოდრამა - "დარჩი ჩემთან..."!
ფილმის გადაღების იდეა ეკუთვნის ფილმის პროდიუსერს დავით ბეჟიტაშვილს.
პროდიუსერს უკვე აქვს მოწვევა ნოემბერში გოას საერთაშორისო
41-ე კინოფესტივალზე, დეკემბერში დუბაის ფეტივალზე
და კიდევ რამდენიმე ევროპის ფესტივალზე.
წაიკითხეთ ინტერვიუ ფილმში მთავარი გმირის შემსრულებელ მსახიობებთან და ნახეთ სიუჟეტები ფილმის შესახებ
ლელე წურწუმია გამოცდის წინაშე -
მომღერალი ქალისა და პატარა ბიჭის სიყვარული
ჟურნალი სარკე. 22-28. 06. 2011"მე და მამულიჩა ახლა ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ"
ცნობილი მომღერლის ლელა წურწუმიას ცხოვრებაში სრულიად ახალი პერიოდი დგას და შესაბამისად განცდებშია. იგი სასიყვარულო დრამის ცენტრშია მოქცეული და ძალიან მალე ქართველი საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს. საბედნიეროდ დრამა ფილმში ვითარდება და არა ლელას პირად ცხოვრებაში.
"დარჩი ჩემთან" - ასე ჰქვია პირველ ქართულ თანამედროვე მელოდრამას, რომელსაც რეჟისორი ზაზა ურუშაძე იღებს. მისი ბოლოდროინდელი გახმაურებული ნამუშევარი გახლავთ "სამი სახლი", რომელმაც მრავალჯერ აიღო საერთაშორისო პრიზი. ფილმის "დარჩი ჩემთან" სიუჟეტი ბანალურია და სწორედ ამიტომ ყოველთვის საინტერესო: სტუდენტ ბიჭს შეუყვარდება 20 წლით უფროსი პოპულარული მომღერალი ქალი. პერიპეტიები ამ სიყვარულის გარშემო ვითარდება. მთავარ როლებს ლელა წურწუმია და ახალბედა მსახიობი პაატა ინაური თამაშობენ.
"სარკეს" საშუალება მიეცა, ფილმის გადასაღები მოედნიდან ექსკლუზიური ინფორმაცია მიეღო. დიდი ინტერესის მიუხედავად, პროდიუსერი ქართული მელოდრამის გმირებს მიუწვდომელს ხდის პრესისათვის. "მწვანე შუქი" მხოლოდ "სარკეს" აუნთეს და ჩვენც ერთ-ერთი ფინალური სცენის გადაღებებს დავესწარით.
დათო ბეჟიტაშვილი, პროდიუსერი: ამ ფილმზე პროფესიონალთა დიდი გუნდი მუშაობს. რეჟისორი ზაზა ურუშაძეა, ოპერატორი გიორგი ბერიძე, დამდგმელი მხატვარი - გოგი მიქელაძე. ეს ადამიანები თანამედროვე კინოსამყაროში ნამდვილი ლომები არიან. ფილმში მონაწილეობენ ჟანრი ლოლაშვილი, მიშა გომიაშვილი, ნატო მურვანიძე, ნინო ხომასურიძე და კიდევ ბევრი მსახიობი. მთავარ როლებში კი, როგორც უკვე იცით, ყველასათვის ნაცნობი ლელა წურწუმია და დებიუტანტი მსახიობი პაატა ინაური არიან.
ლელას გმირი ძალიან წარმატებული, პოპულარული ქალია, ბოჰემურად ცხოვრობს და ამ დროს მის ცხოვრებაში შმოდის მასზე ბევრად უმცროსი სტუდენტი ბიჭი, რომელსაც სიგიჟემდე შეუყვარდება ეს ქალი. ფილმში იქნება შესანიშნავი ორი სიმღერა, რომლებიც, იმედი გვაქვს ფილმის გამოსვლისთანავე გაჰიტდება. საუნდტრეკი რუსა მორჩილეძემ დაწერა. ეს არის სუფთა მელოდრამა, რომელიც არ იქნება გათვლილი მხოლოდ ქართული ბაზრისთვის. უკვე დაგეგმილია, რომ ფილმი ნოემბერში გოას 42-ე ფესტივალზე მოხვდება, დეკემბერში - დუბაის მე-8 საერთაშორისო ფესტივალზე. მათ რიცხვს მალე ევროპული ფესტივალებიც დაემატება.
ზაზა ურუშაძე: ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მელოდრამას გადავიღებდი. კი, ამ ჟანრშიც არსებობს კარგი ფილმები, მაგალითად "ინგლისელი პაციენტი", მაგრამ მაინც მეგონა, რომ მელოდრამა ჩემთვის საინტერესო ჟანრი არ იყო. დათო ბეჟიტაშვილმა შემომთავაზა, გადაგვეღო კარგი მელოდრამა. ნოემბრიდან ახალი ფილმის გადაღებას ვიწყებ, მანამდე პაუზა მქონდა და გადავწყვიტე ეს დრო ისევ ჩემი შემოქმედებისათვის გამომეყენებინა. ჩემი მელოდრამა, თავისი სენტიმენტალური და ბანალური სიუჟეტის მიუხედავად იქნება გემოვნებიანი და ლამაზი. ამის საშუალებას მსახიობები მაძლევენ.
