david bejitashvili

david bejitashvili
საიტზე თავმოყრილია მხოლოდ ის მცირედი მასალა, რისი შეგროვებაც ხელმისაწვდომი გახდა....პატივისცემით...

среда, 26 сентября 2012 г.

რავი გუპტა საქართველოში


ინდური კინოს მოყვარულებსა და თუნდაც უბრალოდ დაინტერესებულ ადამიანებს ალბათ ახსოვთ, რომ 2008 წელს კომპანია "ბოლივუდ არტ ჯორჯიას" მოწვევით საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ინდური კინოკომპანია მუკტა–არტსის ხელმძღვანელი რავი გუპტა. 
 გაიმართა შეხვედრები თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებთან, ინდური ფილმის მოყვარულებთან, კინოსტუდია ,,ქართული ფილმისა” და სხვადასხვა ტელეკომპანიის ხელმძღვანელებთან. 
რავი გუპტამ საქართველოში სტუმრობისას დაათვალიერა თბილისი და სიღნაღი.  სიღნაღის ნახვისას ინდოელ სტუმარს საქართველოში ფილმის გადაღების იდეაც კი გაუჩნდა.
კინოსტუდია ,,გუპტა-არტსი ისეთი ცნობილი ფილმების ავტორია, როგორებიცაა: Ram Lakhan, Pardes, Taal, Rahul, Yaadein, Aitraaz, Kisna, 36 China Town, Apna Sapna Money Money, Good Boy, Bad Boy, Yuvvraaj...
 გთავაზობთ ფრაგმენტებს ინდოელი პროდიუსერის საქართველოში სტუმრობისას გადაღებული ვიდეომასალიდან. 

понедельник, 24 сентября 2012 г.

"დარჩი ჩემთან" საერთაშორისო ფესტივალზე იქნება წარდგენილი



ქართული მხატვრული ფილმი "დარჩი ჩემთან"  წარდგენილი იქნება  ტრუსკავეცკის  სატელევიზიო ფილმების   III –ე საერთაშორისო  ფესტივალზე
  "კარონა კარპატ" (Корона Карпат),  რომელიც 2012 წლის ოქტომბერში გაიმართება.

წელს  ფესტივალი მესამედ ტარდება და ამ სამი წლის განმავლობაში მის პროგრამაში წარდგენილი იყო 100–ზე მეტი ფილმი 30 ქვეყნიდან.
ფესტივალს სტუმრობდა მსოფლიო კინემატოგრაფიის მრავალი ცნობილი წარმომადგენელი.
 ფესტივალის პროგრამაში იმართებოდა შემოქმედებითი შეხვედრები, პრესკონფერენციები, პრეზენტაციები.
 სპეციალისტების აზრით ფესტივალი  მაღალ  პროფესიულ და ორგანიზაციულ დონეზე ტარდება.
წელს პირველად ამ ფესტივალზე წარდგენილი იქნება ქართული ფილმი – "დარჩი ჩემთან".

ფილმის  პროდიუსერია დათო ბეჟიტაშვილი, რეჟისორი – ზაზა ურუშაძე. ფილმში მთავარ როლებს ლელა წურწუმია და პაატა ინაური თამაშობენ.
ფილმის პროდიუსერის  აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში,  მიუხედავად იმისა  მიიღებს თუ არა ფილმი რაიმე პრიზს,  მაინც სასიამოვნოა როცა ფილმს მაღალი დონის კინოფესტივალზე აჩვენებენ.



ფოტოგალერეა









საქართველოში ინდოელი რეჟისორები კიდევ ერთ ფილმს იღებენ

ინდოელი რეჟისორების  საქართველოში სტუმრობასა და
 ქართულ - ინდური ურთიერთობების შესახებ
გადაცემა ”ბიზნეს კურიერის” ეთერში
 პროდიუსერი, დათო ბეჟიტაშვილი საუბრობს

გადაცემა დღის სტუმარი - კადრს მიღმა

გადაცემა დღის სტუმარი

თემა - კადრს მიღმა
გადაცემის სტუმრები: დათო ბეჟიტაშვილი, ირაკლი ივანიშვილი და გიგა გოგაძე