-ლელა წურწუმიასთვის ეს პირველი მთავარი როლია. როგორი მსახიობი აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე?
ზაზა: პროფესიონალ მსახიობებთან მიყვარს ურთიერთობა, მაგრამ ცოტრა ფრთხილად ვარ მათთან, ვინც ამ საქმე ს ჩამოშორდნენ და სხვა საქმეს აკეთებენ. სიმართლე გითხრათ ეს განცდა ლელას მიმართაც მქონდა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან კარგად თამაშობს. შრომისმოყვარე ქალია და ყველაფერში წამომყვა. თამაშში სიყალბის ნატამალს ვერ შენიშნავთ. მისი თამაშით გაოცებული ვარ.
-გაგვიმხელთ ფილმი ბედნიერად მთავრდება თუ ნაღვლიანად?
ზაზა: ფინალის გამჟღავნება არამომგებიანი იქნება, უბრალოდ იმას გეტყვით, რომ სევდიანი სიყვარულის ისტორიაა. ასაკისა და კიდევ სხვა მიზეზების გამო, ამ სიყვარულს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი ახლავს. ეს ისტორია მაყურებელში აუცილებლად გამოიწვევს ემოციებს.
-ლელა, პროფესიით მსახიობი ხართ, მაგრამ თქვენი მთავარი საქმე მაინც სიმღერაა. ახლა პირველად მოგიქიათ ფილმში მთავარი როლის თამაში. ელოდიტ, რომ ერთხელაც ცხოვრებაში ეს მომენტი დაგიდგებოდათ?
-რომ გითხრათ, არ ველოდი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ არც დიდი მოლოდინი მქონია. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ძალიან დროულად და კანონზომიერად ხდება. შემთხვევითობა არ არსებობს. ოცი წლის წინ ვითამაშე რამდენიმე ფილმში და მას შემდეგ სულ სხვა მხრივ, სცენაზე ვიხარჯებოდი. ოცწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ვითამაშე "გარიგება 2"-ში და ახლა ამ ფილმში - "დარჩი ჩემთან". ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ეტაპზე ისეთ ადამიანებთან ვმუშაობ, რომლებსაც ქართულ კინოში ძალიან ფასეული რამ აქვთ შექმნილი. გადამღები ჯგუფის პროფესიონალიზმი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნამდვილად კარგი ფილმი გამოვა.
-ამდენი ხნის პაუზის შემდეგ ხომ არ გეშინოდათ როცა გადასაღებ მოედანზე გადიოდით?
ლელა: კი, გარკვეული შიში მქონდა, მაგრამ ზაზა ურუშაძემ იმდენად გამიადვილა მუშაობა, იმდენად მარტივად გადამალახვინა შიში, რომ ახლა გადასაღებ მოედანზე ისე ვგრძნობ თავს როგორც თევზი წყალში.
-რა მოგეწონათ ამ ისტორიაში ყველაზე მეტად?
-ლელა: ერთი შეხედვით, ფილმის სიუჟეტი ბანალურია, მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოს არის. ასეთი რამ ჩვენს გარშემო ხშირად ხდება, როდესაც ასაკით პატარა კაცს თავისზე უფროსი, წარმატებული ქალი უყვარდება. საერთო ჯამში სევდიანი და ლამაზი სიყვარულის ისტორიაა.
-ალბათ სასიამოვნო იყო თქვენთვის ის, რომ ფილმშიც მომღერალ ქალს თამაშობთ.
ლელა: ჩემს გმირს ჩემს პიროვნებასთან ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო, უფრო სწორად, თითქმის არაფერი. ის უფრო განზოგადოებული გმირია. ჩვენ ერთი რამ გვაერთიანებს - სიმღერა, პოპულარობა და წარმატებული ქალის იმიჯი. თვითონ გმირი ძალიან დადებითია.
-ფილმში თქვენი გმირი სტუდენტს შეუყვარდება. მას თქვენში ქალი უყვარს თუ ვარსკვლავი?
ლელა: ალბათ - ყველაფერი. შეუძლებელია გიყვარდეს ადამიანი და არ გიყვარდეს მისი პროფესია.
-ასაკობრივი სხვაობა რამდენად პრობლემურია სიყვარულისთვის რეალურ ცხოვრებაში?
ლელა: ეს ფართოდაა გავრცელებული ჩვენს საზოგადოებაში და აქ ახალი არაფერია. სიყვარულს ასაკი არ გააჩნია და ყველანაირი ურთიერთობა შეიძლება აღმოჩნდეს ბედნიერების მომტანი.
-თქვენ გყავთ მეუღლე, რომელიც ასაკით თქვენზე უმცროსია.
ლელა: კი, მხოლოდ ორი წლით. შეიძლებოდა ცხოვრებაში შემხვედროდა ჩემზე გაცილებით უმცროსი მამაკაცი, რომელიც შემიყვარდებოდა.
-ფილმზე მუშაობამ თქვენი ცხოვრების სტილი, რეჟიმი ალბათ თავდაყირა დააყენა.
ლელა: ძალიან დამღლელი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო პროცესია. დღე-ღამის განმავლობაში 17-18 საათს ვმუშაობ. ამის გამო ათ დღეში 8 კილო დავიკელი. რეჟისორის პირველი მოთხოვნა იყო, რომ წონა დამეკლო. როდესაც მუშაობა დავიწყე, ეს თავისთავად მოხდა.იმდენად დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ ჭამისთვის დროს ვერ ვპოულობ. ფაქტობრივად სულ ვშიმშილობ. როგორც ამბობენ ზოგი ჭირი მარგებელია.
-როგორ ფიქრობთ, ეს ფილმი თქვენს მომავალს შეცვლის?
ლელა: რომ გითხრათ მთლიანად კინოში გადავალ-მეთქი, მოგატყუებთ. მე ვარ მომღერალი და ამით ვცხოვრობ. რათქმაუნდა ეს ფილმი ჩემს ცხოვრებაში ერთგვარი გამოცდაა. ყველაფერი იკმაზე იქნება დამოკიდებული მაყურებელი როგორ მიიღებს. თქვენს პარტნიორზე რას იტყვით, რომელიც ფილმში ტქვენს შეყვარებულს თამაშობს, როგორ ააწყვეთ მასთან ურთიერთობა?
ლელა: პაატა ძალიან ნიჭიერია, კარგად მომყვება, კარგი პარტნიორია. მასთან მუშაობით დიდ სიამოვნებას ვიღებ.
-ფილმი სასიყვარულო ურთიერთობებზეა. ალბათ სასიყვარულო სცენებიც იქნება. ამ მხრივ თუ გქონდათ რაიმე მოთხოვნა?
ლელა: კი, მქონდა მოთხოვნები, მაგრამ ზაზამ კარგად იცის როგორ გადაიღოს სასიყვარულო სცენა, რომ ვულგარული არ გამოვიდეს. ფილმში არის ასეთი სცენები, მაგრამ ძალიან ზომიერი.
-თქვენს ქმარს, მამულიჩას, მოსწონს თქვენი როლი?
ლელა: ძალიან მოსწონს, რომ ჩემს პირველ პროფესიას დავუბრუნდი, მაგრამ ამ გადაღებების გამო ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ. ჩემი აზრით ეს საქმე ასეთ თავგანწირვად ღირს. გადასაღებ მოედანზე მამულიჩა არცერთხზელ არ ყოფილა და ეს ჩემთვის კარგიც არის. როგორც კი მამულიჩა ჩნდება ჩემს გვერდით მაშინვე მისკენ მიდის ჩემი ყურადღება. ეს კი როლზე მუშაობისას ხელს შემიშლის.
-პაატა, ეს ფილმი თქვენი დებიუტია. გვიამბეთ აქამდე რა გზა გამოიარეთ?
პაატა ინაური: ა ქამდე მხოლოდ ეპიზოდურ როლებში მითამაშია. ეს ჩემთვის პირველი სერიოზული როლია. ერთი წელია თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ჩემი პედაგოგი გიზო ჟორდანია გახლდათ. სამეფო უბნის და მარჯანიშვილის თეატრებში ვთამაშობ.
-ამ ფილმში როგორ მოხვდით?
პაატა: კასტინგი ჩატარდა, გავიარე და არჩევანი ჩემზე გააკეთეს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ზაზა ურუშაზესთან ვმუშაობ და შემდეგ ისეთ მსახიობებთან, რომლებიც ამ ფილმში თამაშობენ.
-როგორ უყურებთ თქვენი გმირის სიყვარულის ისტორიას?
პაატა: ასეთი წყვილები რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ, ამიტომ ჩემში განსაკუთრებულ ემოციურ დამოკიდებულებას არ იწვევს.
-შეიძლება თქვენი გმირის მსგავსად თქვენც სეგიყვარდეთ ოცი წლით უფროსი ქალი?
პაატა: ჩემს ტოლებთან უფრო მეტს ვპოულობ საერთოს, ვიდრე უფროს ქალებთან.
-თქვენ და ლელამ კარგად გაუგეთ ერთმანეთს?
პაატა: ის ერთნაირად ნიჭიერია, როგორც მსახიობი, ასევე მომღერალიც. მუშაობაში ძალიან მეხმარება ჩვენ დამეგობრებაც მოვასწარით. უცხოობა და გარკვეული მორიდება მხოლოდ გადაღების პირველ დღეს გვქონდა. ჩემთვის აღმოჩენა იყო ლელა და მისი იუმორი. იშვიათად შევხვედრივარ ისეთი იუმორის ადამიანს, როგორიც ლელაა.

ნახეთ სიუჟეტები ფილმის შესახებ



суббота, 11 июня 2011 г.

განხორციელებული პროექტები

დარჩი ჩემთან...
მალე, ახალი ქართული მელოდრამა

რეჟისორი ზაზა ურუშაძე
როლებში:
ლელა წურწუმია, პაატა ინაური, მიშა გომიაშვილი, ნატო მურვანიძე, ჟანრი ლოლაშვილი, ნინო ხომასურიძე... ფილმი მოგვითხრობს პოპულარული ქალის ქეთის და მასზე შეყვარებული სტუდენის ნიკას, ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას!
ფილმის გადაღებები
ფოტოგალერეა

ნიკო... აპლოდისმენტები
ქართული ფილმი (2011)

რეჟისორი გიორგი ბერიძე
ფილმის სცენარი ეკუთვნის პაველ ფინს
ფილმი ნიკო გომელაურის შემოქმედებას ასახავს.
როგორც სცენარის ავტორი პაველ ფინი ამბობს, ეს ფილმი - აღსარებაა.
მსახიობი ზურა ყიფშიძე, ნიკოსთან ერთად, კიდევ ერთხელ გვაზიარებს მის უკვდავ პოეზიას.
ეს არის ფილმი ფილმი გამოგონილი გმირების გარეშე, რეალური ისტორიებით, რომელიც ჯერ არ გსმენიათ.
ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი

გარიგება 20 წლის შემდეგ

ქართული ფილმი (2010)
რეჟისორი: ზაზა კოლელიშვილი
როლებში: ნანული სარაჯიშვილი, ზაზა კოლელიშვილი, კახა მიქიაშვილი, როლანდ ოქროპირიძე, დავით როსტომაშვილი, მამუკა ლორია, გოჩა კაპანაძე, სანდრო მარგალიტაშვილი, დათო ბეჟიტაშვილი და სხვები ...
ფილმის შესახებ:
ძველი ფილმ "გარიგება"-ს გაგრძელება.
ამჯერად მოქმედება ხდება პირველი ნაწილიდან 20 წლის შემდეგ.

კადრები ფილმიდან

ფოტოგალერეა


მაიტა ნასოსი
ქართული ფილმი (2009)
რეჟისორი: იოსებ ჯაჭვლიანი, გიორგი კაჭარავა ,
როლებში: გურამ ფირცხალავა ,იოსებ ჯაჭვლიანი, გიორგი კაჭარავა, ჯაბა კილაძე ,ნიკა არაბიძე, სიკო ჭუმბურიძე, დათო ჩირეკიძე, ნუკრი გურეშიძე, ხათუნა ბოკუჩავა, გივი ლეჟავა, ნოდარ ხუციშვილი, შორენა ბეგაშვილი, ქსიუშა ტარასენკო, გია ჯაფარიძე, დატო როსტომაშვილი, დავიდ დავითულიანი, დავიდ ცხვარაძე, დათო ბეჟიტაშვილი.
მოკლე აღწერა: ესაა ფილმი-ანეკდოტი სვანებზე... გია კაჭარავა მიიჩნევს, რომ სვანური იუმორი განუმეორებელია და ფილმში მისი წარმოჩენა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. მაიტა ნასოსის გადაღებები სვანეთსა და ბათუმში მიმდინარეობდა.

კადრები ფილმიდან

ფილმზე მუშაობისას - ფოტოგალერეა

ყველაფერი კარგად იქნება

ქართული ფილმი, რომლის დიდი ნაწილი ინდოეთშია გადაღებული (2009)
მოკლე შინაარსი:
საქართველოს დეზინფექციის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის (საიდუმლო) დავალებით მიემგზავრება ინდოეთში, ქეთევან დედოფლის საფლავის მოსაძებნად.
მას უთვალთვალებენ რუსეთის და სომხეთის სპეცსამსახურების აგენტები...
რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი
როლებში: ნიკო გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, ირაკლი აფაქიძე, გოგა ბარბაქაძე, ლარისა რეშეტკო, შორენა ბეგაშვილი, აპოლონ კუბლაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე, კახა მიქიაშვილი...

კადრები ფილმიდან


ფილმზე მუშაობისას - ფოტოგალერეა